levano9x19@gmail.com

ორი შაშხანა

არის ფოტოები, რომლებიც უბრალოდ ფოტოსურათები არ არის.  შეიძლება ზუსტად ვერ გაიგო, სად არის გადაღებული, ვინ დგას კადრში ან რა მოხდა რამდენიმე წუთით ადრე და რამდენიმე წუთის შემდეგ, მაგრამ მაინც ახერხებენ რაღაცის შენახვას — ეპოქის, განწყობის, ადამიანების, იმ დროის ტექნოლოგიური და კულტურული მდგომარეობის.  ეს ფოტოსურათიც ჩემთვის ზუსტად ასეთია. ეს სურათი აგვისტოს ომს უკავშირდება, თუმცა როგორც დავადგინე სურათი არა უშუაალოდ აგვისტოში არამედ 2008 წლის ოქტომბერშია გადაღებული, ერედვთან ახლოს. Ზუსტი დეტალები და კონტექსტი ჩემთვის უცნობია. მაგრამ ეხლა ეს არც არის მნიშვნელლოვანი. ჩემთვის ეს ფოტო გაცილებით საინტერესოა იმით, რასაც მთლიანობაში გვიჩვენებს.   ჩემი აზრით ამ ორი მებრძოლის ეკიპირება და შეიარაღება კარგად ასახავს იმდროინდელ ქართულ სპეცდანიშნულების ფორმირებების და ზოგადად ქართული ჯარის მდგომარეობას, რომელიც შეიძლება იქნას აღწერილი, როგორც ძველის და ახალის ნაზავი, ადვილად შესამჩნევი ამერიკული გავლენით, რაც გასაკვირი არ არის, ამერიკელების დიდი როლის გათვალისწინებით, ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გამყარების საქმეში, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ ადრეული 90-ნი წლებიდან.  ომის ქრონიკის ნაწილი გახდა, როგორც მებრძოლები უახლეს ამერიკულ ეკიპირებაში და შეიარაღებით მაგრამ საკანცელარიო სკოტჩით გადაბმული ალუმინის ‘M4’-ის მჭიდებით, ასევე რეზერვისტები СШ ტიპის საბჭოთა ჩაფხუტებით და ძველი გამოშვების “კალაშნიკოვებით”.  ეს სურათიც ამ მხრივ ამონაკლისი არ არის. მაგალითად განტვირთვის ჟილეტები, რომლებზეც დღეს პატივმოყვარე „აირსოფტერი“ ალბათ ზიზღით ჩაიქნევს ხელს.aამერიკაში უკვე 5 წელი რაც დაინერგა […]

ორი შაშხანა Read More »

პისტოლეტის ტაქტიკური გადატენვა

პირველად გამოქქვეყნდა: May 24th, 2012 ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მოკლე ექსკურსი იმაში, რაც წარმოადგენს პისტოლეტის ფლობის საბაზისო ტექნიკის ნაწილს. ლაპარაკია ავტომატური პისტოლეტის ტაქტიკურ გადატენვაზე. განსხვავებით სწრაფი გადატენვისგან (speed reload), ეს ტექნიკა არ გულისხმობს ცარიელი იარაღის გადატენვას, ის გულისხმობს გარკვეულ მომენტში ნაწილობრივ დაცლილი მჭიდის სავსე მჭიდით შეცვლას. სტატისტიკა არ იტყუება და გვეუბნება ჩვენ, რომ უმეტესობა შეტაკებების

პისტოლეტის ტაქტიკური გადატენვა Read More »

Mossberg 500/590 Remington 870-ის წინააღმდეგ

სტატია პირველად გამოქვეყნდა: ივლისი – 2012 არც ისე დიდი ხნის წინ გადავაწყდი ერთ ფორუმზე თემას, სადაც განიხილავდნენ ერთ-ერთ მაღაზიაში შემოტანილ რემინგტონის წარმოებულ თოფებს. ყველაზე იაფი “პომპის”, Remington Express Magnum-ის, ფასი იყო 1085 ლარი. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ამერიკული თოფისთვის ეს ფასი ნამდვილად დაბალია. ამის გამო თემაში გამოითქვა ეჭვები ამ თოფების წარმოშობის შესახებ. დაბალი ფასი აიხსნებოდა მათი

Mossberg 500/590 Remington 870-ის წინააღმდეგ Read More »

ღია საკეტიდან მსროლელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და მათი სამოქალაქო ვარიანტები

თავისუფალი საკეტით მოქმედი ავტომატური იარაღი არის ისეთი სისტემის იარაღი, რომელიც, როგორც წესი, ისვრის ღია საკეტიდან. გასროლის წინ საკეტი წინ მოძრაობს, იღებს ვაზნას მჭიდიდან, ათავსებს მას სავაზნეში და დახურვის ბოლო ეტაპზე, დამრტყმელის მეშვეობით, იწვევს კაფსულის აალებას. თუ მსროლელი აგრძელებს სასხლეტზე დაჭერას, ციკლი განმეორდება მანამ, სანამ არ ამოიწურება ვაზნები ან სასხლეტი არ გათავისუფლდება. ღია საკეტიდან მსროლელი, თავისუფალი

