თავდაპირველად გამოქვეყნდა 2011 წლის მარტში
საერთოდ მე არ მიყვარს ერთდროულად იარაღთან და საქართველოსთან დაკავშირებულ თემატიკაზე მუშაობა, იმიტომ, რომ სტატიის მომზადებისას, არ გამომდის დადებითი ფონის და განწყობის შენარჩუნება, მაგრამ ეხლა მე გამონაკლისს გავაკეთებ და ალბათ ბევრისთვის საკმოად სასარგებლო სტატიას შემოგთავაზებთ. სტატია მთლიანად დაფუძნებულია ჩემ პირად გამოცდილებაზე და ხედვაზე, ასე, რომ თუ რამე არ მოგეწონათ ან არ დაეთანხმებით, მომწერეთ. შევეცდები არ დავტოვო არც ერთი გამოხმაურება უპასუხოდ.
გამომდინარე ჩემი ხობიდან და ამ ბლოგის მიზნებიდან, მე ხშირად მიწევს სხვადასხვა იარაღების ხშირი შეძენა-გასხვისება. მიწევდა, იმიტომ, რომ თუ ჩემი ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად არ გაუმჯობესდა სავარაუდოდ მე ძალიან გამიჭირდება აბსურდული 76 ლარის გადახდა იარაღის რეგისტრაციაში. აქ იწყება პირველი ადგილობრივი სპეციფიკის მქონე პრობლემა. ეს 76 ლარიანი გადასახადები მით უფრო აბსურდულია, იმიტომ რომ თქვენ დამატებით მოგიწევთ საკუთარი ვაზნების (3 ცალი) მიტანა ბალისტიკური ექსპერტიზისთვის (ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს თუ თქვენ გაქვთ რარიტეტული იარაღი იშვიათ კალიბრზე, რომლის ვაზნები უბრალოდ არ იშოვება) და გარდა ამისა ექსპერტიზის დროს იარაღის დაზიანებისთვის მე პასუხს ვერავის ვერ მოვთხოვ. დიდი ალბათობით აუხსნელი მიზეზების გამო ექსპანსიურ ვაზნებს არ მიიღებენ, ალბათ იმიტომ რომ ექსპანსიური ვაზნებით ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია (ვხუმრობ). ლოგიკურია, რომ ასეთ პირობებში სახელმწიფოს უნდა ქონდეს გარკვეული ვაზნების მარაგი, მათ შორის იშვიათი კალიბრების, იმისთვის, რომ მოხდეს იარაღის აუცილებელი ექსპერტიზა. ნორმალურ ქვეყნებში წინასწარ ბალისტიკურ ექსპერტიზაზე საერთოდ დიდიხანია უარი თქვეს ამ პროცედურის უაზრობის გამო. ვაზნების გარეშე იშვიათი და რარიტეტული იარაღი ან დარჩება გაუფორმებელი, ან გაქრება ან წავა უტილიზაციაში. ან კიდევ მაგალითად მოხდება მისი დეაქტვიაცია, რაც უტილიზაციის ტოლფასია ჩემი აზრით. იმასაც შეგახსენებთ, რომ დეაქტივაცია ანუ იარაღის საბრძოლო თვისებების გაუქმება, საერთოდ არ არის გათვალისწინებული ჩვენი კანონით. ეხლა კანონზე იარაღის შესახებ ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, ის ფაქტიურად წარმოადგენს ერთ დიდი იურიდიულ და შინაარსობრივ კურიოზს, ამიტომაც ჯობია ისევ დაუბრუნდეთ თავდაპირველ თემას, ხოლო თემა შეგახსენებთ, ეხება მეორადი იარაღის შეძენას. სტატიები იარაღის არჩევაზე ამ ბლოგზე უკვე არის, მაგრამ მანდ განხილულია კონკრეტული ტექნიკური მხარეები, ამ სტატიაში კი განიხილება თუ გნებავთ დამატებითი ადგილობრივი სპეციფიკის მქონე საკითხები და ასევე მორალურ ეთიკური მხარე მეორადი იარაღის შეძენის ან გასხვისების.
