ორი შაშხანა

არის ფოტოები, რომლებიც უბრალოდ ფოტოსურათები არ არის. 

შეიძლება ზუსტად ვერ გაიგო, სად არის გადაღებული, ვინ დგას კადრში ან რა მოხდა რამდენიმე წუთით ადრე და რამდენიმე წუთის შემდეგ, მაგრამ მაინც ახერხებენ რაღაცის შენახვას — ეპოქის, განწყობის, ადამიანების, იმ დროის ტექნოლოგიური და კულტურული მდგომარეობის. 

ეს ფოტოსურათიც ჩემთვის ზუსტად ასეთია. ეს სურათი აგვისტოს ომს უკავშირდება, თუმცა როგორც დავადგინე სურათი არა უშუაალოდ აგვისტოში არამედ 2008 წლის ოქტომბერშია გადაღებული, ერედვთან ახლოს. Ზუსტი დეტალები და კონტექსტი ჩემთვის უცნობია. მაგრამ ეხლა ეს არც არის მნიშვნელლოვანი. ჩემთვის ეს ფოტო გაცილებით საინტერესოა იმით, რასაც მთლიანობაში გვიჩვენებს.  
 
ჩემი აზრით ამ ორი მებრძოლის ეკიპირება და შეიარაღება კარგად ასახავს იმდროინდელ ქართულ სპეცდანიშნულების ფორმირებების და ზოგადად ქართული ჯარის მდგომარეობას, რომელიც შეიძლება იქნას აღწერილი, როგორც ძველის და ახალის ნაზავი, ადვილად შესამჩნევი ამერიკული გავლენით, რაც გასაკვირი არ არის, ამერიკელების დიდი როლის გათვალისწინებით, ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გამყარების საქმეში, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ ადრეული 90-ნი წლებიდან.  ომის ქრონიკის ნაწილი გახდა, როგორც მებრძოლები უახლეს ამერიკულ ეკიპირებაში და შეიარაღებით მაგრამ საკანცელარიო სკოტჩით გადაბმული ალუმინის ‘M4’-ის მჭიდებით, ასევე რეზერვისტები СШ ტიპის საბჭოთა ჩაფხუტებით და ძველი გამოშვების “კალაშნიკოვებით”.
 
ეს სურათიც ამ მხრივ ამონაკლისი არ არის. მაგალითად განტვირთვის ჟილეტები, რომლებზეც დღეს პატივმოყვარე „აირსოფტერი“ ალბათ ზიზღით ჩაიქნევს ხელს.aამერიკაში უკვე 5 წელი რაც დაინერგა პრაქტიკულად პირველი მოდულური და ინდივიდუალურად კონფიგურიებადი ჯავშანჟილეტი SPEAR/BALCS მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დანერგვით ჯარში და პოლიციაში ჩვენ ყოველთვის ჩამოვრჩებოდით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 90-ებიდან მოყოლებული რეგულარულად ჩნდებოდა რაღაც კომპანიები, რომლებიც ყოველთვის ირწმუნდებოდნენ რომ უანალოგო ყველაზე მსუბუქ და გამძლე ჟილეტებს უშვებდნენ. ამავე დროს — სურათი ასევე ყურადღებას იქცევს იმ დროისთვის თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით, დასავლური იარაღით და რაც უფრო საინტერესოა ამ იარაღის კონფიგურაციებით.  

მარჯვნივ მდგომი მებრძოლის AR-15 საინტერესოა. სავარაუდოდ, Bushmaster XM-15 უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ flat-top არის, ანუ ზედა ნაწილში Picatinny-ს სამაგრით არის, მასზე მაინც A2-ის ტიპის გადასატანი სახელური დგას კოლიმატორთან ერთად. ოღონდ „Meprolight“-ის კოლიმატორი, რატომღაც RIS ან RAS ტიპის ტიბჟირზეა დაყენებული რაც საკმაოდ უცნაური “სეტაპია” ალბათ განპირობებული ამ პლატფორმის იმ დროინდელი ცოდნით და სამიზნი მოწყობილობების და სამაგრების ხელმისაწვდომობით. თუმცა ჩემთვის ამ ფოტოში გაცილებით საინტერესოა ის, რაც მის მეწყვილეს აქვს. 
 
სწორედ ეს შაშხანა იქნება ჩვენი საუბრის პირველი გმირი. 

Შაშხანა #1:  “რემინგტონი” 

ეს შაშხანა, რომელიც მეორე მებრძოლს აქვს არის ჩემი აზრით ადრეული 2000-იანების cream of the crop ამერიკული სნაიპერული იარაღი. 


არა პლატფორმა. 

არა მოდულური მულტი კალიბრიანი კონსტრუქტორი. 

არა რენჯის სათამაშო. 

და, მით უმეტეს, არა ინფლუენსერების “სატიკტოკე” ატრიბუტი. 

უბრალოდ — ზუსტი შაშხანა… 

ბევრი დეტალი კარგად არ ჩანს მაგრამ ეს უნდა იყოს .308 კალიბრის Remington 700 PSS, სავარაუდოდ, H-S Precision-ის კონდახით, ხელით კამუფლირებული. ამ მოდელზე მიანიშნებს დახურული მჭიდის ქვედა ხუფიანი კონსტრუქცია და ლითონის (არა პლასტმასის) სასხლეტის დამცავი, რომელიც, სავარაუდოდ, წლების გამოყენებისგან არის გადაპრიალებული. 

