СВД/Тигр კრიტიკული თვალით


დავიწყებ ძალიან მარტივი და კატეგორიული მოსაზრებით და ვიცი რომ ბევრ ის არ მოექონება. СВД და მისი სამოქალაქო ვერსიები არ შეიძლება ჩათვლილი იყოს სნაიპერულ სისტემად, ხოლო თვითონ შაშხანა არ გამოდგება როგორც სნაიპერული სისტემის ცალკე კომპონენტი და არ გამოდგება არც ზუსტი სროლისთვის. სავარაუდოდ მას არც აქვს პოტენციალი გახდეს ასეთი როდესმე და ავხსნი რატომ. შეიძლება ბევრისთვის ეს იყოს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება მაგრამ ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება დაფუძნებული საკუთარ გაცმდილებაზე და იმ ინფორმაციაზე რაც ჩემთვის არის ხელმისაწვდომი.  ამ სტატიაში მე შევეცდები მოვიყვანო არგუმენტები ჩემი აზრის გასამყარებლად.

სნაიპერული სისტემა არ არის მხოლოდ შაშხანა, ეს არის კომპონენტების ერთობლიობა , რომელიც ქმნის სნაიპერულ სისტემას.  შაშხანა, ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა (მოკლედ ოპტიკა), ვაზნა.მუხტი და ჩემის აზრით სადგამი ანუ ე.წ. “სოშკები”.  შაშხანას უნდა ქონდეს მაღალი სიზუსტის პოტენციალი და ყველაფრი ის, რაც ამის მიღწევაში დაეხმარება მსროლელს, ოპტიკა უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს , ვაზნა უნდა იყოს ზუსტი და უზრუნველყოფდეს სტაბილურად ზუსტ სროლას და “ფეხები”, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაბილურ სროლას ნებისმიერ სიტუაციებში იქნება ეს ქალაქი, უდაბნო თუ ჯუნგლები. “ფეხების” მნიშვნელობის თემას კიდევ დაუბრუნდები ცოტათი მოგვიანებით.

რა ელემენტები უნდა ქონდეს სანიპერულ შაშხანას? და აქ მე დავაზუსტებ, რომ ლაპარაკი მაქვს საარმიო იარაღზე, რომელიც უნდა იყოს მასიურ წარმოებაში, ადვილი ასათვისებლად და ადვილი მომსახურებაში.  მას უნდა იყენებდნენ სნაიპერები და არა მარქსმენები. პირველ რიგში   ასეთ შაშხანას უნდა ქონდეს რეგულირებები, ისინი არ უნდა იყვნენ ისეთი მრავალნაირი,  როგორც სპორტულ შაშხანებში, მაგრამ იარაღი უნდა ერგებოდეს მსროლელს და ქონდეს მინიმალური აუცილებელი რეგულირებების საშულება, კონდახის სიგრძე, სალოყეს სიმაღლე, რეგულირებადი ტარი. იდეალური მაგალითი, ერთ ერთი საუკეთესო თვითდამტენი სნაიპერული შაშხანა Heckler&Koch PSG-1. რატომ რეგულირებები? ჯარში არ არის უნიფიცირებული ფეხსაცმლის ზომა ყველა ჯარისკაცისთვის ხო? რატომ არ უნდა ქონდეს სნაიპერს, ზუსტ მსროლელს, მოირგოს საკუთარ თავზე მისი იარაღი?  რა რეგულირებები გააჩნია СВД-ს? მხოლოდ სალოყე შეგიძლია “ჩართო” ან “გამორთო”.  კონდახი სწორია და მოკლე.  პრობლემატურია სწრაფი სროლა ღია სამიზნით. 

Heckler&Koch PSG-1, რეგულირებადი კონდახის სიგრძე და სალოყეს სიმაღლე, რეგულირებადი სახელური .  იარაღს ასევე მოყვება მაღალი ხარსხის დასაყრდენი/სადგამი.  კონსტრუქციის მინუსი, პერმანენტულად დაყენებული ოპტიკა Hensoldt 6×42, რომლის სხვა ოპტიკით შეცვლა შეუძლებელია. ასევე მინუსია დიდი ფასი, დაახლოებით 9000 დოლარი. 

