იარაღები

Jericho 941 კრიტიკული თვალით

პირველად გამოქვეყნდა: დეკემბერი, 2009 ეს არის საკმაოდ ძველი და არასრული სტატია, რომელიც ადრე CZ-75-ზე დაწერილი უფრო დიდი სტატიის ნაწილს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, გარკვეულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მაინც მოიცავს.Jericho (იერიხო) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული CZ-75-ის კლონია. იგი საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოშიც და, რა თქმა უნდა, უკვე ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული რეპუტაცია. Jericho-ს სისტემის პისტოლეტები მიღებული იყო შეიარაღებაში საპატრულო […]

Jericho 941 კრიტიკული თვალით Read More »

Mp-446, ვიკინგი რუსეთიდან

პირველად გამოქვეყნდა: დეკემბერი 10, 2009  მეილი მივიღე შეკითხვით ამ იარაღის შესახებ და მგონი დრო მოვიდა, ერთი-ორი სიტყვა მასზეც დავწერო, რადგან საკმაოდ კარგად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის საინტერესო იქნება ეს სტატია. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი, რაც ქვემოთ არის აღწერილი, ეხება კონკრეტულად იმ იარაღს, რომელიც პირადად მე მქონდა და 2001 წელს იყო გამოშვებული. გამომდინარე იქიდან, რომ ვიკინგი გამოჩენისთანავე

Mp-446, ვიკინგი რუსეთიდან Read More »

Stoeger Cougar

პირველად გამოქვეყნდა, იანვარი 5, 2010  დაახლოებით ერთი თვის წინ ხელიდან არ გავუშვი შესაძლებლობა, დეტალურად შემესწავლა საკმაოდ საინტერესო იარაღი — თურქული წარმოების 9 მმ-იანი კომპაქტური პისტოლეტი Stoeger P8000 Cougar. ამ მოდელს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, თუმცა შეძენისგან მისი შედარებით მაღალი ფასი მაკავებდა — 1600 ლარი, რაც, ჩემი აზრით, თურქული წარმოების იარაღისთვის ზედმეტად მაღალია. შესაბამისად, როდესაც მომეცა

Stoeger Cougar Read More »

“სნაიპერული ქვემეხი” სამხრეთ აფრიკიდან

პირველად გამოქვეყნდა: აპრილი 23, 2011  სამხრეთ აფრიკაზე, განსაკუთრებით კი მის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე, საკმაოდ ცოტა რამ არის ცნობილი. არადა, ამ თვალსაზრისით ეს უკიდურესად საინტერესო ქვეყანაა, როგორც შესწავლის ობიექტი. თავისი შედარებით მოკლე ისტორიის განმავლობაში სამხრეთ აფრიკა პრაქტიკულად მუდმივი სამხედრო კონფლიქტების რეჟიმში ცხოვრობს (ამ მხრივ გარკვეულ პარალელს ავლებს საქართველოთან) და ამ პერიოდში მოახერხა ძლიერი შეიარაღებული

“სნაიპერული ქვემეხი” სამხრეთ აფრიკიდან Read More »

სტოუნერის უჩვეულო შენიღბული იარაღი

იმედია, ახსნა არ სჭირდება, ვინ იყო იუჯინ სტოუნერი. თუმცა, მათთვის, ვინც არ იცის, შეგახსენებთ: ის იყო ამერიკელი კონსტრუქტორი და ისეთი ცნობილი სისტემების „მამა“, როგორებიცაა AR-10 და AR-15. უკანასკნელი უფრო ცნობილია, როგორც M16, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, თავისი მრავალრიცხოვანი მოდიფიკაციებით, მსოფლიოს უძლიერესი საბრძოლო მანქანის — აშშ-ის შეიარაღებული ძალების — სტანდარტულ გრძელლულიან პირად ცეცხლსასროლ იარაღს წარმოადგენს.

