იარაღები

ორი შაშხანა

არის ფოტოები, რომლებიც უბრალოდ ფოტოსურათები არ არის.  შეიძლება ზუსტად ვერ გაიგო, სად არის გადაღებული, ვინ დგას კადრში ან რა მოხდა რამდენიმე წუთით ადრე და რამდენიმე წუთის შემდეგ, მაგრამ მაინც ახერხებენ რაღაცის შენახვას — ეპოქის, განწყობის, ადამიანების, იმ დროის ტექნოლოგიური და კულტურული მდგომარეობის.  ეს ფოტოსურათიც ჩემთვის ზუსტად ასეთია. ეს სურათი აგვისტოს ომს უკავშირდება, თუმცა როგორც დავადგინე სურათი არა უშუაალოდ აგვისტოში არამედ 2008 წლის ოქტომბერშია გადაღებული, ერედვთან ახლოს. Ზუსტი დეტალები და კონტექსტი ჩემთვის უცნობია. მაგრამ ეხლა ეს არც არის მნიშვნელლოვანი. ჩემთვის ეს ფოტო გაცილებით საინტერესოა იმით, რასაც მთლიანობაში გვიჩვენებს.   ჩემი აზრით ამ ორი მებრძოლის ეკიპირება და შეიარაღება კარგად ასახავს იმდროინდელ ქართულ სპეცდანიშნულების ფორმირებების და ზოგადად ქართული ჯარის მდგომარეობას, რომელიც შეიძლება იქნას აღწერილი, როგორც ძველის და ახალის ნაზავი, ადვილად შესამჩნევი ამერიკული გავლენით, რაც გასაკვირი არ არის, ამერიკელების დიდი როლის გათვალისწინებით, ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გამყარების საქმეში, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ ადრეული 90-ნი წლებიდან.  ომის ქრონიკის ნაწილი გახდა, როგორც მებრძოლები უახლეს ამერიკულ ეკიპირებაში და შეიარაღებით მაგრამ საკანცელარიო სკოტჩით გადაბმული ალუმინის ‘M4’-ის მჭიდებით, ასევე რეზერვისტები СШ ტიპის საბჭოთა ჩაფხუტებით და ძველი გამოშვების “კალაშნიკოვებით”.  ეს სურათიც ამ მხრივ ამონაკლისი არ არის. მაგალითად განტვირთვის ჟილეტები, რომლებზეც დღეს პატივმოყვარე „აირსოფტერი“ ალბათ ზიზღით ჩაიქნევს ხელს.aამერიკაში უკვე 5 წელი რაც დაინერგა […]

ორი შაშხანა Read More »

Mossberg 500/590 Remington 870-ის წინააღმდეგ

სტატია პირველად გამოქვეყნდა: ივლისი – 2012 არც ისე დიდი ხნის წინ გადავაწყდი ერთ ფორუმზე თემას, სადაც განიხილავდნენ ერთ-ერთ მაღაზიაში შემოტანილ რემინგტონის წარმოებულ თოფებს. ყველაზე იაფი “პომპის”, Remington Express Magnum-ის, ფასი იყო 1085 ლარი. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ამერიკული თოფისთვის ეს ფასი ნამდვილად დაბალია. ამის გამო თემაში გამოითქვა ეჭვები ამ თოფების წარმოშობის შესახებ. დაბალი ფასი აიხსნებოდა მათი

Mossberg 500/590 Remington 870-ის წინააღმდეგ Read More »

ღია საკეტიდან მსროლელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და მათი სამოქალაქო ვარიანტები

თავისუფალი საკეტით მოქმედი ავტომატური იარაღი არის ისეთი სისტემის იარაღი, რომელიც, როგორც წესი, ისვრის ღია საკეტიდან. გასროლის წინ საკეტი წინ მოძრაობს, იღებს ვაზნას მჭიდიდან, ათავსებს მას სავაზნეში და დახურვის ბოლო ეტაპზე, დამრტყმელის მეშვეობით, იწვევს კაფსულის აალებას. თუ მსროლელი აგრძელებს სასხლეტზე დაჭერას, ციკლი განმეორდება მანამ, სანამ არ ამოიწურება ვაზნები ან სასხლეტი არ გათავისუფლდება. ღია საკეტიდან მსროლელი, თავისუფალი

ღია საკეტიდან მსროლელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და მათი სამოქალაქო ვარიანტები Read More »

არსებობს თუ არა კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი?