ასევე სასურველი იქნებოდა რეგულირებადი სასხლეტი.  რომელიც გააჩნია PSG-1–ს და არ გააჩნია СВД–ს.  უკანასკნელის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მასობრივი წარმეობა რუსეთში არასდროს არ ყოფილა ხარისხიანი, შესაბამისად სნაიპერს უნდა ქონდეს საშულება მისი რეგულირების საკუთარი პრეფერენციების მიხედვით.

ეხლა რაც შეეხება “ფეხებს” ანუ ბიპოდს. ბიპოდი არის სნაიპერულის სისტმის განუყრელი და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. რატომ? იმიტომ რომ ბიპოდი უზუნველყოფდ იარაღის როგორც სასროლოსნო პლატფორმის სტაბილურობას და ერთგვარონებას გასროლიდან გასოლამდე მიუხედავათ იმისა თუ სად არის მსროლელი განლაგებული.  ხოლო სტაბილურიბა და ერთგავროვნება არის ის რც განაპირობებს სრლის სიზუსტეს.  ზუსტი სროლა ეს არის ერთგვაროვნების მეცნიერება, ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ ჩემ ნაცნობს, რუსული წარმოშობის კანადელს და ის არის აბსოლუტურად მართალი.  თუ კომპლექტში ბიპოდი არ არის, ან არ არის გათვლისწინებული მისი დაყენება  ეს ნიშნავს, რომ სროლა განხორციელდება არაერთგვაროვანი მდგომარობიდან, რაც ყოველთვის იმოქმედებს მოხვედრის წერტილზე. თუ ჩვენ ვიყენებთ ბუნებრივ საყრდენ პარალელურად იცვლენა მოხვედრის წერტილებიც.  ამის მომსწრე მე ვყოფილვარ არაერთხელ. სნაიპერული სისტემების უმეტესობა იყენებს საკუთარი კონსტრუქციის ინტეგრირებულ ბიპოდს, ხოლო დანარჩენებს აქვთ უნივერსალური სამაგრი, რომელზეც ადვილად ყენდება კომერციული ბიპოდები (Harris, Versa Pod).  СВД–ს აქვს ბიპოდის დაყენების ოფცია, მაგრმ სად? რესივერზე მჭიდის წინ. სამაგრი არასტანდარტულია, არ არის სტანდარტული სამაგრი კომერციულ ტიგრებზეც, რის გამოც იმისთვის, რომ მასზე იგივე Harris–ი დააყენო საჭიროა ხელოსნის ჩარევა. გარდა ამისა  ბიპოდის ასეთი განლაგება განაპირობებს დამიზნებისას ლულის მოძრაობის დიდ ამპლიტუდას, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სიზუსტეზე.  ბიპოდი უნდა იყოს განლაეგბული რაც შეიძლება წინ, ლულის ბოლოსკენ. არსებობს СВд-ზე გათვლილი პლასტმასის “ცევიო” ინტეგრირებული სამაგრით, მაგრამ მათი ხარისხი უფრო შეესაბამება ჩინურ სათამაშოს ვიდრე საბრძოლო იარაღის ელემენტს.   

Armalite-ის წარმოებული თანამედროვე თვითდამტენი სნაიპერული შაშხანა Super SASS, დააკვირდით, როგორ არის განლაგებული ბიპოდი. ლულის ბოლოსკენ, თუმცა მათი განლაგება შესაძლებელი იყო ტიბჟირის ნებისმიერ ადგილას.  

СВД-ს აქვს ერთი ელემენტი, რაც თეორიულად უნდა ხელს უწყობდეს სიზუსტის გაზრდას. ეს არის დენთის აირების რეგულატორი.  პირველ მდგორმაობაში ის აწვდის მინიმალურ საჭირო დენთის აირების რაოდნეობას და ამცირებს მოძრავი ნაწილების სიჩქარეს. შესაბამისად მცირდება ვიბრაცია, რაც ხელს უწყობს  სიზუსტის გაზრდას. მდგომარეობაში 2, დენთის არიების წნევა იწევა რაც განაპირობებს მეტ საიმედოობას დაბინძურების პირობებში. რამდენად ეს მიდგომა გამართლებულია პრაქტიკული თვალსაზრისით მე არ ვიცი. რეგულატორი აყენია იგივე SASS–ზე მაგრამ ის ასრულებს სხვა დანიშნულეაბს, კერძოდ კი უზრუნველოფს საიმედო ავტომატიკის ფუნქციონირებას მაყუჩით სროლისას.

Тигр 7.62Х54 Cz550 .308 win Varmint–ის წინააღმდეგ. იმ დღეს ჩზ–ს საუკეთესო ჯგუფმა შეადგინა 3 სმ 200 მეტრზე. მიუღწეველი შედეგი ტიგრისთვის. 

ოპტიკა. სანამ ოპტიკის კრიტიკას დავიწყებდი უნდა ავღნიშნო, რომ კარაგდ მორგებული გვერდითა სამაგრი თითქმის ყოველთვის ინარჩუნებს ნოლს მიუხედავთ ოპტიკის ხშირი მოხსნა-დაყენებისა.  დიახ, სამაგრი არის რთული, ძვირი მაგრამ ის ასრულებს თავის ფუნქციას ძალიან კარგად.  თვითონ ოპტიკას, რაც შეეხება გამომდინარე რამოდენიმე ერთეულის ექსპლუტაციის გამოცდილებიდან (როგორც სამხედრო ПСО-1 ისევე მისი სამოქალაქო მოდიფიკაციები) შეიძლება ითქვას, რომ არის ხარსხის სერიოზული პრობლემა, ასევე დიდი სხვოაბაა ლინზების ხარსხში, რაც გამოიხატება მოყვითალო და არამკაფიო გამოსახულებაში.  სიყვითლეს ზოგი ხსნის იმით რომ ეს არის შუქის ფილტრი, რომელიც არის ინტერგირებული ოპტიკაში.  ოთხჯერადი გადიდება არ არის საკმარისი ზუსტი სროლისთვის.  500 მეტრზე სილუეტში დეტალების გარჩევა თითქმის შეუძლებლია. ბადეში ინტეგირებული მანძილმზომი უკვე ანაქრონიზმია, ბადე ამის გამო გადატვირთულია, რაც ართულებს ოპტიკური სამიზნის გამოყენებას დაზვერვის და ობსერვაციის მიზნებისთვის.  ინფრაწითელი ეკრანი, რომელიც დაყენებულია ოპტიკაში (მხოლოდ სამხედრო ვარიანტებში) ინფრაწიტელი გამოსხივების აღმოჩენისთვის არ არის გამჭირვალე და მისი ჩართვისას არ ჩანს არფერი გარდა ინფრაწითელი გამოსხივებისა (თუ ცხადია მისი წყარო არსებობს).  მისი მასა საკმაოდ დიდია  – 600/620 გრამი, შედარებისთვის Leupold Mark 4 3.5-10×40mm LR/T M2 იწონის 525 გრამს, რა თქმა უნდა სამაგრი არ არის მისი ნაწილი მაგრამ ოპტიკაც თავის შეასძლებლობებით ბევრად აღემატება ПСО-1-ს.  ექსპლუატაციაში (სამი ერთეული) გამოვლინდა გარკვეული პრობლემები სამიზნე ბადის მარეგულირებელ მექანიზმში, რაც გამოიხატებოდა ბადის არაკონტროლირებად მოძრაობაში მისი რეგულირებისას.  ოპტიკა საარმიო სანიპერული შაშხანისთვის არ შეიძლება იყოს იაფი. ეს არის პრეციზიული მექანიზმი, რომელიც გარდა იმია, რომ უნდა იყოს ზუსტი დამატებით უნდა უძლებდეს საჯარისო ექსპლუატაციის სერიოზულ დატვირთვას.  ასეთი პროდუქტი ვერ იქნება იაფი.  რამდენადაც მე გავიგე ПСО-ს და მისი კლონების ფასი სრულ კომპლექტში არის დაახლოებით 100–150 დოლარი.  რა ოპტიკას იყიდი დღეს 120 დოლარად, ჩინურ Leapers-ს?