ღია საკეტიდან მსროლელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და მათი სამოქალაქო ვარიანტები Read More »

რას ნიშნავს +P და +P+ ვაზნები

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 თებერვალი, 2010 წელი ალბათ გსმენიათ ე.წ. +P და +P+ ვაზნების შესახებ. თუ არ გსმენიათ და არ იცით, რას ნიშნავს ეს აღნიშვნები, მაშინ ეს სტატია დაგაინტერესებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი ინდექსებით, როგორც წესი, აღინიშნება საშუალოზე უფრო მაღალი წნევის მქონე ვაზნები, თუმცა ისინი მაინც არ ავითარებენ იმავე წნევას, რასაც საცდელი მუხტები. საცდელი მუხტები, როგორც

რას ნიშნავს +P და +P+ ვაზნები Read More »

არსებობს თუ არა კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი?

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 15 თებერვალი, 2010 მორიგი შეკითხვა მომივიდა, სადაც რჩევას მეკითხებოდნენ კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტის შერჩევასთან დაკავშირებით. ამან დამაფიქრა და გარკვეულწილად ფილოსოფიურ განწყობაზეც დამაყენა, რადგან მივხვდი, რომ დიდი ალბათობით სრულყოფილი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი შესაძლოა საერთოდ არც არსებობდეს. ან იქნებ კითხვაზე — „არსებობს თუ არა ასეთი პისტოლეტი?“ — ერთმნიშვნელოვანი პასუხი „კი“ ნამდვილად არ იყოს. თემა აქტუალურია, ვინაიდან, მიუხედავად

არსებობს თუ არა კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი? Read More »

M4 და მისი ალტერნატივები

წინასიტყვაობა: ეს სტატია დაიწერა 2008-ში და შემდგომ მცირე ცვლილებებით ხელმეორედ გამოქვეყნდა ჩემ ბლოგზე 16 წლის წინ, 2010 როდესაც უკვე გარკვეული პერიოდი იიყო გავლილი, მას მერე, რაც საქართველოს თავდაცვის უწყებამ გადაწყვიტა AR-15/M4 ტიპის იარაღით ჩაენაცვლებინა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები. იმ დროსაც და ეხლაც მე ვთვლი, რომ პერსპექტიული სისტემის შეიარაღებაში მიღება იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, რომ ეს პროგრამა წარიმართა

M4 და მისი ალტერნატივები Read More »

SUB-MOA-ს მიღმა — A-ZED და პრაქტიკული სიზუსტე

A-ZED, ანუ A-Zone Equivalence Distance, არის მეტრიკა, რომელიც შემოიღო პრესტონ მურმა — იგივე სახელწოდების YouTube არხის ავტორმა — და რომელსაც ის იყენებს კონკრეტული შაშხანისა და მუხტის სიზუსტის რეალური ხარისხის შესაფასებლად. მარტივად რომ ავხსნათ, A-ZED არის მანძილი, რომელზეც კონკრეტული კარაბინიდან კონკრეტული მუხტით ნასროლი ჯგუფი კვლავ დარჩება IPSC-ის სამკერდე A-ზონაში, რომლის ზომებია 15×28 სანტიმეტრი. „დიდი ამბავი“, იტყვით

SUB-MOA-ს მიღმა — A-ZED და პრაქტიკული სიზუსტე Read More »

Ruger 10/22-ის ტესტირება

პირველად გამოქვეყნდა: 8 დეკემბერი, 2014. ეს იარაღი ლეგენდარული რეპუტაციით სარგებლობს და საკუთარ კლასში ისეთივე კლასიკურ და ეტალონურ მოდელად ითვლება, როგორც მაუზერის 1898 წლის შაშხანა ან კოლტის 1911 წლის პისტოლეტი. შემთხვევითი არ არის, რომ Ruger-ის ოფიციალურ საიტზე განთავსებული სარეკლამო სლოგანი 10/22-ს „ამერიკის ყველაზე საყვარელ .22 კალიბრის იარაღად“ მოიხსენიებს — და სტატისტიკაც ამ შეფასებას ამყარებს. სხვადასხვა წყაროს

Ruger 10/22-ის ტესტირება Read More »

“მოკლე” AR15 – სიგრძეს აქვს მნიშვნელობა

პირველად გამოქვეყნდა: 25 მარტი, 2016 არ ვარ დარწმუნებული, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოკლე ლულიანი AR-15. მოკლე ლულიან AR-15-ში მე ვგულისხმობ იარაღს, რომელიც აღჭურვილია 10.3 და 11.5 დუიმის სიგრძის ლულებით (შემდგომში უბრალოდ 10-ნი და 11-ნი ლულები). მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ქარხნული კარაბინების, რომლებიც იყიდება მაღაზიაში, არის 16.5-ნი ლულებით, როდესაც

“მოკლე” AR15 – სიგრძეს აქვს მნიშვნელობა Read More »

Scroll to Top