Რა თქმა უნდა მძიმე პროფილის ლულა, რომელსაც არასწორი სახელი “ვარმინტი” სამუდამოდ მიეწეპა დაახლოებით მაგ პერიოდში.  ვარმინტი, ნიშნავდა წვრილ და სწრაფ კალიბრიან შაშხანას, რომელიც განკუთვნილი იყო პატარა მღრნელებზე სანადიროდ. .308WIN არ იყო ამისთვის განკუთვნილი, შესაბამისად .308 კალიბრის შაშხანა ვერ იქნება კლსაიფიცირებული როგორც ვარმინტ შაშხანა, მაგრამ, დროთა განმავლობაში “ვარმინტი” გახდა სქელკედლიანი ლულით აღჭურვილი შაშხანის მოდიფიკაციის შეკრებითი სახელი.  

საშუალო სიმაღლის Harris-ის ბიპოდი, დაყენებული კონდახის წინა საღვედზე.თუ სროლას მხოლოდ მაგიდიდან უყურებ, დაბალი ბიპოდი თითქოს ყოველთვის უკეთესი არჩევანია. უფრო სტაბილურია, მაგრამ საველე პირობებში სხვა ამბავია. Harris-ის ბიპოდი ლამის ნახევარი საუკუნე იყო ერთადერთი უნივერსალური ბიპოდი, რომლის დიზაინი თანაც პრაქტიკულად არ შეცვლილა 1965 წლიდან, როდესაც კენტუკიდან მონადირემ ჯერ ხარისმა წარადგინა განაცხადი პატენტის მიღებაზე.

საშუალო სიმაღლის Harris გაცილებით მოსახერხებელია. შეგიძლია იარაღი სხვადასხვა პოზიციაში გამოიყენო, რელიეფს მოერგო და არ აღმოჩნდე იმ მდგომარეობაში, როცა შენი ძვირფასი დაბალი ბიპოდი კონკრეტულ ადგილზე უბრალოდ ვერ მუშაობს. მოდელი დაყენებული შაშხანაზე იარაღის დახრის საშუალებას არ იძლევა ანუ რასაც ჩვენთან “კაჩალკას” ეძახიან ის არ აქვს, თუმცა 2003 წლიდან “კაჩალკიანი” ხარისი უკვე გამოიყეებოდა ამერიკულ M40A3-ზე.

ოპტიკა, როგორც სურათიდან ჩანს, უნდა იყოს ადრეული ამერიკული Leupold-ის “რაქტიკური” ხაზი. დიდი ალბათობით Leupold Vari-X III 3.5–10×40, მაღალი M1 ტიპის ტაქტიკური დოლურებით, რაც ზუსტად შეესაბამება იმ დროს და მოდას.  

ბადე, სავარაუდოდ, ან Mil-Dot უნდა იყოს, ან შეიძლება იმ დროისთვის უკვე უფრო დახვეწილი Leupold TMR. 

ოპტიკის სამაგრის ზუსტად გარჩევა რთულია, მაგრამ დიდი ალბათობით აქაც Leupold-ის სტანდარტული ერთიანი ფოლადის ბაზა და ფოლადის რინგებია. 

ოპტიკის დიამეტრი ერთი ინჩი. 

არანაირი 34-მილიმეტრიანი მილი. 

არანაირი მონსტრული ტაქტიკური რინგები და ბაზები 377 MOA-ს ვერტიკალური მარაგით. 

უბრალოდ საიმედო ოპტიკის და შაშხანის კომბო. 

ეხლა დააკვირდით ფოტოს. მანდ ტიპიური ადრეული 2000-ნი წლების, ადრეული GWOT ეპოქის სნაიპერული შაშხანის ტიპიური და ეფექტური სეტაპია:


კლასიკური კონსტრუციის შაშხანა სქელკედლიანი ლულით და მოკლე რესივერი/საკეტით
ტრადიციული კონდახი
ღვედი
დიდი, ჩვეულებრივი ოპტიკური სამიზნე
Harris-ის ბიპოდი

VS რაც არის მოდაში ეხლა:

ზე-მძიმე ლულის პროფილი
უნივერსალური (დიდი) რესივერი/სალულე კოლოფი
მთელ სიგრძეზე გადაჭიმული “რელსი”
უზარმაზარი შასი
ARCA-ს “რელსი”
მასიური, შეჯიბრებისთვის განკუთვნილი ბიპოდი
ბარიკადზე დასაყრდენი
უამრავი დამატებითი აქსესუარი

უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი შაშხანით გადაადგილება საკმაოდ მარტივი იქნებოდა. Ხელი რომ მოკიდო იქ სადაც სიმძიმის ცენტრია, გამოშვერილი მჭიდი ხელს არ შეგიშლის. ასეთი შაშხანა არ დაგამძიმებდა ზედმეტად და არ გაგირთულებდა იმას, რაც საველე პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია — გადაადგილებას. 

ასეთ კონფიგურაციაში მთელი სისტემის წონა, ვაზნების გარეშე, სავარაუდოდ სადღაც 5 კილოგრამის ფარგლებში იქნებოდა, ლულის სიგრძის მიხედვით. 

კონცეფციით ეს იარაღი არის რემინგტონ M40A1-ის პირდაპირი შთამომავალი, როდესაც ამ იარაღზე ვიეტნამის ომის გამოცდილებიდან  გამომდინარე დაყენდა კომპოზიტური კონდახი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ამ იარაღის მდგრადობა ხისტი კლიმატური პირობების მიმართ.  სპეციალიზირებული სნაიპერული სისტემა სამხედრო სნაიპერისთვის.   