 მანძილი მანქანამდე 215 მეტრი.  რაიმე დეტალიზაციაზე აქ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი

ვაზნა.  ყველაზე საინტერესო ნაწილი. რა თქმა უნდა კარგი ვაზნა არ არის პრობლემა, მაგრამ დღეს იქ სადაც ხდება СВД-ს ექსპლუატაცია, მათ შორის ქართულ ჯარში, არ არის ხელმისაწვდომი კარგი ხარისხის ვაზნები, ხოლო სპეციალურ სნაიპერულ (მაღალი სიზუსტის) ვაზნებზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.  თავიდან მიხაილ დრაგუნოვმა თავისი შაშხანისთვის აარჩია ხრახნების ბიჯი 320 მმ, რაც განსხვავდებოდა მოსნის შაშხანის ხრახნების ბიჯისგან (240მმ). მან გააკეთა ეს სპეციალურად იმისთვის, რომ მოეგო სიზუსტეში. საერთოდ კი 7.62Х54R ვაზნის სნაიპერული მოდიფიკაციის ისტორია იწყება სამოციანი წლების ბოლოს, როდესაც СВД–ს შეიაარღებაში მიღების შემდეგ დადგა საკითხი ჯარის ადეკვატური,  გაზრდილი სიზუტის ვაზნებით მომარაგების.  ახალ ვაზნაზე მუშაობდნენ ორ “დაწესებულებაში”  61–ე სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (შემდეგ ЦНИИТОЧМАШ) და 188–ე ვაზნების მწარმოებელ ქარხანაში  (დღეს ნოვოსიბირსკის ვაზნების ქარხანა).  აქამდე სნაიპერები საბჭოტა არმიაში იყენებდნენ სტანდარტული ვაზნას მსუბუქი ტყვიით და მის საუკეთესო პარტიებს, რაც ოდიდგანვე არსებული პრაქტიკაა.  სპეციალური სნაიპერული ვაზნა არ არსებობდა.  აქ სნაიპერული ვაზნის შექმნის მთელი ისტორიის მოყოლას აზრი არ აქვს. პროცესის უფრო სრული არწერილობა მოყვანილია ჟურნალ Калашников-ის 2009 წლის მე–8 ნომერში. ჩვენ გავჩერდებით მოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე.  თავიდანვე სნაიპერული ვაზნის შექმნისას იყო ჩადებული ურთიერთგამომრიცხავი მოთოვნები და ამას განაპირობებდა პირველ რიგში, როგორც ეკონომიკური ფაქტორები ასევე წარმოების ზოგადად დაბალი დონე საბჭოთა კავშირში. სნაიპერული  ვაზნა უნდა ყოფილიყო ბიმეტალის მასრით, საშტატო კაფსულით და დენთით.   მაშუნ გამოდის ერთადერთი რაზეც აზრი ქონდა მუშაობას იყო მხოლოდ ტყვიის კონსტრუქცია, მაგრამ აქაც იყო შეზღუდვები: უნდ აგამოყენებულიყო ბიმეტალის გარსი და ფოლადის გული. ყველას ვისაც წარმოდგენა აქვს ზუსტ სროლაზე და ვაზნების რელოუდზე მიხვდება, რომ ასეთ კომპონენტებს დამატბული დაბალი წარმოების კულტურა, რაიმე შედეგის მიღება ძნელია და რეალობამ მოგვიანებით ეს დაადასტურა კიდევაც.  რა პრობლემები წარმოიშვა? ლატუნის მასრა უზრუნველყოფს იმ ძალის ერთგვაროვან მაჩვენებელს რაც აუცილებელია, რომ ტყვიამ “დატოვოს”  მასრა გასროლისას. ბიმეტალის გარსი არ უზრუნველყოფს ტყვიის ხრახნებში დამაკმაყოფილებელ შეჭრას, პრობლმატურია ერთგვაროვანი ფოლადის გულის დამზადება და მისი ცენტრირება ტყვიის შიგნით.  ყველა ეს პრობლემა ორმაგდება თუ გავითვალისწინებთ დაბალი წარმოების კულტურას.  საბოლოო ჯამში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც საცდელი პარტიები შესანიშნავ რეზულტატებს აჩვენებდა და ჯობნიდა იმ დროს წარმოებულ მაღალი ხარისხის სპორტულ ვაზნებს ტყვიის გულებით, ლატუნის მასრებით, მაგრამ სერიაში გაშვების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად იცვლებოდა.  ერთი ყველაზე დაშოებული მორტყმული ტყვიის გამორიცხვით 300 მეტრზე მიღწეული იქნა რეზულტატი 11.6სმ.   ძირითადი პრობლემა განპირობებული დაბალი წარმოების კულტურით იყო შეუძლებლობა სერიული, მასობრივი  წამროებისას მინიმალური დაშვებების შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ დაშვევებიც უკვე იყო უფრო დიდი ვიდრე სპორტულ ვაზნებში.  მაგალითად,  ტყვიის წონის გადახრა მაქსიმუმ 0.5 გრამი, 0.3 გრამის სანაცვლოდ, ტყვიის დიამეტრი დასაშვები ცვლილება 0.2მმ, 0.05–ს ნაცვლად, ტყვიის ამოსაღები ძალის მაჩვენებელი 30კგ, 55 კგ–ის ნაცვლად.  მიუხედავად ამ ყველაფრისა, სნაიპერული ვაზნა მაინც წავიდა სერიაში და მას მიენიჭა ინდექსი 7Н1.  1974 წელს სიზუსტის ფრონტზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. სნაიპერის “ბოეკომპლექტში” დამატებით შევიდა ვაზნები  ჯავშანგამტანი და მგეზავი ტყვიებით.  მათი სტაბილიზაციისათვის საჭირო გახდა ხრახნების ბიჯის შეცვლა ისევ 240მმ–ზე. შესაბამისად შემცირდა სიზუსტე სტანდრტული/სნაიპერული ვაზნების გამოყენებისას.  მოთხოვნები სიზუსტეზე იგივე დარჩა და მალევე გახდა გასაგები, რომ სიზუსტის ნორმატივი ვერ სრულდებოდა. მხოლოდ იღბლიანი ვაზნების პარტიის გამოყენებისას იყო შესაძლებელი ამ ნორმატივის შესრულება.  სიტუაცია გამოსწორდა ტესტირების მეთოდიკის შეცვლით, ეტალონური შაშხანიდან საცდელი ვაზნების გასროლით რაც რა თქმა უნდა არანაირად არ გამოიხატა სიზსუტის გაზრდაში და მხოლოდ საკითხის ფორმალურად, ფურცელზე მოაგავარა.  ფურცელზე ვითარება გამოსწორდა, რეალობაში კი არა. მიუხედავათ უზარმაზარი რესურსებისა, საბჭოთა კავშირმა საბოლოო ჯამში ვერ შეძლო ამ პრობლმის მოგვარება.  

