levano9x19@gmail.com

ბელგიური 5.7×28 და პისტოლეტი Five-seveN – სასარგებლო ინსტრუმენტი თუ კოლექციონერების სათამაშო?

პირველად გამოქვყნდა: November 19, 2014 5.7×28mm ვაზნა შექმნილი ბელგიური მწარმოებლის FN-ის მიერ, უკვე თითქმის 25 წელია რაც არსებობს. ამ ვაზნის წარმოება დაიწყო 1990 წელს და მისი შექმნის და განვითარების ისტორია მჭიდროდ უკავშირდება იმ იარაღს, რომლისთვისაც ის იქმნებოდა, ამავე კომპანიის წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ P-90-ს და მოგვიანებით პისტოლეტ Five-seveN-ს. ორივე ეს იარაღი და ვაზნა მათზე გათვლილი შეიქმნა ე.წ. […]

ბელგიური 5.7×28 და პისტოლეტი Five-seveN – სასარგებლო ინსტრუმენტი თუ კოლექციონერების სათამაშო? Read More »

ერთი დიდი მითი შუალედურ ვაზნაზე

პირველად გამოქვეყნდა: November 13, 2014 რუსები რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ შუალედური ვაზნა და ავტომატი — ანუ ის, რასაც დასავლეთში „საიერიშო შაშხანას“ უწოდებენ — მათი თანამემამულის, ევგენი ვლადიმირის ძე ფიოდოროვის გამოგონებაა. მოგეხსენებათ, ე.წ. შუალედური ვაზნა სიმძლავრით დაახლოებით შუაშია პისტოლეტის ვაზნასა და შაშხანის ვაზნას შორის (რაც, ცხადია, თავად სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს). შესაბამისად, ავტომატი, ანუ საიერიშო შაშხანა, არის იარაღი,

ერთი დიდი მითი შუალედურ ვაზნაზე Read More »

ქართული მითოლოგია და იარაღი

პირველად გამოქვეყნდა: January 12, 2015 მე ძალიან არ მინდოდა ასეთ უაზრო — თუ გნებავთ, ბანძ — თემისთვის დრო და ადგილი დამეთმო ჩემს ბლოგზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც მომიწევს, რადგან ამ „პრობლემამ“ უკვე შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო. საუბარია ე.წ. „ნამდვილ ავსტრიულ“ და „არანამდვილ ამერიკულ“ გლოკების მითზე. ეს მითი გაჩნდა მას შემდეგ, რაც მაღაზიებმა აშშ-დან შემოიტანეს Glock-ის პისტოლეტების

ქართული მითოლოგია და იარაღი Read More »

უცნობი Sig-Sauer

პირველად გამოქვეყნდა: March 10, 2015 წლების განმავლობაში SIG Sauer-ის ეს პისტოლეტი კომპანიის უფრო ძვირადღირებული მოდელების ჩრდილში რჩებოდა. როგორც მწარმოებლის პირველი პოლიმერის ჩარჩოიანი პისტოლეტი, ის განსხვავებული დიზაინით გამოირჩეოდა და, სხვა მოდელებთან შედარებით, უნდა ყოფილიყო უფრო ხელმისაწვდომი იარაღი, პირველ რიგში რა თქმა უნდა ფასით. დასახელებული როგორც Sig Pro, ეს მოდელი ბაზარზე 1998 წელს გამოვიდა. მიუხედავად შედარებით დაბალი

უცნობი Sig-Sauer Read More »

Jericho 941 კრიტიკული თვალით

პირველად გამოქვეყნდა: დეკემბერი, 2009 ეს არის საკმაოდ ძველი და არასრული სტატია, რომელიც ადრე CZ-75-ზე დაწერილი უფრო დიდი სტატიის ნაწილს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, გარკვეულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მაინც მოიცავს.Jericho (იერიხო) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული CZ-75-ის კლონია. იგი საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოშიც და, რა თქმა უნდა, უკვე ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული რეპუტაცია. Jericho-ს სისტემის პისტოლეტები მიღებული იყო შეიარაღებაში საპატრულო