ვინაიდან ამერიკელები მრავალი პროგრამის ფარგლებში გვეხმარებოდნენ ეს იარაღი უჩვეულოდ გამოიყურებოდა 2008-ში მაგრამ არაფერი გასაკვირი მასში არ არის. ეს “სეტაპი” პრაქტიკულად იმეორებდა იმას, რასაც იმ დროს ამერიკული ჯარი და სპეცდნაიშნულების რაზმები იყენებდნენ.  ის ასევე უჩვეულოდ გამოიყურება 2026 წლის ზუსტი შაშხანის სტანდარტებით.
 
შეიძლება განტვირთვის ჟილეტები მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, მაგრამ იარაღი ნამადვილად იყო on point… 

მეორე სურათი, გადაღებული იგივე დღეს და სხვა მაგრამ პრაქტიკულად იდენტური შაშხანა, რაც ადასტურებს რომ ეს “სეტაპი” გარკვეულწილად იყო სტანდარტული მაგ ნაწილში. შაშხანა იგივე არ არის, არასტანდარტული კამუფლირება ისეთივე უნიკლაურია როგორც თითის ანაბეჭდი და სათანადო ხარისხის სურათის, ვიდეო ჩანაწერის შემთხვევაში იძლევა იარაღის უტყუარი იდენტიფიცირების საშუალებას, რაც დამეთანხმებით ყოველთვის სასურველი არ არის.

შაშხანა #2: “ტიკკა” 


ამ შაშხანას სხვა ისტორია აქვს. 

განცხადება მის გაყიდვაზე რომ ერთ კარგად ცნობილ განცხადებების საიტზე დავინახე — რომელიც აქ ხსენებას და უფასო რეკლამას ნამდვილად არ იმსახურებს — მაშინვე ვიცანი. უკვე 2026 წელია, ომიდან გავიდა 18 წელი. Ყველაფერი შეიცვალა, ბევრი რამე არც თუ ისე კარგი მიმართულებით…. 

შეუძლებელი იყო, ის არ მეცნო. 

სერიული ნომერი გადავამოწმე. განცხადებაში ატვირთული ფოტოები ჩემს არქივში არსებულ ფოტოებს შევადარე. 

ეჭვი აღარ დარჩა. 

ზუსტად იმ შაშხანას ვუყურებდი, რომელთანაც დაახლოებით 13 წლის წინ ორი, თუ არა სამი, ზაფხული გავატარე რენჯზე.

და აქ უკვე ტექნიკური ისტორია პაუზდება და პირადი იწყება. 

ის პერიოდი ჩემს მეხსიერებაში, ალბათ, ყოველთვის დარჩება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მონაკვეთად. 

ჩემი მომავალი მეუღლე მაშინ ახალი გაცნობილი მყავდა. 

ქვეყანა — ჯერ კიდევ ინერციით თუ როგორ, მაგრამ მაინც — სწორი მიმართულებით მოძრაობდა. 

ოპტიმიზმი და ნათელი პერსპექტივა ჯერ კიდევ არსებობდა. 

მომავლის იმედი ჯერ კიდევ არსებობდა. 

იყო გზა და ავად თუ კარგად ამ გზას მივყვებოდით.  

ბევრად მარტივი და ლაღი პერიოდი იყო პირადად ჩემთვის…  

.. სროლა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, დღის ბოლოს ხელები და სახე გამურული დენთის ნამწვავისგან

განცხადების ავტორის ტელეფონის ნომერი ჩემთვის უცნობი იყო. 

მაგრამ სერიული ნომერი არ ტყუოდა. 

ეს ნამდვილად იყო „ის“ შაშხანა. 

.308 კალიბრის Tikka T3 Varmint. 

100 მეტრზე — ერთი ნახვრეტი სამიზნეში. 

Leupold Vari-X ოპტიკის შესწორებების მარაგი, როგორც მახსოვს, დაახლოებით 850 მეტრზე ამოვწურეთ. 

700 მეტრზე ნასროლი ჯგუფის ფოტომ კი მაშინ ფორუმуиზე საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, “რემინგტონის” მოყვარულთა შორის.  

უნდა გახსოვდეთ, რომ ეს იყო 2012–2014 წლები. 

დღეს ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მაშინ საქართველოში ოპტიკით აღჭურვილი ზუსტი შაშხანა ჯერ კიდევ ეგზოტიკა იყო.  არა თუ უცნობი — მე თუ მკითხავთ, ახლაც უმეტესობისთვის უცნობია — უბრალოდ უხილავი ხილი იყო. Ბევრისთვის მაგ შაშხანის სახელიც უჩვეულო ჟღერდა? Რაა, ტიკა??? თიკა?! 

“ტიკკა’ ელოდება თავის ჯერს (უკანა პლანზე მოჩანს)

მას მერე თითქმის 14 წელი გავიდა და ბევრი რამე შეიცვალა ….

ეხლა უკვე მეც მქონდა საკუთარი „ტიკკა“ — T3x Tactical, მისი ადრეული ვერსია, მანამდე, სანამ ამ მოდელზე შასის სისტემის სტანდარტულად გამოყენება დაიწყებოდა. 

ამის გამო.მეორე Tikka-ს შეძენაზე თავიდან არც გამიფიქრია. Მითუმეტეს იმიტომ, რომ ჩემ “ტიკკასაც” იდეალური სიზუსტე ქონდა.  გარდა ამისა მახსენდებოდა გამოთქმა: შეუძლებელია შეხვიდე ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ, რაც იყო იყო, კარგი მოგონებები გულში შეინახე დანარჩენი გაუშვი.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ განცხადება ვეღარც ვიპოვე. 