სიტუაცია რუსეთის ძალოვნებში ნაწილობრივ გამოსწორდა სულ რამოდენიმე წლის წინ,  მას მერე, რაც დაიწყო უცხოური შაშხანების, აღჭურვილობის და ამუნიციის შეძენა. ამის მერე ყველა სპეციალიზირებულ შეჯიბრებებზე სამხედრო სნაიპერები თავისი “დრაგუნოვებით” სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილებს იკავებენ. და რა ხდება ჩვენ ჯარში? არ ვიცი. ერთი წლის წინ გავიგე, რომ ჩატარდა შეჯიბრება, იყენებდნენ СВД–ს შაშხანებს და ვაზნას – სტანდარტულ  ЛПС–ებს (მსუბუქი ტყვიით). ეს მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ჩვენთან არც არის იდენტიფიცირებული იარაღის და ვაზნის შეუთავსებლობის  პრობლემა, ისევე როგროც არ არის ჩამოყალიბებული რა საცეცხლე ამოცანებს უნდა ასრულებდეს საჯარისო სნაიპერი.  ერთი წლის წინ პარლამენტის წინ გამოფენილი იყო სხვადასხვა შეიარაღება, სხვადასხვა იარაღი, სხვადასხვა ოპტიკა, აღჭურვილობა. ის ვინც მაგ ღონისძიებაზე თამაშობდნენ სნაიპერების როლებს არ ერკვეოდნენ არც ოპტიკაში, არც კალიბრებში არც იარაღში.  მახსენდება სცენა ტვ საქართველოს ეთერში, ტრიალ მინდორში გამომხმარი ბალახის ფონზე მწვანე “გილეს” მასკხალათებში იწვნენ გვერდი გვერდ ორი ჯარისკაცი სნაიპერული “გალილებით” (“გალაცებით”). ვინ იყო მსროლელი, ვინ იყო “სპოტერი”, სად იყო მასკირება დარჩა გაუგებარი. ვინ და რა პროგრმით ამზადებს სნაიპერებს ასევე უცნობია.