პირველი რჩევა განპირობებული ადგილობრივი სპეციფიქით: ყოველთვის დარწმუნდით, რომ თქვენ ელაპარაკებით იარაღის პატრონს, რომლის იარაღიც არის რეგისტრირებული. არაა საჭიროა შეხვდეთ ადამიანს და შემდგომ აღმოჩნდეს, რომ თქვენ ელაპარაკებით საეჭვო პიროვნებას არალეგალური იარაღის შეძენაზე. და თუ ამ პიორვნებას უთვალთვალებენ ან უსმენენ? ჩვენ არეულ დროს ადვილად შეიძლება გახდეთ თანამონაწილე ან რაღაც ამდაგვარი. მოკლედ ერიდეთ ყველანაირ სიტუაციას, რომელმაც შეიძლება მიგიყვანოთ „ყველაზე სამართლიან და ჰუმანურ” ქართულ სასამართლოში. ასევე საერთოდ ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ საკითხებში, რომლებიც ეხება იარაღს, მის ბრუნვას, გამოყენებას და თავდაცვას ჩვენი მოსამართლეები აბსოლუტურად არაკომპეტენტურები არიან, ისევე, როგორც არაკომპეტენტურები იქნებიან ისინი ვისაც მიიწვევენ ექსპერტების სახით. ეს პრობლემა დგას მთელ მსოფლიოში, მაგრამ იქ როგორც მინიმუმ ამ პრობლემას იცნობენ და მხარეს ექნება უფლება მოიწვიოს კომპეტენტური გამოცდილი ესპერტები, იარაღის სამყაროდან, რომლებიც დიცავენ მას და დაასაბუთებენ მისი მოქმედების ლეგიტიმურობას და აუცილებლობას. ჩვენთან ეს პრაქტიკულად გამორიცხულია.
ასევე სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა მეორე მხარის მიმართ. მაგალითად მაღაზიები თავისუფლად ყიდიან გადატენილ ვაზნებს ქარხნულის ფასად, ძველ იარაღს ახალის სახით და ასე შემდეგ. ასევე თუ იარაღი გადადის ხელიდან ხელში, პატიოსანი ადამიანი ყოველთვის მოგცემთ თქვენ სიტყვას, რომ ის პასუხს აგებს იარაღზე. მაგრამ აქაც ეხლა ბევრი წყალქვეშა ქვა არის დამალული. პატრონი შეიძლება გულწრფელი იყოს და არ იცოდეს, პრობლემის შესახებ, თუმცა თუ აღმოჩნდა რომ იარაღი ის არ არის, რაც მყიდველს უნდოდა რომ ეყიდა, ჩემის აზრით იარაღი უნდა იყოს დაბრუნებული ყველა ხარჯების ანაზღაურებით თუ წინასწარ არ იქნდა დათქმული რომ პატრონი ყიდის იარაღს როგორც არის, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. მე მომივიდა ასეთი შემთხვევა. შევიძინე შაშხანა საკმაოდ მაღალ ფასად, რომელსაც აღმოაჩნდა გახვრეტილი და შემდგომ შედუღებული ლულა. ვიყიდე მონადირისგან. იარაღს ქონდა აშკარა დეფექტი, რომელიც გამოჩნდა კონდახის მოხსნის შემდეგ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი აშკარა დეფექტის შესახებ მან არ იცოდა. მე დავუკავშირდი მას და აუხსენი სიტუაცია და პასუხად მოვისმინე, რაღაც უაზრო ლაპარაკი უკვე დახარჯულ ფულზე და ასე შემდეგ. აშკარა იყო, რომ მე მომატყუეს, მაგრამ რას იზამ? ესეთებიც ხდება. და არსებობენ უნამუსო ადამიანები, რომლებიც ჩვენ ხანდახან ცხოვრების გზაზე გვხვდება. დაბრუნება სამართლებრივი გზებით კითხვის ქვეშ დგას, ვინაიდან ასეთი წესით გასხვისების პროცედურის სამართლებრივი სტატუსი ბუნდოვანია. სიტყვამ საქართველოში ყოველგვარი ფასი დაკარგა, ასე, რომ დიდი იმედი ნუ გექნებათ და ნუ გაგიკვირდებათ თუ მოცემულ სიტყვას არ შეასრულებენ, ხოლო არც თვქენ პატიოსან სიტყვას არ ენდობიან. ეს არის დღევანდელი რეალობა. ასე რომ ფრთხილად იყავით. მაინც შეგახსენებთ, რომ გათვითცნობიერებით, გაფუჭებული იარაღის გაყიდვა არის დიდი უპასუხისმგებლობა. ასეთ უპასუხისმგებლობას შეიძლება შეეწიროს სხვისი სიცოცხლე ან ჯანმრთელობა. ამაზე საერთოდ ზედმეტი უნდა იყოს ლაპარაკი მაგრამ როგორც ხედავთ მაინც მიწევს. სარემონტო ძრავი გაყიდულ მანქანაში მაქსიმუმ მოითხოვს დამატებით ფულის და ნერვების ხარჯვას, მაგრამ მწყობრიდან გამოსული იარაღი სულ სხვა პრობლემებს ქმნის. ამავე დროს, პრობლემურ იარაღსაც ყავს თავისი მყიდველი. მე ერთხელ ასე იაფად შევიძინე სანადირო თოფი იჟ27, რომელიც საერთოდ არ მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ იარაღის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გამოტენილი იყო ძველი ტაოტის და ჭუჭყის გამხმარი მასით. ერთი კვირიანი წმენდის შემდეგ, ყველაფერი იდეალურად ამუშავდა და შემრჩა კარგი თოფი საკმაოდ დაბალ ფასად.
თუ თქვენ არ გესმით იარაღი, არ იცით ის როგორ ისვრის ან რა მდგომარეობაშია, გაყიდვისას ტყვილად ნუ დაიწყებთ მის ქებას. აუხსენით, რომ იარაღი არ გესმით და ასხვისებთ მას, ისე როგორც არის. ყველა პასუხისმგებლობა და რისკი გადადის ახალ პატრონზე. მე ასე ცხადია ვერ ვიტყვი, ამიტომაც ვაფრთხილებ, თუ აღმოიჩნდა, რომ იარაღს აქვს რამე ტექნიკური დეფექტი ან ის არ მუშაობს ისე, როგორც მე გეუბნებით, მე მას ვიბრუნებ ყველა ხარჯის ანაზღაურებით. უმეტეს წილად მე მაქვს საჩვენებელი მიშენი, რომლიდანაც ჩანს, როგორ არის მისროლილი და რამდენად ზუსტი არის იარაღი.
მოერიდეთ თვითმარქვია ექსპერტების კონსულტაციებს. დღეს თუ ადამიანმა ერთი ორჯერ იარაღი დაიჭირა ის უკვე თავის თავს თვლის გათვითცნობიერებულ ადამიანად. ექსპერტის „წოდებაც“ ჩვენ პირობებში სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი ნამდვილად გარკვეულია თავის საქმეში. რამდენჯერ მომისმენია ენით აუღწერელი სისულელეები ასეთი „ექსპერტებისგან“, თუმცა მიუხედავად არაკომპეტენტურობისა, ისინი როგორც წესი ყოველთვის საკმაოდ დამაჯერებლები არიან. ისევ ჯობია, რომ შეეცადოთ თავად მოიძიოთ პასუხები თქვენ კითხვებზე სპეციფიურ ლიტარატურაში და ინტერნეტით.
ერიდეთ პოლიციელების ან სამხედორბის საკუთრებაში მყოფ იარაღებს. ამ დაწესებულებებში იარაღას საერთოდ არ უვლიან (ეს პრობლემა ამა თუ იმ ხარისხით ყველგან არსებობს). როგორც წესი ასეთი მოუვლელობის შედეგი არის უკიდურესად შელახული გარეგნობა და დროებითი პრობლემები საიმედოობასთან. თუმცა მძიმე სახის ტექნიკური დეფეტქტები იშვიათობაა. ე.წ. „ოპერების“ იარაღის საფირმო ნიშნებია: „დაღეჭილი“ მჭიდები, ზედმეტი რაოდენობით ზეთები და საფოხები, ხშირად უცნობი შემადგენლობის, ჭუჭყი, ბუდის გარეშე ტარებისგან გაქუცული დაფარავა, დაკაწრული ლულები, იარაღის მყარ ზედაპირზე დავარდნის ნიშნები. იმიტომ, რომ უმეტესობა ატარებს იარაღს ქამარში გაყრილს და პერიოდულად იარაღი ძირს უვარდებათ. თუ მაინცდამაინც გინდათ ასეთი იარაღის შეძენა, ჯობია ორჯერ და სამჯერ გადაამოწმოთ რას ყიდულობთ. ხანდახან თუ გაგიმართლებთ უხეში და ნაცვეთი ექსტერიერის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს პრაქტიკულად ახალი იარაღი და თანაც ნახევარ ფასად.