სტოუნერის უჩვეულო შენიღბული იარაღი Read More »

Taurus-ის იარაღების გამოშვების წელის დადგენა

თავდაპირველად გამოქვეყნდა – აგვისტო 12th, 2010  აღნიშნული ცხრილის მეშვეობით უნდა შეძლოთ დაადგინოთ ბრაზილიური  Taurus-ის იარაღების გამოშვების თარიღი. პირველი ასო სერიულ ნომერში აღნიშნავს გამოშვების წელს A 1981B1982C 1983D 1984E 1985F 1986G 1987H 1988I 1989J 1990K 1991L 1992M 1993N 1994O 1995P 1996Q 1997R 1998S 1999T 2000U 2001V 2002W 2003X 2004Y 2005Z 2006 მეორე ასო აღნიშნავს თვეს A=

Taurus-ის იარაღების გამოშვების წელის დადგენა Read More »

Taurus PT1911-ის ტესტირება და კასტომიზაცია

თავდაპირველად გამოქვეყნდა: September 10th, 2013 მგონი არავის არ გავაკვირვებ თუ ვიტყვი, რომ .45 კალიბრის იარაღის არჩევანი საქართველოში ძალიან მწირია და მითუმეტეს პრაქტიკულად შეუძლებელია ამ კალიბრზე გათვლილი ყველაზე ცნობილი და ქარიზმატული – 1911 ტიპის იარაღის შეძენა. ეხლა კარგად, რომ გავიხსენო თუ არ ჩავთვლით ისრაელის წარმოებულ ძალიან საშუალო BUL M5-ებს, 1911 ტიპის იარაღი მე ბოლოს ვნახე ერთი

Taurus PT1911-ის ტესტირება და კასტომიზაცია Read More »

მცირეკალიბრიანი კარაბინის არჩევა

ყველაფერი დაწერილი ამ სტატიაში არის ჩემი პირადი აზრი და ეს აზრი არ ჩამოყალიბებულა ჰაერიდან. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩემ ხელში გაიარა ბევრ მცირეკალიბრიანმა იარაღმა, რომლებიდანაც მე ალბათ ათასობით ვაზნა მაქვს ნასროლი. ეს ბლოგპოსტი არის ამ ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მცდელობა. დასაწყისისთვის მე შემიძლია ვთქვა, რომ მცირეკალიბრიან კარაბინს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემ გულში. რატომ? იმიტომ,

მცირეკალიბრიანი კარაბინის არჩევა Read More »

მოკლე ექსკურსი M1911-ის ისტორიაში

სანამ საუბარს უშუალოდ დავიწყებდით ბრაუნინგის კონსტრუქციის ამ ცნობილ პისტოლეტზე ალბათ კარგი იქნებოდა ერთი ორი სიტყვა დაგვეწერა იმაზე თუ, როგორ იქმნებოდა ის. “ორი სიტყვა” შექმნის ისტორიაზე იქნება საკმარისი, რომ სტატია გამოვიდეს უფრო სრულყოფილი, თუმცა უფრო ვრცელი ინფორმაცია M1911-ის შექმნაზე ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტით და აზრი არ აქვს სხვისი არაერთხელ მონაყოლის კიდევ ერთხელ ჩემ ბლოგზე გამეორებას. ავღნიშნავ, რომ

მოკლე ექსკურსი M1911-ის ისტორიაში Read More »

AR-15-ის 10 ყველაზე უცნაური აქსესუარი

ალბათ ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ AR-15 არის პრაქტიკულად „ლეგოს“ იარაღი, მოდულური კონსტრუქცია, რომელიც იძლევა იარაღის სწრაფი და ადვილი მოდიფიკაციის საშუალებას.  თავისი გენიალური დიზაინის დამსახურებით ეს სისტემა ადვილად ექვემდებარება მოდუფუკაციას და გადაკეთებას, მათ შორის უშუალოდ  პატრონის მიერ და ამისთვის არ არის საჭირო რაიმე დანადგარები , რთული ინსტრუმენტები ან სპეციფიური უნარ- ჩვევები.  შესაბამისად ამ სისტემის ირგვლივ აღმოცენდა მთელი ინდუსტრია

AR-15-ის 10 ყველაზე უცნაური აქსესუარი Read More »

Scroll to Top