პირველად გამოქვყნდა: November 19, 2014
5.7×28mm ვაზნა შექმნილი ბელგიური მწარმოებლის FN-ის მიერ, უკვე თითქმის 25 წელია რაც არსებობს. ამ ვაზნის წარმოება დაიწყო 1990 წელს და მისი შექმნის და განვითარების ისტორია მჭიდროდ უკავშირდება იმ იარაღს, რომლისთვისაც ის იქმნებოდა, ამავე კომპანიის წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ P-90-ს და მოგვიანებით პისტოლეტ Five-seveN-ს. ორივე ეს იარაღი და ვაზნა მათზე გათვლილი შეიქმნა ე.წ. პერსონალური თავდაცვის იარაღის კონცეფციის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებდა მსუბუქ, კომპაქტურ ავტომატურ იარაღს, რომლითაც შეიარაღდებოდნენ ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ვერ ატარებდნენ საიერიშო შაშხანას, როგორც ძირითად იარაღს. ასეთ იარაღს მათ შორის უნდა შეეცვალა NATO-ს ქვეყნების შეიარაღებაში მყოფი 9მმ-ნი “პარაბელუმის” ვაზნა (9×19), რომელიც არაადეკვატური იყო ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების წინააღმდეგ და შესაბამისად ვერ გამოდგებოდა როგორც სამხედრო დანიშნულების იარაღი, მოცემულობაში, როდესაც მოწინააღმდეგეს ჯარისკაცები მასიურად იქქნებოდნენ ეკიპირებულები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ორმა მწარმოებელმა ბელგიურმა FN-მა და გერმანულმა Heckler&Koch-მა წარმოადგინეს პრინციპში საკმაოდ კარგი საიმედო იარაღები (აღნიშნული კონცეფციით სხვა იარაღებიც და ვაზნებიც იყო შექმნილი, მაგრამ ეს ორი ყველაზე სიცოცხლის უნარიანი გამოდგა), მათი ვაზნები კარგად მუშაობდნენ შეჯავშნული სამიზნეების წინააღმდეგ. გარდა ამისა ბელგიური ერთი ცალი 5.7×28 ვაზნა იწონიდა ორჯერ ნაკლებს ვიდრე 9მმ-ნი ვაზნა (შესაბამისად ჯარისკაცს შეეძლო ვაზნების უფრო დიდი მარაგის ტარება) და დაახლოებით 30%-ით ნაკლები უკუცემაც ქონდა. მიუხედავად ამისა აღმოჩნდა, რომ სპეციალური ვაზნის გამოყენება და ასევე მათზე გათვლილი იარაღების წარმოება განაპირობებდა ამ სისტემის მწყობრში შეყვანის ძალიან დიდ ხარჯებს და არც ერთი და არც მეორე იარაღი არ გახდა NATO-ს მიერ სტანდარტიზირებული ან მოდით ასე ვთქვათ მასიურად მიღებული შეიარაღებაში. თუმცა ორივე კალიბრი და სამივე იარაღი მათზე გათვლილი, დღეს გამოიყენება სამართალ-დამცავების და სპეცსამსახურების მიერ, ასევე სამხედრო სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ. მხოლოდ ბელგიურ იარაღს 40 ქვეყნის ძალოვნები იყენებენ.

ფუტურისტული P-90 და უფრო ტრადიციული HK MP-7. ერთ-ერთი უნდა გამხდარიყო სტანდარტული თავდაცვის იარაღი ნატო-ს ჯარებისთვის მაგრამ ურთიერთ წინააღმდეგობების გამო არც იარაღი დ აარც ვაზნა არ იქნა სტანდარტიზირებული და მიღებული NATO-სქვეყნების შეიარაღებაში.
თავდაპირველად 1990 წელს შექმნილი ბელგიური ვაზნა (ინდექსი SS90) აღჭურვილი იყო ტყვიით რომლის წონა იყო სულ რაღაც 1.5 გრამი და საწყისი სიჩქარე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულიდან შეადგენდა 810 მ/წ-ში. შემდგომ ვაზნა ოდნავ დამოკლდა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი გამხდარიყო პისტოლეტშიც და ტყვიის წონა გაიზარდა 2 გრამამდე (ინდექსი SS190), საწყისი სიჩქარე შემცირდა 715 მ/წ-მდე. გარდა სტანდარტული ვაზნისა ასევე გამოდიოდა ვაზნა მგეზავი ტყვიით და ტყვიით შემცირებული საწყისი სიჩქარით, მაყუჩის გამოყენების მიზნით.