ЛПС-ის ფაქტორი. ამას მე ვეძახი სიტუაციას, როდესაც იდეალური სროლის პირობებში 5 – 10 გასროლიან ჯგუფში ხდება 2–4 ამოუცნობი და აუხსნელი აცილება, ანუ 2–4 ტყვიის მორტყმის ადგილი არის მნიშვნელოვნად დაცილებული ძირითად ჯგუფს. ეს ხდება სტაბილურად აღნიშნული ვაზნის გამოყენებისას, რომელიც შეგახსენებთ არის ზოგადი დანიშნულების და წესით უბარგისი სნაიპინგისთვის.  მიზეზი? უკვე ავღწერე ზევით.  დაშვებები და წარმოების კულტურა.  სხვოაბები ტყვიის წონაში, ფორმაში, ნომინალურ კალიბრში, მუხტის წონაში. ყველაფერი ეს აისახება არასტაბილურ სიზუსტეში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორები მე ავხსნი მარტივი მაგალითით.  ხორციელდებოდა სროლა ტიგრიდან (ხრახნების ბიჯი სასურველი ანუ 320მმ) 100 მეტრზე.  ვახორციელებ მხოლოდ სამ გასროალს.  რატომ? ვამცირებ  ЛПС-ის ფაქტორს.  ვდგები და მივდივარ სამზინიკსენ, მესმის შეძახილი: რატომ მხოლოდ სამი? ვპასუხობ ასე: თუ გამიმართლა და ეს სამი ვაზნა იყო იღბლიანი კარგი ჯგუფი დამხვდება. ასეც მოხდა. 2.9 სმ 100 მეტრზე სტანდარტული ვაზნით. არც ისე ცუდია.  მრავალი წლის ტიგრის  ექსპლუატაციამ გამოავლინა. რომ ხანდახან იაარღი ისროდა სასურველ 1 `MOA-ს, მაგრამ საშუაო სიზუსტე იყო 5–7 სმ 100 მეტრზე, რაც ბევრია.  სპორტული ვაზნების გამოყენება არ აუმჯობესებდა რეზულტატს მნიშვნელოვნად, ისე რომ ამაზე წერა ღირდეს.

ЛПС-ის ფაქტორის ილუსტრაცია. 100 მეტრზ ენასროლი 10 გასროლიანი ჯგუფი. ერთი პარტიის ვაზნები.  6 გასროლა ქმნის ძალიან კარგ ჯგუფს, მაგრამ დააკვირდით მე-4 ტყვია სად“გაფრინდა” და ეს მხოლოდ 100 მეტრზე! რა მოხდება 400–500 მეტრზე?!  ქვევით ЛПС-ის ფაქტორის წარმატებული გამორიცხვის მაგალითი, 3 გასროლა100 მეტრზე.  