ჩავთვალე, რომ იარაღი გაიყიდა. 

რაც სრულიად ლოგიკური იქნებოდა. 

ფასი სასაცილოდ დაბალი იყო. 

პრაქტიკულად ახალი Tikka Varmint-ის, მარტო შაშხანის ფასად იღებდი სრულად კასტომიზებულ და გამზადებულ სისტემას. ეს ტიკა რომ სტანდარტულ კომპლექტაციაში არ იყო სურათებიდან უნდა მიხვედრილიყავით უკვე.

როგორ შეიძლება ასეთ რამეზე უარი თქვა? 

ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. 

რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემს პროფილში შევიხედე. 

და რას ვხედავ? 

ფავორიტებში ისევ დევს ის განცხადება. 

აქტიურია. 

არ გაყიდულა. 

სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რომ მოქმედების დრო დადგა. 

ერთადერთი, რაც მაჩერებდა, იყო შაშხანის ასაკი. 

და ის ვარაუდი, რომ წლების განმავლობაში, შესაძლოა, საკმაოდ ბევრი ესროლათ. 

არსებობდა სრულიად რეალური რისკი, რომ ლულის რესურსი უკვე ამოწურული ყოფილიყო ან ამასთან ძალიან ახლოს ყოფილიყო. 

ამ დროს ჩემი საკუთარი „ტიკა“ — ქარხნულ პლასტმასის კონდახში, ზედ დაყენებული გიგანტური ჩინური 5–25x „Vortex“-ით — ოთხგასროლიან ჯგუფებს ისეთ სიზუსტეს აჩვენებდა, რომ მოხვედრები ხშირად ერთმანეთს ეხებოდა. 

ასეთ ფონზე შედარებით ძველი შაშხანის ყიდვა არც ისე მარტივი გადაწყვეტილება იყო. 

ტიკას შაშხანები „იქ“ 1000–1500 დოლარის ფარგლებში იყიდება. 

ჩვენთან კი ფასი დაახლოებით 5000 ლარიდან იწყება, და ეს „შიშველ“ შაშხანაში, სქელი ლულის მქონე მოდელებში — Varmint, Super Varmint, CTR და ასე შემდეგ. 

ბევრი ფიქრისა და კალკულატორზე ჩატარებული მათემატიკური ოპერაციების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ყველაზე ცუდ სცენარშიც კი ამ ორი „ტიკასგან“ ერთი ნამდვილად კარგი კონფიგურაციის შაშხანის აწყობას შევძლებდი. 

დარჩენილი ნაწილების ან თავად მორჩენილი შაშხანის გასხვისებით თანხის ნაწილსაც დავიბრუნებდი. 

თუმცა რა თქმა უნდა ძალიან მინდოდა რომ შაშხანას ისევე ესროლა როგორც მაშინ ზაფხულში, როდესაც სტანდარტულ ბეტონის ბლოკებს ვხეთქავდით 800 მეტრზე …. მე მშვიდი გულით გავასხვისებდი ჩემს „ტაქტიკალს“, რომლის სიზუსტესა და საიმედოობაში ორი წლის განმავლობაში ძალიან კარგად დავრწმუნდი და ვიცოდი რომ ახალ პატრონთან არ შევრცხვებოდი. 

მოკლედ, რამდენიმე დღეში ეს შაშხანა ჩემთან აღმოჩნდა. 

წინა პატრონის რწმუნებით, რომელიც ჩემი მეგობარი აღმოჩნდა, ეს შაშხანა სულ მასთან რჩებოდა და პრაქტიკულად აღარ გამოუყენებია, რაც გაყიდვის მეზეზიც იყო.  

თქვენ ახლა ალბათ იტყვით: 

„ხო კარგი გავიგეთ, რა მოხდა, Tikka-ა, მერე?“ ჩვენთან კი, ძვირი ღირს, მაგრამ იშვიათი ნამდვილად არ არის. Საქმე იმაშია, რომ ეს რიგითი “ტიკკა” სულაც არ არის, მხოლოდ რაღაც სიმბოლური ღირებულებით, რომელიც მარტო ჩემთვის არის მნიშვნელოვანი.  

დავიწყოთ იმით, რომ 2012 წლისთვის ეს იყო იმ დროის ბოლო ტრენდების მიხედვით აწყობილი სისტემა, ძალიან იშვიათი საქართველოსთვის, რომელიც ასევე იყო მისი წინა პატრონის საბრძოლო გამოცდილების და ცოდნის ერთგვარი ანარეკლი, რომელიც თავის მხრივ პირდაირ კავშირშია მათ შორის 2008 წლის მოვლენებთან.  დავიწყოთ შაშხანის დეტალური აღწერა.

მაშ ასე, ბაზა არის Tikka T3 Varmint Stainless — 24-ინჩიანი, 22-მილიმეტრიანი, სქელი უჟანგავი ლულით. 

ყველაზე მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია ალბათ Bell & Carlson Medalist-ის სპორტერის სტილის კონდახია. 

გარეგნულად და გაბარიტებით ის პრაქტიკულად არ განსხვავდება Tikka-ს სტანდარტული სანადირო კონდახისგან. 

მაგრამ შიგნით მას ალუმინის ბლოკი აქვს ინტეგრირებული. 

