ორი შაშხანა
არის ფოტოები, რომლებიც უბრალოდ ფოტოსურათები არ არის. შეიძლება ზუსტად ვერ გაიგო, სად არის გადაღებული, ვინ დგას კადრში ან რა მოხდა რამდენიმე წუთით ადრე და რამდენიმე წუთის შემდეგ, მაგრამ მაინც ახერხებენ რაღაცის შენახვას — ეპოქის, განწყობის, ადამიანების, იმ დროის ტექნოლოგიური და კულტურული მდგომარეობის. ეს ფოტოსურათიც ჩემთვის ზუსტად ასეთია. ეს სურათი აგვისტოს ომს უკავშირდება, თუმცა როგორც დავადგინე სურათი არა უშუაალოდ აგვისტოში არამედ 2008 წლის ოქტომბერშია გადაღებული, ერედვთან ახლოს. Ზუსტი დეტალები და კონტექსტი ჩემთვის უცნობია. მაგრამ ეხლა ეს არც არის მნიშვნელლოვანი. ჩემთვის ეს ფოტო გაცილებით საინტერესოა იმით, რასაც მთლიანობაში გვიჩვენებს. ჩემი აზრით ამ ორი მებრძოლის ეკიპირება და შეიარაღება კარგად ასახავს იმდროინდელ ქართულ სპეცდანიშნულების ფორმირებების და ზოგადად ქართული ჯარის მდგომარეობას, რომელიც შეიძლება იქნას აღწერილი, როგორც ძველის და ახალის ნაზავი, ადვილად შესამჩნევი ამერიკული გავლენით, რაც გასაკვირი არ არის, ამერიკელების დიდი როლის გათვალისწინებით, ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გამყარების საქმეში, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ ადრეული 90-ნი წლებიდან. ომის ქრონიკის ნაწილი გახდა, როგორც მებრძოლები უახლეს ამერიკულ ეკიპირებაში და შეიარაღებით მაგრამ საკანცელარიო სკოტჩით გადაბმული ალუმინის ‘M4’-ის მჭიდებით, ასევე რეზერვისტები СШ ტიპის საბჭოთა ჩაფხუტებით და ძველი გამოშვების “კალაშნიკოვებით”. ეს სურათიც ამ მხრივ ამონაკლისი არ არის. მაგალითად განტვირთვის ჟილეტები, რომლებზეც დღეს პატივმოყვარე „აირსოფტერი“ ალბათ ზიზღით ჩაიქნევს ხელს.aამერიკაში უკვე 5 წელი რაც დაინერგა […]





