levano9x19@gmail.com

ჩვენი ტესტი – SCCY CPX-1

პირველად გამოქვეყნდა: 27 მაისი, 2015 რა არის საჭირო იმისთვის, რომ შექმნა კარგი პისტოლეტი? პირველ რიგში, უნდა გქონდეს წარმოდგენა, რა მოდა და ტრენდები არსებობს იარაღის ბაზარზე, რაზე არის მოთხოვნა. აქვე დავამატებ, თუ შენ გინდა შეტენო სახელმწიფოს შენი ქმნილება და ამისთვის იყენებ ყალბ პატრიოტულ ნოტებს და ძმაკაცებს კაბინეტებში — შენ ვერ შექმნი კარგ პისტოლეტს. მეორე რიგში, შენ […]

ჩვენი ტესტი – SCCY CPX-1 Read More »

რა ხდება Bark River-ის ირგვლივ?

ამერიკული დანების მწარმოებელი კომპანიის Bark River Knives-ის ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომელიც უკვე გავაჟღერე ჩემს YouTube ვიდეოების სერიაში, სადაც დანებზე ვსაუბრობ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქოს ყველა „მეტალურგიის ექსპერტია“ და საათობით შეიძლება იდავონ, რომელი ფოლადი სჯობს, ჩემი პოზიცია უცვლელია — საშუალო მომხმარებლისთვის დანის ფოლადს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხშირად არ აქვს. აგერ მაგალითი: Bark River

რა ხდება Bark River-ის ირგვლივ? Read More »

გლოკების მოდიფიცირება

პირველად გამოქვეყნდა: 20 თებერვალი, 2015. გლოკის პისტოლეტები დამსახურებული პოპულარობით სარგებლობენ მთელს მსოფლიოში. აღნიშნული პისტოლეტების ოჯახის საფირმო ნიშნებია კონსტრუქციის სიმარტივე, დეტალების მცირე რაოდენობა, საიმედოობა და ხელმისაწვდომი ფასი. კონკურენტებთან შედარებით განსაკუთრებით დასაფასებელია დეტალებისა და მჭიდების თავსებადობა, ასევე პისტოლეტის კასტომიზაციის სიმარტივე. ამ ყველაფრის გამო გლოკი, დიდი ალბათობით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პისტოლეტია. წლების განმავლობაში ეს პისტოლეტი უმნიშვნელოდ იხვეწებოდა და

გლოკების მოდიფიცირება Read More »

იარაღის ფლობის იდეა და სასროლოსნო სპორტი

იარაღის ფლობის სპორტად გადაქცევა, ერთი შეხედვით, შესაძლოა პოზიტიურ მოვლენად ჩანდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება თავად სამოქალაქო იარაღის უფლებების იდეასვე აზიანებდეს. როგორ? შევეცდები აგიხსნათ. რა არის სპორტი, თავისი არსით? ეს მხოლოდ პოპულარული გართობა არ არის — ეს არის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც ეფუძნება იერარქიასა და კონტროლს. სპორტი ფუნქციონირებს მკაცრი წესების, მმართველი ორგანიზაციების, სტანდარტიზებული პროცედურების, სპონსორობის, მედიის

იარაღის ფლობის იდეა და სასროლოსნო სპორტი Read More »

Beretta BU9 Nano

პირველად გამოქვეყნდა: 11 იანვარი, 2015 რის გამოც მე ვცემ ბერეტას პატივს, არის ის, რომ ეს კომპანია პერიოდულად იყენებს არატრადიციულ, ორიგინალურ სქემებს, და ასეთი იარაღი ამავე დროს არის საიმედო და გამძლე. მაგალითად, თანამედროვე პისტოლეტების აბსოლუტური უმეტესობა იყენებს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ ჩაკეტვის სქემას, მაშინ როცა ბერეტას პისტოლეტები იყენებენ ჩაკეტვას ლულის ბრუნვით ან მოძრავი საყრდენით. მიუხედავად იმისა, რომ ბერეტას

Beretta BU9 Nano Read More »

ბელგიური 5.7×28 და პისტოლეტი Five-seveN – სასარგებლო ინსტრუმენტი თუ კოლექციონერების სათამაშო?