ეს უზრუნველყოფს ბევრად მეტ სტაბილურობასა და კონსისტენტურობას — იმდენად, რომ დამატებითი bedding-ი პრაქტიკულად აღარ არის საჭირო. 

Tikka-ს რესივერების დამზადების მაღალი ხარისხი სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ამ კონდახმა ასეთი პოპულარობა მოიპოვა, იმიტომ რომ ის პრაქტიკულად არის plug-and-play, შეაერთე-ითამაშე.  

ეს კომბინაცია იძლეოდა იმ კრიტიკულ კონსისტენტურობას, რომელიც საბოლოოდ პირდაპირ აისახებოდა სიზუსტეზე და ეს ყველაფერი ხელოსნების, ეპოქსიდის, ხელსაწყოების და რეზინის ხელთათმანების გარეშე. 

ალუმინის ბედინგ ბლოკი “მედალისტის” შიგნით

Medalist-ი, ჩემი აზრით, ოქროს შუალედია. 

ერთ მხარეს გაქვს პრაქტიკულად ჩვეულებრივი სპორტერის სტილის კონდახი თავისი მოხერხებულობით. 

მეორე მხარეს — შასისთვის დამახასიათებელი კონსისტენტურობა. 

Medalist გაძლევს იმ სიხისტესა და სტაბილურობას, რასაც შასი, მაგრამ ინარჩუნებს იმას, რაც პრაქტიკულ შაშხანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია: 

კომპაქტურობას. 

დაბალ წონას. 

სიმარტივეს. 

ნორმალურ ერგონომიკას. 

და, რაც მთავარია, იარაღის ჩვეულებრივი შაშხანის შეგრძნებას. 

დღეს Medalist-ის ფასი აშშ-ში დაახლოებით 350–400 დოლარია. რამდენიმე ფერის სქემა არსებობს, ჩვენი არის tan/black spider web

პირადად მე შასის სისტემების დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. ბოლომდე ვერ ვიგებ მათ გარშემო არსებულ მოდას.ეს მოდა სპორტული სროლიდან მოვიდა და, ჩემი აზრით, პრაქტიკული შაშხანის სამყაროსთან ყოველთვის კარგად თავსებადი არ არის. 

საველე პირობებში შასიანი შაშხანა ხშირად მოუხერხებელია სატარებლად. 

ბევრი ღია ადგილი აქვს, სადაც მტვერი და ჭუჭყი გროვდება.  

ზოგი მათგანი კი ისე გამოიყურება, თითქოს უფრო ორთოპედიულ მოწყობილობას უყურებ, ვიდრე იარაღს. 

კლასიკური სპორტერის სტილის კონდახი — თუ გნებავთ, სარეცელი — ამ მხრივ შეუდარებელია. 

კომპაქტური. 

მსუბუქი. 

მინიმალისტური. 

და განსაკუთრებით მოსახერხებელი გრძელ ლაშქრობებში. მაინტერესებს რამდენი მსროლელი თავისი შაშხანით ჯეფ კუპეერის ტესტს, დაიჭირე შაშხანა კონდახის ყვეალზე ვიწრო ნაწილში, ლულით მაღლა და გეჭიროს ასე 60 წამი. თუ ვერ მოახერხე, შაშხანა შენთვის მძიმეა ……  

სარეცელზევე აყენია ამერიკული Harris-ის დაბალი ბიპოდი, ამჯერად უკვე “კაჩალკით”. “ჰარისის” ეს ბიპოდი, მოდელი S-BRM, გამოჩენისთანავე გახდება დეფოლტ სტანდარტი სნაიპერული და ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი იარაღისთვის.

ჩემი საყვარელი ბიპოდი თუ არ ჩავთვლით.მის სიმაღლეს. იმდენად ვარ მას მიჩვეული, რომ რეალურად არასდროს მიფიქრია, სხვა უკეთესი რამე ხომ არ არსებობს. Სროლამ კარგად მასწავლა, რაც მუშაობს – ხელს ნუ ახლებ ანუ საუკეთესო კარგის მტერია.  

Შაშხანის კვების მექანიზმიც შეცვლილია. 

გამოყენებულია მეტალის დეტალი, რომელიც AICS-ის სტანდარტის — Accuracy International Chassis System — მჭიდების გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ კონსსტრუქციის მინუსი – გარეთ გამოშვერილი მჭიდი, რაც ართულებს მის გადატანას იმიტომ რომ მჭიდი ზუსტად იქ არის სადაც შაშხანის ბალნსის ცენტრია, ამიტომ ხუფიანი შიდა მჭიდი “რემინგტონზე” ასეთი მოსახერხებელია. 

შაშხანას მოჰყვება იმავე მწარმოებლის ორიგინალი, ხუთვაზნიანი მეტალის მჭიდიც. 

Tikka-ს დიდი ხანია დამსახურებულად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ბევრი მოდელი ქარხნულად არ იძლევა ლულის მოწყობილობების — მაგალითად, ლულის მუხრუჭის ან ჩამხშობის — დაყენების შესაძლებლობას. 

ამ შემთხვევაში ეს პრობლემა, როგორც ჩანს, ადგილობრივად გადაწყდა. 

შაშხანას მოჰყვება როგორც ხრახნის დამცავი, ისე ლულის მუხრუჭიც. 

ორივე ტიტანისგან არის დამზადებული. 

რადგან ეს Tikka T3-ია და არა T3x, საკეტის ხუფი ქარხნულად პლასტმასის უნდა ყოფილიყო. 

აქ კი ის შეცვლილია და მეტალის ანალოგი აყენია. 

