ბოლო დროს ჩემი ყურადღება მიიქცია რამდენიმე შემთხვევამ, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო იარაღის გაყიდვებს ჩვენ ქვეყანაში. პრობლემა მარტივია: ზოგიერთი ან არაკეთილსინდისიერი, ან უბრალოდ არასაკმარისად კომპეტენტური კომპანია ცდილობს ვიზუალურ მსგავსებაზე დაყრდნობით გაყიდოს ერთ მწარმოებლის იარაღი ისე, თითქოს ის სხვა, ცნობილ ბრენდს ეკუთვნის.

ტიპიური მაგალითი არის „სარეკლამო“ განცხადებები, სადაც სურათზე ნაჩვენები იარაღი რეალურად განსხვავდება მითითებული ბრენდისგან. მაგალითად, გერმანული კომპანია German Sport Guns (GSG) უშვებს მცირეკალიბრიან კარაბინებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავს Heckler & Koch-ის მოდელებს, მათ შორის MP-5-ებს. GSG და HK არანაირ კავშირში არ არიან, მაგრამ ზოგი მაღაზია მათ გაყიდვას HK-ის განყოფილებაში ახდენს და სთავაზობს მყიდველს ფასს 2 500 ლარი — მაშინ, როცა რეალური ღირებულება 400–500 აშშ დოლარია. საინტერესო ფაქტია, რომ 2009 წელს HK უჩივლა GSG-ს სასამართლოში მათი პროდუქციის ვიზუალური მსგავსების გამო, თუმცა პროცესი დასრულდა გარიგებით და GSG კვლავ აწარმოებს იარაღს, თუმცა ოდნავ სახეშეცვლილს.
სხვა სგავსი მაგალითებია:
- გერმანული ISSC-ის მცირეკალიბრიანი პისტოლეტები, რომლებიც ვიზუალურად ჰგვან Glock-ს. ამ ტიპის იარაღები ხშირად ჩნდება „გლოკის“ სახელით გაყიდვაში, რაც მყიდველისთვის შეცდომაში შეყვანის საშიშროებას ქმნის.
- „ლუიჯი ფრანკის“ თოფები, რომლებიც ხშირად საღდება, როგორც Benelli ან Stoeger-ის პისტოლეტები როგორც თურქული Beretta. მყიდველმა შეიძლება ეს მხოლოდ გაყიდვის დროს გაიგოს, როდესაც ეგონა რომ ერთს ყიდულობდა და სხვა შერჩა. ეს ასევე ქმნის ზოგად უნდობლობის ფონს, როდესაც ეჭვქვეშ დგება ლეგიტიმური ბრენდები და მათი პროდუქცია, ეს ასევე იმიტომ, რომ საბოლოო მომხმარებელმა არ იცის როგორ დაადგინოს ამა თუ იმ მდელის წარმომავლობა.
ცალკე თემაა ბრენდები, რომლებსაც თურქული კომპანიები უშვებენ, მაგალითად „Bernardelli“, „Webley & Scott“ ან „ÇZ“, „Weatherby“, „Winchester“. ეს არ ნიშნავს, რომ თურქული წარმოების იარაღი აუცილებლად ცუდია, მაგრამ თუ თქვენ გსურთ ტრადიციული ამერიკული ან ევროპული ბრენდი, რომელიც დამზადებულია კონკრეტულ ქვეყანაში, აუცილებელია როგორც მინიმუმ ყურადღება მიაქციოთ „Made in …“ ნიშანს. დამღა დამზადების ქვეყნის მითითებით არ იტყუება.
როცა მაღაზიებში იარაღის ასორტიმენტი ფართოვდება (რაც კარგია), მნიშვნელოვანია მყიდველი მოექცეს ფრთხილად:
- გადაამოწმეთ ინტერნეტში კონკრეტული მოდელი და მწარმოებელი რომ გაიგოთ იარაღის ზუსტი წარმომავლობა;
- დარწმუნდით, რომ პროდუქტი მართლაც იმ ბრენდს ეკუთვნის, რომელსაც გეუბნებიან;
- ნუ ენდობით მხოლოდ სარეკლამო ფოტოებს ან მაღაზიის პერსონალის სიტყვას.
ამ ბლოგპოსტ არ გამოვაქვეყნებდი, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო სერიოზული პრობლემა, ასე რომ იყავით ფრთხილად, გადაამოწმეთ ყველაფერი, მიაქციეთ ყურადღება ინფორმაციას იარაღის შეფუთვაზე, ისნტრუქციაში, დამღებზე და თქვენ დიდი ალბათობით ასეთი სიურპრიზი ეგ მოგივათ.
პირველად გამოქქვეყნდა:
October 22nd, 2013