2004 წელს ხელმისაწვდომი გახდა ასევე ვაზნა ჩახვრეტილ თავიანი ტყვიით (ინდექსი SS192) და ის ისევე როგროც ორივე იარაღის სამოქალაქო ვერსიები მოხვდა გაყიდვაში და გახდა ხელმისაწვდომი სამოქალაქო მსროლელებისთვის.
ბუნებრივია გამომდინარე ამ ვაზნის დანიშნულებიდან, მისმა გამოჩენამ სამოქალაქო ბაზარზე და პოლიციაში წარმოშვა დებატები თუ რამდენად გამოსადეგი იყო აღნიშნული ვაზნა პოლიციელებისთვის და სამოქალაქო მსროლელებისთვის. აქცენტი კეთდებოდა თანდაყოლილ უნარზე ამ ვაზნის გაეხვრიტა რბილი ჯავშან-ჟილეტები (მცირე დიამეტრი და მაღალი სიჩქარე ამას ხელს უწყობდა), რომლებსაც ძირითადად ხმარობდნენ სამართალდამცავები. რა თქმა უნდა ბევრი სხვა მითიც იყო მოგონილი, რომლები ეხლა აქ ჩამოთვლას აზრი არ აქვს. ამის მიზეზი იყო, პირველ რიგში სამოქალაქლო მსროლელების მასის ბანალური უვიცობა, როდესაც მარ არ შეეძლოთ დაედგინათ, რასთან ქონდათ რეალურად საქმე. მიუხედავად ამისა ეს ვაზნა დღემდე თავისუფლად იყიდება აშშ-ში და ალბათ მთელ მსოფლიოში.

ჩვენ განვიხილავთ 5.7×28 მმ კალიბრის ვაზნის გამოყენებას პისტოლეტ Five-seveN-ში. ეს იარაღი საქართველოში არც ისე იშვიათია. მას ძირითადად სწორედ კალიბრი და გარკვეულწილად მოუხერხებელი მცველი გამოარჩევს, დანარჩენ მხრივ კი ჩვეულებრივი პისტოლეტია და ბევრად ნაკლებად ინოვაციურია, ვიდრე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი P-90.
პოლიციელის მკვლელი. ეს ტერმინი ამ ვაზნასთან მიმართებაში გაჩნდა მას-მედიის და სულელი არაკომპეტენტური ჟურნალისტების წყალობით, რამაც საბოლო ჯამში მხოლოდ მხოლოდ განამტკიცა ამ კალიბრთან დაკავშირებული მითების და ლეგენდების გრძელი სია. კინემატოგრაფებმაც შეიტანეს თავისი წვლილი ამ მითების შექმნაში, გაიხსენეთ თუნდაც კინოფილმი სასიკვდილო იარაღი. მითიური ზე-ძლიერი ვაზნა, ტყვია უცნობი მასალისგან, იარაღი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს პოლიცილებისთვის, ჩვენი ბიჭების სიცოცხლე საფრთხეშია, სად იყურება მთავრობა და ა.შ. ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე სუსტ შაშხანის კლაიბრს, აქვს გაცილებით მეტი, წინაღობაში შეღწევის უნარი და ასევე რბილი ჯავშანჟილეტების დამარცხების ვიდრე ნებისმიერი პისტოლეტის ვაზნას, მაგრამ აიღეთ იშვიათი ნაკლებად ცნობილი, უჩვეულო კონსტრუქციის ტყვია, თანაც სამხედრო “ბექგრაუნდით, დაუმატეთ ცოტა უჩვეულო დიზაინის, იშვიათი პისტოლეტი და თქვენ აუცილებლად მიიღებთ უამრავ მითს, რომელიც პრაქტიკულად ავტმატურად შეიქმნება ამ კომბინაციის ირგვლივ. პიარ პრობლემა ბელგიური ვაზბნისთვის პერიოდულად მწვავდება იმით, რომ ინფორმაცია მასზე პერიოდულად ჩნდება საინფორმაციო ბიულეტენში (Officer Safety Alert), რომლებსაც სამართალდამცავები ცვლიან ერთმანეთში. არავინ არ უკვირდება იმ ფაქტს, რომ ამერიკაში კარაბინის/შაშხანის ყიდვა უფრო ადვილია ვიდრე პისტოლეტის, და ნებისმიერ, პრაქტიკულად ნებისმიერ კარაბინის/შაშხანის ვაზნას შეუძლია გახვრიტოს რბილი ჯავშან-ჟილეტი.