მიწაზე დავარდნის შედეგი. პატარა შეჭეჭყილობა. არწარმოადგენს ტექნიკურ წუნს მაგრამ მე მინახია უფრო დაჭეჭყილი ლულებიც. რევოლვერის შემთხვეაში ასეთ დავარდნას შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემები მოყვეს. მაგალითად ჩარჩოს)დეფორმაცია.

ავტორის საკუთრებაში მყოფი Cz85B. ადრე ეს პისტოლეტი ეკუთვნოდა პოლიციის მაღალჩინოსანს. იარაღს აქვს შელახული დაფარვა, ლულას გარედან ქონდა მცირე კოროზიის ნიშნები, მცირე ჟანგი იყო იარაღის შიგნით. ასევე იარაღი საჭიროებდა სერიოზულ წმენდას. იარაღს არქონდა დავარდნის ნიშნები და სხვა ხარვეზები. შესაბამისი სარეაბილიტაციო პროცედურების შემდეგ, აღმოჩნდა რომ პისტოლეტიდან არის პრაქტიკულად სულ რამოდენიმე ათეული ვაზნა გასროლილი. ერთადერთი რაც ვერ გამოსწორდა არის გაქუცული დაფარვა. იარაღის მოყვა ყუთი, პასპორტი და საკონტროლო მიშენი ქარხნიდან, იარაღის სერიული ნომრის მითითებით.
არის კიდე სპეცრაზმებ გამოვლილი იარაღები. მათი ყიდვა საერთოდ არ შეიძლება. მაგათ აქვთ ძალიან დიდი „ნასტრელები“, ვინაიდან ასეთი დანაყოფები შედარებით უკეთესად მარაგდებიან ვაზნებით და ხშირად ისვრიან. უმეტეს წილად ეს არის ამორტიზებული და ჩამოწერილი იარაღი, რომელიც ახლოს არის სიცოცხლის ციკლის დასასრულთან. მათ ჩამოწერას და უტილიზაციის მაგივრად ისინი საჩუქრად გადაეცემა თანამშრომლებს. ე.წ. ტრეიდ ინ-ის პრაქტიკა არსებობს საზღვარგარეთ, როდესაც იარაღით მოვაჭრე კომპანიები ძალიან იაფად იძენენ პოლიციურ ჩამოწერილ იარაღს და შემდგომ ყიდიან მას კერძო პირებზე თავისი სავაჭრო ქსელის მეშვეეობით. მაგრამ გაყიდვამდე ეს იარაღი გადის სრულ შემოწმებას, ყველა საეჭვო ნაწილის შეცვლით და ხშირად ახალი გადაფარვით. ცხადია ჩვენთან ასე არ ხდება ამიტომაც მათი ტექნიკური მდგომარეობა საეჭვოა. ერთ ერთი ნიშანი ასეთი იარაღის არის მხოლოდ ერთი მჭიდი კომპლექტში ასევე ყუთის და ინსტრუქციის არ არსებობა, რომელიც ახალ იარაღს მოყვება. იქ უბრალოდ არავინ არ ინახვას ყუთებს და ინსტრუქციებს. ცუდი ტექნიკური მდგომარეობა ასეთი იარაღის თითქმის ყოველთვის არის ადვილად შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალით. არ გირჩევთ ასეთი იარაღის ყიდვას.

ეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი სავარაუდოდ ”გარემონტებულია” ან კუსტარულად ან ერთერთი ძალოვანი სტრუქტურის კუთვნილ სახელოსნოში. ის გადაეცა საჩუქრად პოლიციის თანამშრომელს და შემდგომ მოხდა ახალ მფლობელთან. რკინა დამუშავებულია უხეშად, ნაკაწრები ადვილად ჩანს, კუთხეები არასწორი გაპრიალების გამო გადამრგვალებულია. დაფრავა თხელი და სუსტია და მის ქვეშ რკინის დამუშავების დეფექტები ჩანს. იარაღი იმუშავებს მაგრმ ესთეტიური თვალსაზრისით ის გაფუჭებულია.