კიდევ ერთი პატარა დეტალი, რომელიც საერთო ხარისხისა და გამძლეობის შეგრძნებას აძლიერებს. 

რესივერზე ზემოდან დგას Sako-ს 30-მილიმეტრიანი ფოლადის რინგები. 

მარტივი. 

მინიმალისტური. 

ამ კალიბრისთვის სრულად საკმარისი. 

და რაც მთავარია, პირდაპირ Tikka-ს ქარხნულ „მერცხლის კუდზე“ ზის. 

ამიტომ შაშხანას ძალიან სუფთა და მინიმალისტური იერი აქვს. 

განსხვავებით ჩემი პირველი Tikka-სგან, სადაც ცალკე Picatinny-ს ბაზაზე მასიური „Vortex“-ის რინგები იდგა, აქ ყველაფერი პირდაპირ რესივერზეა მოთავსებული. 

კოხტა. 

ჰარმონიული. 

და თვალისთვის გაცილებით სასიამოვნო. 

რინგებში კი მოთავსებულია ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად იშვიათი „ცხოველი”: “Leupold Mark 4 LR/T 6.5–20×50. დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი წინა “ლუპოლდთან” შედარებით, რომელიც მასზე 13 წლის წინ იდგა.  

ამჯრად ასევე ოპტიკა იყო TMR ტიპის ბადით რომელიც სტანდარტულ Mil-Dot-თან ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო. 

TMR ბადეს რეალურად აქვს ერთი დიდი უირატესობა Mil-Dot-თან, უფრო უკეთესად ხილვადი ბადის ელემენტები, რომელთა გამოყენება უფრო ადვილია და ისინი თან არ იკავებენ დიდ ადგილს არ გიშლიან ხედვაში.  

M1 ტიპის მაღალი ტაქტიკური დოლურები, იმ დროის სნაიპერული მოდის აუცილებელი ელემენტი.  

ბევრი, რომ არ ვილაპარაკო ეს ოპტიკა ერთ დროს შორ მანძილებზე მსროლელებისა და სნაიპერების ერთგვარ „ოქროს სტანდარტს“ წარმოადგენდა. 

Mark 4-ის ისტორია თავისთავად საინტერესოა. 

Leupold ისტორიულად ამ სერიის ოპტიკებს ფართო სამოქალაქო ბაზარზე არ ყიდდა და ძირითადად სამხედრო და სამართალდამცავ სტრუქტურებს აწვდიდა. 

რა თქმა უნდა, ისინი საბოლოოდ მაინც ხვდებოდნენ სამოქალაქო ხელში, მაგრამ ეს ფაქტორი მათ გარკვეულ კოლექციურ ღირებულებას სძენს. 

Mark 4 არის წმინდა სისხლის და ალბათ პირველი ჭეშმარიტი სამხედრო/ტაქტიკური long range ოპტიკა. 

მისი ფესვები Leupold-ის Ultra სერიაშია, რომელიც ამერიკული არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. ზოგადად ამ კომპანიის პროდუქციის გამმოყენებამ აშშ-ის ჯარში, რაღაც გაგებით განაპირობა “ლუპოლდის” ტაქტიკურ ოპტიკების იერსახე. შეიიძლება იდავო გამოსახულების ხარისხზე, შესწორების მექანიზმის კონსისტენტურობაზე ტოპ ევროპულ მწარმოებლებთან შედარებით, მაგრამ არასდროს არ დგებოდა ეჭვის ქვეშ ამ კომპანიის ტაქტიკური ოპტიკური სამიზნეების მექანიკური გამძლეობა.  

ჩემ ოპტიკაში კონკრეტულად TMR ბადის და მაღალი ტაქტიკური დოლურების კომბინაცია უკვე პირდაპირ სამხედრო/ტაქტიკურ დანიშნულებაზე მიუთითებს.  

სწორედ ასეთი კონფიგურაციები იყო იმ ადამიანებისთვის საინტერესო, ვინც კონკრეტული სამხედრო სნაიპერული სისტემების ავთენტურ რეპლიკებს აწყობდა. 

Mark 4-ის სერიის ოპტიკები, მათ შორის 6.5–20×50, სხვადასხვა სნაიპერულ პლატფორმაზე გამოიყენებოდა აშშ-ის არმიაში, საზღვაო ქვეითთა კორპუსსა და სპეციალური დანიშნულების ძალებში 1990-იანი წლების ბოლოდან 2000-იანების დასაწყისამდე. 

ასეთი რეპუტაცია ცხადია იაფი არ არის. 

არც გადატანითი მნიშვნელობით. 

კარგ მდგომარეობაში მყოფი მეორადი Mark 4 LR/T-ის ტაქტიკური ვარიანტის ფასი დღეს აშშ-ში დაახლოებით 1600–1800 დოლარს აღწევს. 

ოპტიკას აქვს მზისგან დამცავი დამაგრძელებელი და დამცავი ხუფები, იყენებს 30-მილიმეტრიან მილს და, თანამედროვე ოპტიკებთან შედარებით, საკმაოდ თხელი და კომპაქტურია. Warne-ს თარაზო უკვე მე დავუმატე.

მაგალითად, თუ მას შევადარებთ თანამედროვე 5–25x კლასის ოპტიკას, როგორიცაა Vortex Strike Eagle თავისი 34-მილიმეტრიანი მილით, Mark 4 უცებ ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება. 

და სწორედ აქ იწყება ჩემი პრობლემა თანამედროვე ოპტიკებთან. 