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 15 თებერვალი, 2010 მორიგი შეკითხვა მომივიდა, სადაც რჩევას მეკითხებოდნენ კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტის შერჩევასთან დაკავშირებით. ამან დამაფიქრა და გარკვეულწილად ფილოსოფიურ განწყობაზეც დამაყენა, რადგან მივხვდი, რომ დიდი ალბათობით სრულყოფილი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი შესაძლოა საერთოდ არც არსებობდეს. ან იქნებ კითხვაზე — „არსებობს თუ არა ასეთი პისტოლეტი?“ — ერთმნიშვნელოვანი პასუხი „კი“ ნამდვილად არ იყოს. თემა აქტუალურია, ვინაიდან, მიუხედავად

არსებობს თუ არა კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი? Read More »

M4 და მისი ალტერნატივები

წინასიტყვაობა: ეს სტატია დაიწერა 2008-ში და შემდგომ მცირე ცვლილებებით ხელმეორედ გამოქვეყნდა ჩემ ბლოგზე 16 წლის წინ, 2010 როდესაც უკვე გარკვეული პერიოდი იიყო გავლილი, მას მერე, რაც საქართველოს თავდაცვის უწყებამ გადაწყვიტა AR-15/M4 ტიპის იარაღით ჩაენაცვლებინა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები. იმ დროსაც და ეხლაც მე ვთვლი, რომ პერსპექტიული სისტემის შეიარაღებაში მიღება იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, რომ ეს პროგრამა წარიმართა

M4 და მისი ალტერნატივები Read More »

Ruger 10/22-ის ტესტირება

პირველად გამოქვეყნდა: 8 დეკემბერი, 2014. ეს იარაღი ლეგენდარული რეპუტაციით სარგებლობს და საკუთარ კლასში ისეთივე კლასიკურ და ეტალონურ მოდელად ითვლება, როგორც მაუზერის 1898 წლის შაშხანა ან კოლტის 1911 წლის პისტოლეტი. შემთხვევითი არ არის, რომ Ruger-ის ოფიციალურ საიტზე განთავსებული სარეკლამო სლოგანი 10/22-ს „ამერიკის ყველაზე საყვარელ .22 კალიბრის იარაღად“ მოიხსენიებს — და სტატისტიკაც ამ შეფასებას ამყარებს. სხვადასხვა წყაროს

Ruger 10/22-ის ტესტირება Read More »

ჩვენი ტესტი – SCCY CPX-1

პირველად გამოქვეყნდა: 27 მაისი, 2015 რა არის საჭირო იმისთვის, რომ შექმნა კარგი პისტოლეტი? პირველ რიგში, უნდა გქონდეს წარმოდგენა, რა მოდა და ტრენდები არსებობს იარაღის ბაზარზე, რაზე არის მოთხოვნა. აქვე დავამატებ, თუ შენ გინდა შეტენო სახელმწიფოს შენი ქმნილება და ამისთვის იყენებ ყალბ პატრიოტულ ნოტებს და ძმაკაცებს კაბინეტებში — შენ ვერ შექმნი კარგ პისტოლეტს. მეორე რიგში, შენ

ჩვენი ტესტი – SCCY CPX-1 Read More »

რა ხდება Bark River-ის ირგვლივ?

ამერიკული დანების მწარმოებელი კომპანიის Bark River Knives-ის ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომელიც უკვე გავაჟღერე ჩემს YouTube ვიდეოების სერიაში, სადაც დანებზე ვსაუბრობ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქოს ყველა „მეტალურგიის ექსპერტია“ და საათობით შეიძლება იდავონ, რომელი ფოლადი სჯობს, ჩემი პოზიცია უცვლელია — საშუალო მომხმარებლისთვის დანის ფოლადს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხშირად არ აქვს. აგერ მაგალითი: Bark River

რა ხდება Bark River-ის ირგვლივ? Read More »

გლოკების მოდიფიცირება

პირველად გამოქვეყნდა: 20 თებერვალი, 2015. გლოკის პისტოლეტები დამსახურებული პოპულარობით სარგებლობენ მთელს მსოფლიოში. აღნიშნული პისტოლეტების ოჯახის საფირმო ნიშნებია კონსტრუქციის სიმარტივე, დეტალების მცირე რაოდენობა, საიმედოობა და ხელმისაწვდომი ფასი. კონკურენტებთან შედარებით განსაკუთრებით დასაფასებელია დეტალებისა და მჭიდების თავსებადობა, ასევე პისტოლეტის კასტომიზაციის სიმარტივე. ამ ყველაფრის გამო გლოკი, დიდი ალბათობით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პისტოლეტია. წლების განმავლობაში ეს პისტოლეტი უმნიშვნელოდ იხვეწებოდა და

გლოკების მოდიფიცირება Read More »

Beretta BU9 Nano

პირველად გამოქვეყნდა: 11 იანვარი, 2015 რის გამოც მე ვცემ ბერეტას პატივს, არის ის, რომ ეს კომპანია პერიოდულად იყენებს არატრადიციულ, ორიგინალურ სქემებს, და ასეთი იარაღი ამავე დროს არის საიმედო და გამძლე. მაგალითად, თანამედროვე პისტოლეტების აბსოლუტური უმეტესობა იყენებს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ ჩაკეტვის სქემას, მაშინ როცა ბერეტას პისტოლეტები იყენებენ ჩაკეტვას ლულის ბრუნვით ან მოძრავი საყრდენით. მიუხედავად იმისა, რომ ბერეტას

Beretta BU9 Nano Read More »

Scroll to Top