პირველად გამოქვყნდა: November 19, 2014 5.7×28mm ვაზნა შექმნილი ბელგიური მწარმოებლის FN-ის მიერ, უკვე თითქმის 25 წელია რაც არსებობს. ამ ვაზნის წარმოება დაიწყო 1990 წელს და მისი შექმნის და განვითარების ისტორია მჭიდროდ უკავშირდება იმ იარაღს, რომლისთვისაც ის იქმნებოდა, ამავე კომპანიის წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ P-90-ს და მოგვიანებით პისტოლეტ Five-seveN-ს. ორივე ეს იარაღი და ვაზნა მათზე გათვლილი შეიქმნა ე.წ.

ბელგიური 5.7×28 და პისტოლეტი Five-seveN – სასარგებლო ინსტრუმენტი თუ კოლექციონერების სათამაშო? Read More »

ერთი დიდი მითი შუალედურ ვაზნაზე

პირველად გამოქვეყნდა: November 13, 2014 რუსები რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ შუალედური ვაზნა და ავტომატი — ანუ ის, რასაც დასავლეთში „საიერიშო შაშხანას“ უწოდებენ — მათი თანამემამულის, ევგენი ვლადიმირის ძე ფიოდოროვის გამოგონებაა. მოგეხსენებათ, ე.წ. შუალედური ვაზნა სიმძლავრით დაახლოებით შუაშია პისტოლეტის ვაზნასა და შაშხანის ვაზნას შორის (რაც, ცხადია, თავად სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს). შესაბამისად, ავტომატი, ანუ საიერიშო შაშხანა, არის იარაღი,

ერთი დიდი მითი შუალედურ ვაზნაზე Read More »

ქართული მითოლოგია და იარაღი

პირველად გამოქვეყნდა: January 12, 2015 მე ძალიან არ მინდოდა ასეთ უაზრო — თუ გნებავთ, ბანძ — თემისთვის დრო და ადგილი დამეთმო ჩემს ბლოგზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც მომიწევს, რადგან ამ „პრობლემამ“ უკვე შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო. საუბარია ე.წ. „ნამდვილ ავსტრიულ“ და „არანამდვილ ამერიკულ“ გლოკების მითზე. ეს მითი გაჩნდა მას შემდეგ, რაც მაღაზიებმა აშშ-დან შემოიტანეს Glock-ის პისტოლეტების

ქართული მითოლოგია და იარაღი Read More »

უცნობი Sig-Sauer

პირველად გამოქვეყნდა: March 10, 2015 წლების განმავლობაში SIG Sauer-ის ეს პისტოლეტი კომპანიის უფრო ძვირადღირებული მოდელების ჩრდილში რჩებოდა. როგორც მწარმოებლის პირველი პოლიმერის ჩარჩოიანი პისტოლეტი, ის განსხვავებული დიზაინით გამოირჩეოდა და, სხვა მოდელებთან შედარებით, უნდა ყოფილიყო უფრო ხელმისაწვდომი იარაღი, პირველ რიგში რა თქმა უნდა ფასით. დასახელებული როგორც Sig Pro, ეს მოდელი ბაზარზე 1998 წელს გამოვიდა. მიუხედავად შედარებით დაბალი

უცნობი Sig-Sauer Read More »

Jericho 941 კრიტიკული თვალით

პირველად გამოქვეყნდა: დეკემბერი, 2009 ეს არის საკმაოდ ძველი და არასრული სტატია, რომელიც ადრე CZ-75-ზე დაწერილი უფრო დიდი სტატიის ნაწილს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, გარკვეულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მაინც მოიცავს.Jericho (იერიხო) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული CZ-75-ის კლონია. იგი საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოშიც და, რა თქმა უნდა, უკვე ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული რეპუტაცია. Jericho-ს სისტემის პისტოლეტები მიღებული იყო შეიარაღებაში საპატრულო

Jericho 941 კრიტიკული თვალით Read More »

Scroll to Top