პირადად ჩემი აზრით, ეს უზარმაზარი, მძიმე ოპტიკები, უზარმაზარი ზუმით, ერთგვარი ტრენდია, რომელიც სპორტული სროლის სამყაროდან გამოვიდა. დიდი გადიდება, მეტი ფუნქციები, ოპტიკები ხდება უფრო დიდი, რთული, მძიმე, წარმოუდგენლად გადატვირთული რთული ბადეებით.  

ნეტავ მეტი ადამიანი იცნობდეს და აფასებდეს ზუსტ და მსუბუქ შაშხანას და კარგ, ხარისხიან, კომპაქტურ ოპტიკას — მარტივი ბადის დიზაინითა და საშუალო სიმძლავრის გადიდებით. 

ცხადია ოპტიკების წარმოება ადგილზე არ იდგა. ლუპოლდს არ აქვს „zero stop“, როგორც თანამედროვე მოდელებს. მის როლს დოლურას ბრუნების ინდიკატორი ასრულებს. იგივე იდეაა — შეგიძლია ზეროს დაუბრუნდე კლიკების თვლის აუცილებლობის გარეშე. ასევე გვაქვს ტიპიური ამერიკული სამხედრო კომბინაცია, MOA დოლურების და MIL ბადის, როგროც ერთგვარი მინიშნება, რომ თუ რამე ჯარში მიიღეს შეიარაღებაში, ეს შეიძლება სულაც არაფერს არ ნიშნავდეს. მაგრამ მაინც ეს ოპტიკა აბსოლუტურად ადეკკვატურია, დღესაც. აბსურდულია, მაგრამ ბადე და დოლურები აზმომვის სხვადასხვა სისტემებს იყენებენ, თუ მიჩვეული ხარ, ეს დიდ პორბლემას არ გიქმნის, მაგრამ თანამედროვე მსროლელს ეს აბსურდად მოეჩვენება.  
 
მოკლედ ჩვენ გვაქვს შაშხანა, როომელიც ეხლა ერთი შეხედვით რიგითი, ლამის სანადირო კარაბინს გავს, მაგრამ ეხლაც პრაქტიკულად მგელია ცხვირს ტყავში გამოწყობილი და ამავე დროს ერთგვარი დროის კაფსულაც, რომელიც არის ორი ქვეყნის კრიტიკული ისტორიის პერიოდის ამსახველი, ადრეული GWOT era აშშ-სთვის (გლობალური ომის ტეერორიზმის წინააღმდეგ ადრეული სტადია) და საქართველოსთვის აგვისტოს ომის წინა და შემდგომი პერიოდები, როდესაც ჩვენი შეიარაღებული ძალები და სპეცდანიშნულების ნაწილები თავისი შესაძლებლობების პიკზე იმყოფებოდნენ. ჩემი ვეტერანი ძველი მეგობრის, მისი მრავალწლიანი, როგორც სნაიპერის, გამოცდილებისა და ცოდნის ანარეკლი, რომელიც პირდაპირ გადამბულია ამ ეპოქასთან.  

ორივე ეს იარაღი, ერთი იმ სურათიდან ზევით, მეორე რომელიც აგერ მიდევს, ერთი იდეის გარშემო აწყობილი no bullshit შაშხანებია და ამ იდეას ქვია: 

პრაქტიკული ეფექტურობა. 
 
მან აიღო საუკეთესო რაც ხელმისაწვდომი იყო და აიწყო ის რაც მან იცოდა რომ მუშაობდა ყველაზე რთულ პირობებში. Როგორც მას თავის დროზე ასწავლეს.  

შეიძლება რაღაცა გამომრჩა, შეიძლება რაღაცა ამერია, შეიძლება რაღაცა ვერ შევამჩნიე, მაგრამ ჩემი აზრით იარაღი ზუსტად აგიღწერეთ. შიგნით არ ჩამიხედია, თუ შაშხანა კარგად ისვრის, არანაირი მიზეზი არ არის ატაკოთ სახრნახნისი და განაცალკევოთ სარეცელი და რესვიერი ლულით. როგორც მახსოვს წინა პატრონმა ბედინგი მაინც გაუკეთა მაგრამ მაგას ვრ ვნახავ. სასხლეტი? არ ვიცი, ალბათ ქარხნული, ის ვიცი რომ ხელს არ მიშლი და ჩემთვის ეს საკმარისია. ჩემი წინა “ტიკკაც” ორი წელი ისე მქონდა რომ ხელი არ მიხლია არც ერთხელ. რეგულარული მომსახურება იყოს სავსებით საკმარისი. ესეც ბოლოს პრაქტიკული რჩევა ჩემგან …

საინტერესო ალბათ ისიც არის, რომ ეს შაშხანა ამდენი ხნის განმავლობაში იდო გასაყიდად. 

და არავინ იყიდა. 

მანამდე, სანამ მე არ „გამეღვიძა“ და არ მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა. 

ეს თავისთავად რაღაცას ამბობს. 

ის საერთოდ არავის მოხვდა თვალში. 

მეორადი ბაზარი დღეს ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი შაშხანებით გადავსებულია. უმეტეს შემთხვევაში საშუალო ხარისხის “სეტაპებით”, საიდანაც არაფერი არ იკითხება გარდა მცდელობისა აყვნენ ვიზუალურ მოდას.  

ამ ხალხმა ან საერთოდ არ იცის, რა არის კარგი შაშხანა, ან იმყოფება ისეთი ტრენდების გავლენის ქვეშ, რომლებიც საბოლოოდ ავიწყებს, რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი. 