მოერიდეთ ადგილობრივი ხელოსნების მიერ „გარემონტებულ“ იარაღს. კაცმა არ იცის რა იმალება რემონტის და ახალი დაფარვის ქვეშ. არის ეგეთი „კუკლებიც“, მწყობრიდან გამოსული და კოსმეტიკურად შენიღბული იარაღი. ყველაზე საწყენი არის არაკვალიფიციური ხელოსნის მიერ გაფუჭებული სხვაგვარად საღი იარაღის ნახვა. მე ასე ვნახე შესანიშნავს მდგომარეობაში მყოფი კლასიკური შედევრი Sig Sauer P220, რომელსაც ქონდა ხელახლა დაფარული საკეტი. რკინის დამუშავების შედეგად ნაწილობრივ წაიშალა წარწერეები, კუთხეები დამრგვალდა, ხოლო არასწორი დაფრავის ტექნოლოგიამ გამოიწვია ის, რომ საკეტი იყო მუქი იასამანის ფერი. ყველაფერი დანარჩენი იყო იდეალურ მდგომარეობაში. გული დამეწვა ეს სურათი, რომ დავინახე. მფლობელი შეეცადა დაემალა ცვეთის ნიშნები, რომლებიც რეალურად უმნიშვნელოდ დააგდებდნენ ფასს, თუმცა ამის მცდელობას მოყვა პრაქტიკულად იარაღის გაფუჭება. ესეთებიც ხდება და უარესებიც.
არ გეგონოთ, რომ მაღაზია არის გარანტია იარაღის ხარისხის. ერთხელ მაღაზიაში მე ავარჩიე ბრაუნინგ “ჰაი პაუერი” და მხოლოდ ახლო დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ საკეტი არის გაბზარული. ცხადია გამყიდველმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ხო, დავიჯერე. ასევე ღია არის საგარანტიო პირობების საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილია მხოლოდ სიტყვებზე, უმეტესობა მწარმოებლების საგარანტიო პირობები აქ არ მოქმედებს ან მაღაზიები არ უზრუნველყოფენ საგარანტიო პირობების შესრულებას. შესაბამისად არავინ არ მოგცემთ წერილობით გარანტიას გაყიდულ იარაღზე. სიტყვას არ ენდოთ, სიტყვას ფასი აღარ აქვს, ასე რომ უპრიანია მაღაზიაში გასაყიდი იარაღიც ზედმიწევნით კარგად შეისწავლოთ და შეამოწმოთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია იარაღის მაღაზიების კეთილსისნდისიერების დონე ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა. ყველას და ყოველთვის არ ეხება, მაგრამ ზოგადად სიტუაცია არასახარბიელოა. თავისთავად მომხმარებლის დაბალი კულტურაც ამაში როლს თამაშობს. მაგალითად. როდესაც მაღაზიაში ფულის დაბრუნების ან გადაცვლის პრეტენზიებით მოიტანენ სტეჩკინის პისტოლეტს, ლულაში 6 გაჭედილი ჟანგიანი ტყვიით, ხოლო მჭიდში გაურკვეველ წელს გამოშვებული ობიანი ვაზნებით….. საერთოდ რაზეა ლაპარაკი?