ამის გამო FN-მა თავის მხრივ შეცვალა ვაზნის დიზაინი და უკვე ერთი წლის შემდეგ, 2005 წლიდან უშვებდა თავის ვაზნას Hornady V-max ტყვიით (ინდექსი SS196SR), რომლის წონა ამჯერად უკვეე 2.6 გრამს შეადგენდა. ამჟამად რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მხოლოდ სამი კომპანია უშვებს ვაზნებს ამ კალიბრში სამოქალაქო ბაზრისთვის. FN უშვებს ორი ტიპის ვაზნას SS195LF და SS197SR, იტალიური Fiocchi აწარმოებს ამ კალიბრის ვაზნებს (მათ შორის FN-თან შეთანხმებით) თავის წარმოებაში აშშ-ში (არსებობს ინფორმაცია რომ ვაზნები იმპორტირებულია) და ამერიკულმა კომპანია Federal-მა დაიწყო 40 გრანიანი ტყვიით აღჭურვილი ვაზნის წარმოება 2012 წლიდან (ინდექსი AE5728A). არც ერთი 5.7×28mm კალიბრის კომერციული ვაზნა ნასროლი პისტოლეტიდან არ ხვრეტს Level II ან Level IIIA რბილ ჯავშანჟილეტებს და კევლარის ჩაფხუტებს, რის გამოც ორგანიზაცია, რომელიც მათ შორის ახდენს ვაზნების კლასიფიცირებას (BATF) არ აღიარებს მათ ჯავშანგამტან ვაზნებად და არ კრძალავს მათ ბრუნვას, რაც დიდი იმედგაცრუება იქნება ალბათ ამ პისტოლეტის ქართველი მფლობელებისთვის. ჯავშანგამტანი ვაზნები, რომელსაც ყიდის FN-ი აშშ-ში მკაცრად რეგულირდება და გაყიდვა ხდება მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებზე. ვაზნები ინახება დალუქულ საწყობებში. ის რაც ხვდება გაყიდვაში, როგორც წესი არის მოპარული ამუნიცია და მათი რაოდენობა ძალზედ მცირეა. შესაბამისად შეიძლება დავასკვნთ, რომ სამოქალაქო 5.7×28mm ვაზნები არ განეკუთვნებიან ჯავშანგამტანი ვაზნების კატეგორიას, ხოლო ტყვიის მასის ზრდა და მათი კონსტრუქცია ცხატყობს, რომ მწარმოებლები ცდილობენ ამ კალიბრის ტერმიანლური ეფექტურობის გაზრდას, მათ შორის მყარ წინაღობებში გავლის შესაძლებლობის ხარჯზე.

5.7×28 მმ კალიბრის არც ერთ კომერციულ ვაზნას არ აქვს ფოლადის გული. ლურჯთავიანი ვაზნები, რომლებიც საქართველოში ხშირად შეცდომით მიიჩნევა ჯავშანგამტან ვაზნებად, სინამდვილეში არის SS197SR, რომელიც აღჭურვილია Hornady V-Max ტიპის ტყვიით. ამ ტყვიას ფოლადის გული არ გააჩნია.