აქვს თუ არა  СВД-ს მოდერნიზაციის რეზერვი? არ ვიცი. არ ვარ დარწმუნებული. სახელდება მაგალითად ერთ0ერთი გზა შეიცვალოს ხრახნების დაზმადების ტექნოლოგია. ელექტროქიმიური მეთოდი შეიცვალოს ცივი როტაციული ჭედვით.  რა თქმა უნდა თუ სურვილი და ფულ თუ იქნება შესაძლებელია კარგი სიზუსტის მიღწევა, მაგრამ ისევ და ისევ დგება ეკონომიკური ფაქტორი. ღიირს რომ წვალებად საერთოდ? ან მაგალითად საკითხს ასე დავაყენებ, რა შეუძლია СВД–ს რაც არ შეუძლია მაგალითად ოპტიკური სამიზნით აღჭურვილ РПК-74-ს თუ ორივეს წინაშე დგას ქვეითი ოცეულის წინაშე მდგარე საცეხლე დავალებები?  მე კარგად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამ თემაზე სტატიაში “მომავალი სნაიპერული სისტემა საქართველოს ჯარისთვის”, რომელიც ამ ბლოგზეა გამოქვეყნებული.  აქიდან გამომდინარე არ გამოდგება СВД მარქსმენისათვისაც, იმიტომ რომ ის კონსტრუქციულად მნიშვნელოვნად გნსხვავდება იმ იარაღებისგან, რომელიც არის ჩვენი ჯარის მოტომსროლელი ოცეულის შეიარაღებაში. არ გამოდგება კიდევ იმიტომ რომ მისი შესაძლებლობები ახლო მანძილზე ბრძოლაში არის საკმაოდ შეზღუდული. 

პოპულარული მოსაზრება, რომ СВД არის მასობრივი იარაღი გაუნათლებელი გლეხი ჯარისკაცისთვის ჩემი აზრით არის აბსოლუტურად უაზრო.  ვიმეორებ, რა აზრი აქვს ცალკე შეიარაღების სისტემის არსებობას თუ იგივე დავალებას შეასრულებს უკვე არსებული იარაღი მასზე უბრალოდ ოპტიკის დაყენების შემდეგ?  სნაიპერი არ შეიძლება იყოს აღჭურვილი უვარგისი იარაღით, სნაიპერის მომზადება არ შეიძლება იყოს ზოგადი, სწრაფი და იაფი.  უვარგისი იარაღით შეიარაღებულ გაუნათლებელ და მოუმზადებელ მასას ქვია საზარბაზნე ხორცი.  ოცეულში თუ ასეულში ზუსტი მსროლელის  ჩასმა იქნება ეს სნაიპერი თუ მარქსმენი და მისი ადეკვატური იარაღით აღჭურვა არ არის ტრივიალური პრობლემა მაგრამ ის გადაწყვეტადია, უკვე დღეს. მთავარია სურვილი იყოს.

PS

არ მინდა გავანაწყენო СВД–ს და  Тигр–ის პატრონები. როგორც სამხედრო სნაიპერული შაშხანა შეიძლება ეს იარაღი არ არის კონკურენტუნარიანი, მაგრამ როგორც თვითდამტენი შაშხანა ის საკმაოდ კარგია.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის საიმედო, მსუბუქი, გამძლე და არც ისე გაბარიტული იარაღი სხვა ანალოგებთან შედარებით. აღჭურილი კარგი ოპტიკით ის ასევე არის ადეკვატური უმეტესობა ნადირობებისათვის. ყველა იარაღს თავისი ფუნქცია აქვს, უბრალოდ СВД-ს ფუნქციებს სნაიპინგი და ზუსტი სროლა ნამდვილად ჩემი აზრი თ არ განეკუთვნება. ამ არაღების ადგილია ენთუზიასტების კოლქციაში, რომ მათი მფლობელების გული გაახაროს ცივი ომის ესთეტიკით.

თავდაპირველად გამოქვეყნდა 2010 წლის 7 დეკემბერს

Scroll to Top