ცალკე კატეგორიად გამოიკვეთეება ძველი იარაღი, ძირითადად მოხვედრილი საქართველოში მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ან რაიმე სხვა გზებით. უმეტეტს წილად უცხოური წარმოების ლუგერები, მაუზერები, ფრომერები, ბრაუნინგები და ასე შემდეგ. საბჭოთა კავშირში ექსპლუატაცია, მათზე როგორც წესი ძალიან ცუდათ მოქმედებს. ხანგრძლივი გადამალვის/შენახვის არასწორი პირობები, ნესტიან ადგილებში, ბუხრის მილებში და ასე შემდეგ ცუდათ მოქმედებს იარაღის დაფარვაზე და ფოლადის მდგომარეობაზე. ვაზნების არ არსბეობის გამო ბევრვი ასეთი იარაღი კუსტარულად კეთდებოდა საბჭოთა კალიბრებზე. კუსტარულად ნიშნავს აბსოლოტურ უმრავლესობა შემთხვევაში – უხარისხოს. მე მინახია მაგალითად 1906 წლის ბრაუნინგი და ორტგისის სისტემის პისტოლეტები, რომლის ლულებში იყო ჩაპრესილი რკინის არმატურა და ლულა ხელახლა იყო გაბურღული საბჭოთა 5.45ПСМ კალიბრზე. ასეთ ლულას წინიდან, რომ შეხედოთ დაინახავთ ჩრდილიან ზოლს, რომელიც მიუთითებს ორ ფენა რკინაზე. მინახია პარაბელუმი გადაკეთებული 9X18 ვაზნაზე. მინახია უამრავი .380ACP კალიბრის იარაღები, გაბზარული საკეტებით და ჩარჩოებით, იმიტომ რომ მათგან ისროდნენ 9X18 კალიბრის ვაზნებს, რომლების დიამტრიც 0.2 მმ-ით დიდია და ის უფრო მძლავრია ვიდრე .380ACP. ისევე როგორც 7.65 კალიბრის პისტოლეტები იგივე დეფეტქბეით, გადაკეთებული ისევ და ისევ 9X18 ვაზნაზე. გარდა ამისა ძალიან ბევრი ასეთი პისტოლეტი გაფუჭებულია უნიჭო „რესტავრაციის“ შედეგად. ნაწილობრივ ან მთლიანად წაშლილი წარწერები, უხარისხო „მონიკილება“ და ქრომირება და ასე შემდეგ. ხშირად მწყობრიდან გამოსული ორიგინალური ნაწილები გამოცვლილია კუსტარულად დამზადებული „ერზაც“ ნაწილებით. შესაბამისად ბევრი უცხოური სანადირო თოფი მინახია, მათ შორის ძვირი იშვიათი მოდელები, რომლებიც სავსე იყო იჟების და ტოზების ნაწილებით. ასეთი ძველი იარაღი ორიგინალურ და კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში მე ამ წლების განმავლობაში მინახია სულ რამოდენიმე ცალი, ურიცხვი რაოდენობის ხელოვნურად გაფუჭებული იარაღების ფონზე. თუ ასეთი იარაღი არის ორიგინალურ მდგომარეობაში და არ არის რეგისტრირებული შესაძლებელია მისი ლეგალიზაცია და რეგისტრაცია. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ ეს იარაღი რაიმე დანაშაულში ფოგურირებდა ან განცხადებულია როგორც მოპარული, თქვენ შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, თუ იარაღი კუსტარულად გადაკეთებულია ის არ დარეგისტრირდება. ასეა თუ ისე მე მოგიწოდებთ იქონიოთ მხოლოდ რეგისტრირებული ანუ ლეგალური იარაღი!!! კონსულტაციებისთვის მიმართეთ შსს-ს მომსახურების სააგენტოს.