exla რაც შეეხება იმედგაცრუებებს. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზებით ეს პისტოლეტი პოპულარობით სარგებლობს იმ წრეებში სადაც სტატუსი მოიპოვება სხვადასხვა მათ შორის, იშვიათი, მიუწვდომელი ან თუნდაც აკრძალული ნივთების ფლობით. რამდენჯერმე აშშ-ის მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ბელგიური პისტოლეტები ხვდება ამერიკიდან მექსიკაში, სადაც ეს პისტოლეტები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ნარკო-კარტელების წევრებს შორის. მათი ფასი იქ შეადგენს 2500-დან 5000 დოლარამდე რაც ირონიულად უტოლდება იმ ფასს, რასაც ამ პისტოლეტში ითხოვენ საქართველოში. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენთანაც და მექსიკაშიც ეს პისტოლეტი ფასობს მისი საბრძოლო თვისებების გამო. უბრალოდ ის არის შედარებით იშვიათი და მას აქვს რეპუტაცია ჯავშანგამტანი იარაღის რაც მაგნიტივით იზიდავს ყურადღებას ხალხის, რომელიც ასეთ რამეებს დაეზებს. პისტოლეტს აქვს სპეციფიური ერსახე, მას გააჩნია 20 ვაზნიანი მჭიდი, მისი ვაზნა გავს ავტომატის ვაზნას, რაც გავმეორდები არის ულევი წყარო მითების და ჯამში ეს ყველაფერი აქცევს მას სტატუსის იარაღად. ხოლო მექსიკის ნარკო-კარტელებში და საქართველოშიც სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად ეს პისტოლეტიც და მისი ვაზნებიც წარმატყებით იყიდება ფასში, რომელიც ჩემი აზრით მის საბრძოლო თვისებებს არ შეესაბამება. მე უკვე ვყვებოდი ადრე, როგორ კამათობდნენ ორი პოლიციელი მომსახურების სააგენტოში, რომლის პისტოლეტი უფრო უკეთესად ხვრიტავდა. ერთს სწორედ ბელგიური პისტოლეტი ქონდა მეორეს კი რუსული “გიურზა”, რომელზეც რუსები ასევე უშვებენ სპეციალურ ჯავშან-გამტან 9მმ-ან ვაზნებს.
საბოლოო ჯამში არის ეს ვაზნა რაიმე განსაკუთრებული საფრთხის შემცველი? არა. გააჩნია რამე განსაკუთრებული ბალისტიკური მახასიათებლები? ასევე არა. ეს პისტოლეტი იშვიათია, ძალიან ძვირია, ვაზნები ფოლადის გულით ხელმისაწვდომია მხოლოდ ძალოვნებისთვის და ისედაც, ჯავშანგამტანი თუ არა ვაზნები ძალიან ძვირი ღირს. შედარებისთვის გაცილებით უფრო სახიფათო იარაღები არის ხელმისაწვდომი ვიდრე ეს პისტოლეტი. თუნდაც კალაშნიკოვი სტანდარტული ფოლადის გულიანი 7.62 ან 5.45 კალიბრის ვაზნებით, რომელიც გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს.
რამდენად ეფექტურია ეს ვაზნა საერთოდ? აქვს თუ არა მის გამოყენებას რაიმე ტაქტიკური უპირატესობა? მე მოვაგროვე და შევისწავლე ყველაფერი რისი პოვნაც შევძელი ამ თემაზე და წარმოგიდგენთ ამ კვლევის მოკლედ შეჯამებულ შედეგებს. დავიწყოთ იმით, რომ ის ინფორმაცია (საწყისი სიჩქარე, ენერგია) რომელიც ვრცელდება ნეტით მეტ წილად ეხება იმ ციფრებს, რომლებიც მიღებულია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან სროლისას, რომლის ლულის სიგრძე გახლავთ 264 მმ (სამოქალაქო ვერსიაზე 407მმ) ხოლო პისტოლეტის ლულის სიგრძე არის 122 მმ რაც ორჯერ ნაკლებია. შედეგი? SS195LF სროლისას პისტოლეტიდან საწყისი სიჩქარე იქნება 90 მ/წ-ით უფრო ნაკლები ანუ სადღაც 620-630 მ/წ-ში. ვაზნა 40 გრანიანი ტყვიით შედარებით ნაკლებად კარგავ საწყის სიჩქარეს და დანაკარგი შეადგენს დაახლოებით 60 მ/წ-ს. შესაბამისად 40 გრანიანი ტყვიის გამოყენება პისტოლეტში არის ალბათ ყველაზე სასურველი.