მე შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდე და ვთქვა, რომ შაშხანების ევოლუცია გარკვეულწილად არასწორი მიმართულებით წავიდა. 

რატომ? ჩემი აზრით შეიცვალა თვითონ გარემო. 

ოპტიკიანი შაშხანა აღარ არის მხოლოდ სნაიპერისა და მონადირის — ანუ გაწაფული ოსტატის — ინსტრუმენტი. 

ადამიანისთვის, რომლისთვისაც შაშხანა პროფესიაა. ხელობაა. პასუხისმგებლობაა. 

ის გახდა რენჯის სათამაშო. ან, უკეთეს შემთხვევაში, სპორტული ინვენტარი. მოდური აქსესუარი. ან უბრალოდ ფეტიში.  

მერე ეს ციფრებით ომი, ყველაზე სწრაფი, ყველაზე გრძელი, ყველაზე დიდი, ყველაზე დაფენილი, ყველაზე ძვირი….. 

მერე ყველას უნდა კონსტრუქტორი, რომელსაც ბუღალტერი ააწყობს თავის „კუხნაში“, სამზარეულოს მაგიდაზე, ინტერნეტიდან გამოწერილი ნაწილებით. 

ყველაფერი უნდა იყოს მოდულური. 

რეგულირებადი. 

კონფიგურირებადი. 

დასაკეცი. 

გადასაწევი. 

გადმოსაწევი. 

იყიდე ეს. 

დაამატე ეს. 

შეცვალე ის. 

იყიდე ახალი ოპტიკა. 

ახალი კონდახი. 

ახალი რინგები. 

ახალი კალიბრი. 

ახალი შასი. 

ახალი ყველაფერი. 

და როცა ამას ყველაფერს იყიდი, აღმოაჩენ, რომ ისეთი საბაზისო რამე როგორიც არის მიწოდების საიმედოობა, სადღაც გაქრა იმიტომ, რომ მწარმოებელი უშვებს ერთ მჭიდს, ერთ შასის, ერთ რესივერს 25 კალიბრზზე გათვლილს და მოლოდინი აქვს რომ 25-ვე კლაიბრში მიწოდება იქნება საიმედო, მერე უყურებ კორტინას ბლექ ჯეკ ჩელენჯს “იუთუბზე” და სიგნალზე იარაღს მჭიდი ძვრება და ვაზნები გარეთ იყრება ან მსროლელი გამოყოფილი დროის ნახევარს ხარჯავს რომ ვაზნა მიაწოდოს სავაზნეში.

არადა ბედნიერებისთვის, სინამდვილეში, არც ისე ბევრი რამ გჭირდება. 

კარგი შაშხანა. 

ოპტიკა, რომლის საიმედოობაში ეჭვი არ შეგეპარება ასევე საიმედოდ დამაგრებული შაშხანაზე. 

კარგი “მატჩ” ვაზნების კოლოფი. 

სამიზნე. 

დრო და ადგილი. 

მეტი არაფერი. 

ამიტომაც, ალბათ, საუკეთესო რამ, რაც შეგიძლია გააკეთო, არის ხმაურის გამორთვა. 

შეეშვა სოციალურ მედიას და იმუშაო საკუთარ უნარებზე. 

საკუთარ სროლაზე. 

საფუძვლებზე. 

იმიტომ, რომ საბოლოოდ კარგი შაშხანა არ უნდა გიშლიდეს ხელს. 

გამძიმებდეს 

გიჭლიტავდეს ტვინს ფიქრებით მორიგ ახალ ჯადოსნურ ჭანჭიკზე 

ის უბრალოდ უნდა მუშაობდეს. 

ეს ორი შაშხანა სწორედ ამას ანსახიერებს ჩემთვის.  

ორივეს აერთიანებს ერთი რამ: 

არ ცდილობენ იმაზე მეტი იყვნენ, ვიდრე საჭიროა. 

და ალბათ სწორედ ამიტომ მომწონს ისინი ასე ძალიან. 

დღეს, როცა ყველაფერი უფრო დიდი, უფრო მძიმე, უფრო რთული და უფრო „ტაქტიკური“ ხდება, ზოგჯერ კარგი იდეაა უკან დაბრუნება. 

არა იმიტომ, რომ ძველი ყოველთვის უკეთესია. 

არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ ძველმა უკვე იცის ის, რის სწავლასაც ახალი ჯერ კიდევ ცდილობს. 

ეს Tikka ჩემთვის სწორედ ეს არის. 

საფუძვლებთან დაბრუნება და ამავე დროს შეხსნება ჩემი ცხოვრების მონაკვეთის  როდესაც ყველაფერი უფრო მარტივი და გასაგები იყო. 

PS 

ამ სტატიის ნაწილი უკვე გამზადებული იყო როდესაც ორაქტიკულად შემთხვევით მომეცა საშუალება მესროლა ძველი ახალი ტიკკადან. ეს დღე მთლიანად მცირეკლაიბრიანი Tikka T1x-დან სროლა დავუთმე 100 მეტრზე, უკვე კაი დაღლილი ვიყავი და წვიმაც იწყებოდა მაგრამ მაინც სამი გასროლა განვახორციელე სამიზნეში სანამ თავსხმა წვიმა დაიწყებოდა და აი ეს შედეგი მივიღე. ამ ორ ჯგუფს შორის 13 წელია. თქვას ვინმემ რომ ეს არ არის საკმარისი. შაშხანას ვიტოვებ.

Scroll to Top