ვაზნების ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. დარწმუნდით ყიდვამდე, რომ ვაზნები განკუთვნილი თვქენი იარაღისთვის იშოვება. 9mm Para, 9X18 ყოველთვის იშოვება, .44 Magnum, .45ACP. .40S&W იშოვება მაგრამ არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ისინი არ არის გაყიდვაში. .357SiG, 10mm Auto-ს, მეორეს მხრივ შოვნა პრაქტიკულად არარეალურია. ასევე არარეალურია ძველი კალიბრების შოვნა. ასე, რომ დარწმუნდით, რომ ვაზნები არის გაყიდვაში და სანამ არის გაყიდვაში, მოიმარაგეთ ისინი. იარაღის შეძენისას მე ვითვლი არა მარტო იარაღის ფასს და გაფორმების ხარჯებს არამედ მინიმუმ 50 ვაზნის ფასსაც. ბუდეების, შომპოლების და დამატებითი მჭიდების ყიდვა დაიცდის, ვაზნები უნდა მოიმარაგოთ რაც შეიძლება მალე. ზოგიერთი კალიბრი თავსებადია, მაგალითად 7.62 მაუზერი და 7.62 TT. მაგრამ თქვენ არ დაუჯეროთ პატრონის სიტყვას, ნახეთ რა კალიბრის არის იარაღი და რა ვაზნები ჭირდება. ერთი შემთხვევა მახსოვს სადაც კერძო განცხადებაში იარაღზე, რომელიც გათვლილი იყო საკმაოდ ძველ .351sl ვაზნაზე ხოლო პატრონი იუწყებოდა, რომ იარაღი მუშაობდა თანამედროვე .357 მაგნუმით და შესაბამისად მყიდველს არ ექნებოდა პრობლემა ვაზნების შოვნასთან. პირველის ტყვიის დიამეტრი არის 8.9მმ, მეორის 9.1მმ. სხვაობებია მასრის ზომებშიც. ახალ მფლობელს პრობლემა არ ექნებოდა ვაზნების შეძენასთან, მაგრამ აუცილებლად გაუჩნდებოდა პრობლემები ჯანმრთელობასთან და იარაღის ტექნიკურ მდგომარეობასთან. გამოსავალი იქნებოდა ვაზნების გადატენვის (რელოუდის) დაშვება, ანუ შესაძლებელია არსებული ტყვიების და მასრების გამოყენებით ძველი ტიპის იშვიათი კალიბრის ვაზნების აწყობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს აკრძალულია. ამ აკრძალვაში რამე ღრმა აზრი არ დევს, სავარაუდოდ შესაბამისი კანონის ავტორებმა არც იცოდნენ უბრალოდ რა არის რელოუდი …..
ეხლა რაც შეეხება გადატენილ ვაზნებს. თავისთავად არაფერი ცუდი არ არის ვაზნების გადატენვაში და მათ გაყიდვაში, მაგრამ მყიდველმა უნდ იცოდეს რას ყიდულობს. პატიოსანი მცირე მწარმოებლის გადატენილ ვაზნებს, რომლებიც აწყობილია კარგი კომპონენტებისგან (მათ შორის ე.წ. remanufactured ammo) თუ ეს არის ტირში ნაყარი მასრებით აწყობილი ვაზნები სადღაც სარდაფში. საერთოდ წესი ასეთია, სხვის გადატენილ ვაზნებს არ ისვრიან. მოკლედ ასეთი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში რისკი და პაუხისმგებობა თქვენზეა. თავისთვად უხარისხოდ გადატენილი ვაზნებით ვაჭრობა და მათი გაყიდვა, როგორც ქარხნულების და ქარხნულების ფასად, ჩემი აზრით უნამუსობაა.

თბილისში ნაყიდი გადატენილი ვაზნის მასრა გასროლისას გასკდა. ამ შემთხვევაში იარაღს ზიანი არ მიადგა. იარაღი, რომ გაგიფუჭდეთ ასეთი ვაზნებისგან, სავარაუდოდ ვერავის პასუხს ვერ მოსთხოვთ. სასამართლოში გაგიჭირდებათ რამის დამტკიცება ასე, რომ დარწმუნდით, რომ ვაზნები ქარხნულია.

არც ქარხნული ვაზნების შეძენა არ დაგიცავთ ასეთი რამისგან ასე რომ მაინც ურიგო არ იქნება სათითაოდ ვაზნების ვიზუალური ინსპექცია. სურათი ინტერნეტიდანა არის, თუმცა მე თავად ვიყიდე 50 .45 კალიბრის ვაზნა და შემდგომ 15 გადავცვალე აღმოჩენილი ვიზუალური დეფექტების გამო. ვაზნები გადატენილი იყო, თანაც უხარისხოდ.
გადატენილი ვაზნების გამოირჩევა ჩვენ შემთხვევაში სხვადასხვა მწარმოებლის მასრებით, (ნახეთ დამღები მასრების ძირებზე, თუ ისისნი სხვადასხვა ნაირებია, 4, 5 და მეტი სხვადასხვა მწარმოებლის, სავარაუდოდ ეს მასრები აკრეფილია სადღაც ტირში და შემდგომ გადატენილია), მასრის ვიზუალური დეფექტებით (შებერილობა, ნაკაწრები, ნაჭეჭყები, ბზარები). კაფსულები ჩასმულია არაერთგვაროვნულად.