რაც შეეხება ტერმინალურ ბალისტიკას და დაზიანების მექანიზმებს, ჩვენ ვიცით რომ პისტოლეტის ტყვია ანადგურებს მხოლოდ იმ ქსოვილებს, რომლებსაც უშუალოდ ეხება. დროებითი ჭრილობის არხი, რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურება თიხაში და პარაფინში ტესტირებისას, პისტოლეტის კალიბრის (და 5.7×28) შემთხვევაში არ იწვევს ელასტიური ქსოვილების დაზიანებას, როგორც ეს ხდება შაშხანაში/ავტომატში გამოყენებული ტიპიური კალიბრების შემთხვევაში. შესაბამისად იმისთვის, რომ დაზიანების ხარისხი გაიზარდოს პისტოლეტი ტყვიებში უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ექსპანსიის ეფექტი, როდესაც ტყვია სამიზნეში მოხვედრისას ზრდის თავის დიამეტრს (სოკოს ან გაშლილი ყვავილის ფორმის მიღებით) და ამით იზრდება დაზიანებული ქსოვილების რაოდენობა, რაც შესაბამისად იწვევს სამიზნის უფრო სწრაფ გამოყვანას მწყობრიდან. ის დაზიანების მექანიზმები რაც არსებობს შაშხანის კალიბრებში, ტყვიის დიდი სიჩქარის წყალობით (ფრაგმენტაცია, კავიტაციით გამოწვეული პერმანენტული ჭრილობის არხი, ან თუნდაც ტყვიის აყირავება) 5.7×28 შემთხვევაში უბრაოდ არ მუშაობს, არასაკამრისი სიჩქარის და ზოგადად ტყვიის დაბალი წონის გამო. ეს ტყვია რბილ ქსოვილებში რომც აყირავდეს რაც გაზრდის ჭრილობის არხს, მანდ უბრალოდ არ არის საკმარისი ენერგია, რომ ამან გამოიწვიოს რამე მნიშვნელოვანი დაზიანებები. ეს ყველაფერი გვაძლევს ჩვენ საბაბს სერიოზული ეჭვი შევიტანოთ ამ კალიბრის ტერმინალურ ეფექტურობაში და მასზე არჩევანის გაკეთების მიზანშეწონილობაში.

ყველა ტყვია აქ ერთ მასშტაბშია ნაჩვენები. ფრონტალური ნაწილი 9 მმ-იანი ვაზნის შემთხვევაში უფრო დიდია, რაც ქსოვილში მოხვედრისას უფრო მეტ დაზიანებას იწვევს. 5.7 მმ-იანი ვაზნა, თუნდაც აყირავდეს ქსოვილებში, მაინც დიამეტრით ერ გაუტოლდება ექსპანსიური 9 მმ-იანი ტყვიის ფართოდ გაშლილი ტყვიის დიამეტრს.
5.7 მმ-იანი ტყვია თან წვეტიანი ფორმისაა, რაც გარკვეულწილად ამცირებს იმ დაზიანებას, რომელსაც ის აყენებს. თუმცა აღინიშნება, რომ შედარებით მაღალი სიჩქარის გამო ასეთი ტყვია იშვიათად რიკოშეტირებს მსხვილი ძვლებისგან, რაც უკვე ლიუსია. რა კავშირია ტყვიის თავის ფორმასდა და ტერმიანლურ ეფექტურობას შორის? წარმოიდგინეთ წყალში მხტომელი, იმიტომ რომ ადამიანის სხეული მეტ წილად წყისგან შედგება და პროცესები, რომელიც მიდის მასში ჭურცის გავლისას იგივეა რაც რიდესაც მხტომელი ეჯახება აუზის წყალს. წვრილი ტყვია, წვეტიანი თავით ნაკლებ წინაღობას წააწყდება და შესაბამისად უფრ ღრმად შეაღწევს, ხოლო დიდ დიამტრის და “ბლაგვი” ჭურვი, პირიქით.