Jericho 941 კრიტიკული თვალით Read More »

Mp-446, ვიკინგი რუსეთიდან

პირველად გამოქვეყნდა: დეკემბერი 10, 2009  მეილი მივიღე შეკითხვით ამ იარაღის შესახებ და მგონი დრო მოვიდა, ერთი-ორი სიტყვა მასზეც დავწერო, რადგან საკმაოდ კარგად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის საინტერესო იქნება ეს სტატია. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი, რაც ქვემოთ არის აღწერილი, ეხება კონკრეტულად იმ იარაღს, რომელიც პირადად მე მქონდა და 2001 წელს იყო გამოშვებული. გამომდინარე იქიდან, რომ ვიკინგი გამოჩენისთანავე

Mp-446, ვიკინგი რუსეთიდან Read More »

Stoeger Cougar

პირველად გამოქვეყნდა, იანვარი 5, 2010  დაახლოებით ერთი თვის წინ ხელიდან არ გავუშვი შესაძლებლობა, დეტალურად შემესწავლა საკმაოდ საინტერესო იარაღი — თურქული წარმოების 9 მმ-იანი კომპაქტური პისტოლეტი Stoeger P8000 Cougar. ამ მოდელს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, თუმცა შეძენისგან მისი შედარებით მაღალი ფასი მაკავებდა — 1600 ლარი, რაც, ჩემი აზრით, თურქული წარმოების იარაღისთვის ზედმეტად მაღალია. შესაბამისად, როდესაც მომეცა

Stoeger Cougar Read More »

“სნაიპერული ქვემეხი” სამხრეთ აფრიკიდან

პირველად გამოქვეყნდა: აპრილი 23, 2011  სამხრეთ აფრიკაზე, განსაკუთრებით კი მის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე, საკმაოდ ცოტა რამ არის ცნობილი. არადა, ამ თვალსაზრისით ეს უკიდურესად საინტერესო ქვეყანაა, როგორც შესწავლის ობიექტი. თავისი შედარებით მოკლე ისტორიის განმავლობაში სამხრეთ აფრიკა პრაქტიკულად მუდმივი სამხედრო კონფლიქტების რეჟიმში ცხოვრობს (ამ მხრივ გარკვეულ პარალელს ავლებს საქართველოთან) და ამ პერიოდში მოახერხა ძლიერი შეიარაღებული

“სნაიპერული ქვემეხი” სამხრეთ აფრიკიდან Read More »

სტოუნერის უჩვეულო შენიღბული იარაღი

იმედია, ახსნა არ სჭირდება, ვინ იყო იუჯინ სტოუნერი. თუმცა, მათთვის, ვინც არ იცის, შეგახსენებთ: ის იყო ამერიკელი კონსტრუქტორი და ისეთი ცნობილი სისტემების „მამა“, როგორებიცაა AR-10 და AR-15. უკანასკნელი უფრო ცნობილია, როგორც M16, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, თავისი მრავალრიცხოვანი მოდიფიკაციებით, მსოფლიოს უძლიერესი საბრძოლო მანქანის — აშშ-ის შეიარაღებული ძალების — სტანდარტულ გრძელლულიან პირად ცეცხლსასროლ იარაღს წარმოადგენს.

სტოუნერის უჩვეულო შენიღბული იარაღი Read More »

იარაღის საწმენდი ნაკრები დამწყებისთვის

კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ: თუ სრულწლოვანი ხართ და ბავშვობაში ომობანას თამაშობდით, თუ სათამაშო იარაღი თქვენთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი იყო, მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ნებადართულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ფლობა. ამიტომ გირჩევთ, გადადგათ პირველი ნაბიჯი და იყიდოთ თქვენი პირველი იარაღი. ჩემი პირველი იარაღი იყო 12 კალიბრის, ორლულიანი თურქული თოფი, რომელიც ვიყიდე მაშინ, როცა ზუსტად

იარაღის საწმენდი ნაკრები დამწყებისთვის Read More »

Scroll to Top