რაც შეეხება ტყვიის შეღწევის თვისებებს, სხვადასხვა ტესტირებებისას (კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის მიერ, ტეხასის SWAT-ის მიერ და ა.შ.) დადგინდა რომ 5.7-მმ-ნი ტყვია 10% ბალისტიკურ ჟელატინში შეღწევა სხვადასხვა ბარიერებში გავლის შემდეგ შეადგენს 10-დან 13 ინჩამდე, რაც დიდი გაჭირვებით ალბათ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტს, აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიურის მინიმალურ მოთხოვნას -12 ინჩს. რატომ შეღწევის პრობლემები? ისევ და ისევ, ჭურვის დაბალი მასა/ენერგია.
რამდენიმე ცნობილი ავტორიტეტის გამოხმაურება გამოქვეყნდა ბოლო დროს 5.7×28მმ-ნი ვაზნის ეფექტურობაზე რეალურ სამყაროში ანუ რეალურ შეტაკებებში გამოყენების შემეგ და აბსოლუტურად ყველა ხაზს უსვამს ამ ვაზნის არადამაკმაყოფილებელ ტერმინალურ ეფექტურობას, (ნაწილი გამოხმაურებების მოყვანილია მაგალითად გარი რობერტსის ნაშრომში „ჭრილობების ბალისტიკის ტერმინალური ეფექტურობის ფაქტები“ 2013 წელი, სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი). ასევე მარტინ ფაკლერი, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტი ტერმინალურ ბალისტიკაში აკრიტიკებდა ამ ვაზნას არასაკმარისი ეფექტურობის გამო (Fackler M: “More on the Bizarre Fabrique National P-90″ Wound Ballistic Review. 1997). ყველა გამოხმაურება ემთხვევა ერთმანეთს, იარაღიდან სროლა სახალისოა და ადვილი დაბალი უკუცემის და მაღალი სისზუსტის გამო, მაგრამ რეალურ შეტაკებაში ტყვიას არ გამოყავს სამიზნე მწყობრიდან, (არც ახლო არც სროლის მაქსიმალურის მანძილებზე) და საჭიროა ბევრი მორტყმა, რომ სამიზნემ შეწყვიტოს მოქმედება.და ეს ყველაფერი ეხება პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს, გამოცდილი ოპერატორების ხელებში (ეს იარაღი ხვდება სპეციალური დანიშნულების ნაწილებში, რომლებიც გაცილებით უფრო უკეთესად არიან მომზადებულები ვიდრე ჩვეულებრივი ქვეითები ან პოლიციელები). პისტოლეტი იგივე კალიბრზე გამოუცდელი ნაკლებად მომზადებული სამოქალაქო მსროლელის ხელში კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტური ინსტრუმენტი იქნება. ტყვიის ტესტირებისას ბალისტიკურ ჟელატინში არ ჩანდა რომ ტყვიას აქვს ადეკვატური ეფექტურობა ვინაიდან დაზიანებები, რომლებიც აღინიშნებოდა იყო მცირე.

ეს ილუსტრაცია საკმაოდ დამაფიქრებელია. აქ 5.7×28 მმ-იანი ვაზნა შედარებულია .22 WMR-თან, რომელიც საერთოდ არ ითვლება თავდაცვისთვის განკუთვნილ კალიბრად. ბალისტიკურ ჟელატინში მათი შედეგები თითქმის იდენტურია, მხოლოდ მცირე უპირატესობით ბელგიური ვაზნის სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ ამ კალიბრზე გათვლილი პისტოლეტ‑ტყვიამფრქვევი უფრო გავრცელებულია, ვიდრე პისტოლეტი, ვგულისხმობ სახელმწიფო ძალოვან უწყებებს ან ცალკეულ დანაყოფებს ამის მიზეზია ამ ტიპის იარაღის კომპაქტურობა, მცირე წონა და შესაძლებლობა, ეფექტურად განხორციელდეს სროლა, მათ შორის — გრძელი ჯერებით.
წლების განმავლობაში პისტოლეტ‑ტყვიამფრქვევებიდან ეფექტური სროლა ჯერებით ძირითადად მიიღწეოდა სროლის ტემპის შემცირებით დაახლოებით 400–450 გასროლამდე წუთში. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ 9 მმ‑იანი პისტოლეტ‑ტყვიამფრქვევიდან შესაძლებელი ყოფილიყო შედარებით ზუსტი კონტროლირებადი სროლა ჯერებით. ახალი ვაზნის გამოყენების პირობებში ეს ტემპი გაიზარდა დაახლოებით 900 გასროლამდე წუთში. სწორედ ამ თვისების გამო გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში დაახლოებით 40 ქვეყანამ (უმეტესად ნაკლებად განვითარებულმა ან ე.წ. „ეკზოტიკურმა“ სახელმწიფოებმა) ჩათვალა, რომ ასეთი სისტემა უპირატესი იქნებოდა სხვა არსებულ იარაღებთან შედარებით.
გარდა ამისა, ასეთი იარაღი ხშირად ეკონომიკურადაც ნაკლებად მიზანშეწონილია. სწრაფი სროლის ტემპი იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს:
ა) ოპერატორს სჭირდება მეტი დრო იარაღის დასაუფლებლად (განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე არ მიუღია შესაბამისი წვრთნა ავტომატური იარაღიდან სროლის მიმართულებით);
ბ) იზრდება ვაზნების ხარჯი — მაშინ როცა თავად ვაზნა საკმაოდ ძვირია და მსოფლიოში მას მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელი კომპანია უშვებს.
დაბალი ტერმინალური ეფექტურობის პირობებში ჯერებით სროლა ფაქტობრივად ერთადერთი გზაა ამ კალიბრის ეფექტურად გამოყენებისთვის. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რამდენად მისაღებია ასეთი დოქტრინა სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, სადაც ყოველი გასროლა მაღალი პასუხისმგებლობის საკითხია?
ამასთანავე, ეფექტურობის გაზრდის ეს მეთოდი საერთოდ არ მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც მსროლელს მხოლოდ „ვიწრო კალიბრის“ პისტოლეტი აქვს. მსგავსი ტაქტიკა იწვევს ვაზნების სწრაფ ხარჯვას და იარაღის რესურსის დაჩქარებულ ამოწურვას. შედეგად, ასეთი სისტემის გამოყენება პრაქტიკაში ხშირად არც ეფექტიანია და არც ეკონომიურად გამართლებული — მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკვე დიდი ხანია არსებობს გაცილებით ეფექტური და ეკონომიური იარაღის სისტემები.
რამდენჯერმე შევხვდი ინფორმაციას, რომ ბევრი უწყება, რომელმაც თავის დროზე შეიძინა ბელგიური წარმოების ეს იარაღი, დღეს ან უკვე უარს ამბობს მასზე, ან აქტიურად ცდილობს მის ჩანაცვლებას. სამწუხაროდ, ამ საკითხზე სანდო და სრულყოფილი სტატისტიკის მოძიება ვერ მოვახერხე. თუმცა ცნობილია, რომ ერთ‑ერთი პირველი პოლიციის უწყება აშშ‑ში, რომელმაც შეიძინა FN P90, იყო Jacksonville Sheriff’s Office. მოგვიანებით ამ უწყებამ აღნიშნული სისტემა შეცვალა 5.56 კალიბრის M4 სტილის კარაბინებით.
თავისთავად ის ფაქტიც საყურადღებოა, რომ დაახლოებით 25 წლის განმავლობაში ამ ვაზნაზე პრაქტიკულად არ შექმნილა ახალი, ფართოდ გავრცელებული იარაღის სისტემები. ეს გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ FN Herstal‑ის გარდა სხვა მსხვილი მწარმოებლები განსაკუთრებულ ენთუზიაზმს არ იჩენენ ამ კალიბრის მიმართ.
ამერიკაში კომპანიები MasterPiece Arms და Excel Arms ძალიან მცირე სერიებით უშვებენ ამ ვაზნაზე გათვლილ საკუთარი დიზაინის იარაღებს. არსებობს ასევე სხვადასხვა კონვერსიის კომპლექტები, რომლებიც AR-15 platform‑ს ამ ვაზნის გამოყენების საშუალებას აძლევს. თუმცა, პრაქტიკაში, მსხვილი მწარმოებლების უმრავლესობამ ამ კალიბრს განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია.
რა ნიშნავს ეს ყველაფერი სამოქალაქო მსროლელისთვის საქართველოში? პისტოლეტი, რომელიც გათვლილია 5.7×28 მმ ვაზნაზე, საკმაოდ სუსტი კანდიდატია თავდაცვითი იარაღის როლისთვის. ამ კალიბრის ვაზნას ხშირად არ გააჩნია საკმარისი ტერმინალური ეფექტურობა, თავად ვაზნები საკმაოდ ძვირია და პრაქტიკაში მათი შეძენა ხშირად რთულია. გარდა ამისა, რეგულაციების და ვაზნების მაღალი ფასის გამო ამ იარაღით რეგულარული ვარჯიში პრაქტიკულად შეუძლებელია.
მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კალიბრზე გათვლილი იარაღი, როგორც წესი, საიმედოა, ზუსტია, ხშირად აქვს დიდი ტევადობის მჭიდი და სწრაფი, ზუსტი სროლის განხორციელება შედარებით მარტივია — რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ მსროლელს აქვს შესაბამისი მომზადება.
უნდა შევხედოთ სიმართკეს თვალებში, 5.7×28 მმ თავდაპირველად საერთოდ არ იყო შექმნილი პისტოლეტისთვის. პისტოლეტი — FN Five-seveN — გამოჩნდა დაახლოებით რვა წლის შემდეგ, რაც შეიქმნა პისტოლეტ‑ტყვიამფრქვევი FN P90. ასევე ეს სისტემა არ იყო გათვლილი სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის და იდეაში არც სამოქალაქო მსროლელებზე.
ეს ვაზნა და იარაღი თავდაპირველად იქმნებოდა სამხედროებისთვის, ხოლო მისი ეფექტურობა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით მიიღწეოდა:
- მაღალი სროლის ტემპი;
- კარგი კონტროლირებადობა ავტომატურ რეჟიმში;
- დიდი ტევადობის მჭიდი (50 ვაზნა), რაც უზრუნველყოფდა ცეცხლის დიდ მოცულობას;
- ტყვიის ჯავშანგამტანი თვისებები.
ამ თვისებებიდან პრაქტიკულად არც ერთი სრულად არ არის წარმოდგენილი პისტოლეტში. პისტოლეტს უფრო მეტად ერგო ამ სისტემის „მითოლოგიზებული“ იმიჯი, რაც ხშირად იზიდავს გაუთვითცნობიერებელ მომხმარებლებს. ამას ემატება იარაღის იშვიათობა და მაღალი ფასი, რაც ერთის მხრივ იზიდავს სტატუსზე ორიენტირებულ მომხმარებლებს, ხოლო მეორეს მხრივ — შეძლებულ ენთუზიასტებსა და კოლექციონერებს.
PS
5.7×28 მმ ვაზნის სამოქალაქო ვერსიებს ხშირად ადარებენ .22 WMR‑ს (რომელსაც საქართველოში ზოგჯერ „გეკოს მაგნუმს“ უწოდებენ). ორივე ვაზნას თითქმის იდენტური მასა და საწყისი სიჩქარე აქვს. თუმცა .22 WMR‑ის მუხტების დიდი ნაწილი გათვლილია შაშხანაზე და იყენებს დენთს, რომელიც უფრო ხანგრძლივად იწვის — შედარებით გრძელი ლულის პირობებში. ამის გამო მოკლე ლულიან იარაღში საწყისი სიჩქარის ვარდნა ხშირად უფრო დიდია.
საინტერესო შედარებები არსებობს ბალისტიკურ ტესტებშიც, სადაც ეს ორი კალიბრი ერთმანეთთან არის შედარებული. სწორედ ასეთი მასალების გაცნობის შემდეგ შეიძლება უფრო ობიექტურად გადაწყვიტოს ადამიანმა, სურს თუ არა ამ კალიბრზე დაყრდნობით საკუთარი თავდაცვითი იარაღის არჩევა.
