როგორც წესი, უმეტესობა სტატიების ამ ბლოგზე არის დაფუძნებული ინტერნეტში ან სხვადასხვა ლიტერატურაში არსებულ მასალებზე, მცირე ნაწილი არის ექსკლუზიური მასალები, კიდევ უფრო მცირე ნაწილს წარმოადგენს ჩემი პირადი ანალიტიკა. ამჯერად მე შევეცდები წარმოგიდგინოდ ჩემი ხედვა იმაზე, თუ როგორ იქნება პისტოლეტის სამიზნი მოწყობილობები მომავალში.
აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციონალური რკინის სამიზნეები დარჩება პისტოლეტებზე და ზოგადად ყველა იარაღზე ჯერ კიდევ მრავალი წელი და ფასის და ეფექტურობის თვალსაზრისით მათ კონკურენციას ვერაფერი ვერ გაუწევს. უფრო მეტიც, მათი სერიულ იარაღში შეცვლას არანაირი აზრი არ აქვს. ისინი მუშაობენ და არიან ეფექტური, მარტივი და იაფი. მათი კონსტრუქცია, როგორც არასდროს აქამდე არის გამძლე და მოსახერხებელი. არსებული მოდიფიკაციები კი ფარავენ მთლიანად ყველა იმ სპეციფიურ მოთხიოვნებს, რომელსაც შეიძლება აკმაყოფლებდეს იარაღი. მათი გამოცვლა ადვილია და უმეტეს შემთხვევაში უკვე არ მოითხოვს კვალიფიციურ ხელოსანს. მაგრამ ამავდროულად რკინის სამიზნე მოწყობილობებს აქვს ერთი დიდი მინუსი. მათი გამოყენება საჭიროებს რამდენიმე მოქმედების ერთდროულ შესრულებას, კონკრეტულად კორასა და თარაზოს გასწორებას სამიზნეზე. თვალის ფოკუსირება სამ სხვადასხვა მანძილზე განლაგებულ პატარა ობიექტზე არის შეუძლებელი. შესაბამისად იდეალური დამიზნება შეუძლებელი ხდება. უმეტესობა ინსტრუქტორების თანხმდება, რომ სასურველი “სამიზნე სურათი” უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ბუნდოვანი თარაზო, მკაფიო კორა და ასევე ბუნდოვანი სამიზნეს “სილუეტი”, რომლის ცენტრში უნდა მოთავსდეს მკაფიოდ გამოსახული კორა. კი ბატონო, გასაგებია და მისაღები. აღნიშნული ტექნიკა ამცირებს რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენებისას დამიზნების შეცდომებს. მაგრამ მხოლოდ ამცირებს და არა აქრობს მთლიანად. მაგალითისთვის, აქ შეიძლება გამოვიყენოთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ინსტრუქტორის და ტაქტიკოსის გაბრიელ სუარესის მაგალითი ამ ტექნიკასთან დაკავშირებით. თავის ერთ-ერთ წიგნში ის წერს, რომ კორაზე კონცენტრირება დაახლოებით იგივეა, რომ მანქანით ექსტრემალური მანევრირებისას თქვენ უყურებდეთ საჭეზე განთავსებული მხელების დიდ თითებს იმის მაგივრად, რომ უყუროთ გზას. გარკვეული ლოგიკა ასეთ კრიტიკაში დამეთანხმებით არსებობს. სამიზნე თუ ჩანს ბუნდოვნად ასევე ბუნდიოვნად მაგალითისთვის გამოჩნდება სამიზნის მოქმედებები ან თუ ის რა ხდება მის გარშემო. მიშვერით სროლა (polint shooting) სამიზნე მოწყოილობებსი გამოყენების გარეშე, აბსოლუტური უმეტესობა სპეციალისტების აზრით არის მავნე ჩვევა, არაეფექტური და სახიფათო ტექნიკა. ეს ტერმინი გაჩნდა ფაირბერნის და ეპლგეიტის წიგნში (Shooting to live) ნახსენები ტექნიკის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად. იარაღის დამიზნებისთვის (ორიენტაციისთვის) ჩვენებითი რეფლექსის გამოყენება არის არაეფექტური, იმიტომ რომ ეს რეფლექსი არ გაძლევთ საჭირო სიზუსტეს, და ეს განსაკუთრებით მაშინ არის აქტუალური, როდესაც გიწევთ სროლა სამიზნეში, რომელიც მაგალითად უდანაშულო ხალხს შორის არის განლაგებული. ასეთ სიტუაციაში დამიზნების გარეშე სროლა არის უბრალოდ სისულელე. სხვადასხვა გამოცდილმა სპეციალისტმა, რომლებსაც უწევდათ იარაღის გამოყენება, ჩამოაყალიბეს გ რიგი ტექნიკები, რომლებიც იძლევა ძალიან კარგ შედეგებს და მნიშვნელოვნად ამცირებს უშუალოდ დამიზნების დროს. მაგალითად ნიუ იორკის ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიციელი ვეტერანი ჯიმ სირილიო არის ე.წ. სილუეტური სროლის ტექნიკის ავტორი. ის იყენებს რეფლექსებს, რომელიც მას გამომუშავებული აქვს რომ დაუმიზნიოს იარაღის სილუეტით. მეხსიერებაში ზის სწორედ მიმართული იარაღის გამოსახულება, თავისებურად გამოიყურება მცველი, იარაღის ჩახმახი, ანუ დამიზნება ხდება დაახლოებით ისე როგორც სანადირო თოფის. ეს ტექნიკა კარგად მოქმედებს ახლო მანძილებზე, რასაც ადასტურებს თავად ჯიმ სირილოს გამოცდილება. კიდე რამდენიმე ტექნიკა არსებობს, რომლის ავტორები არიან ცნობილი ინსტრუქტორები, მაგრამ ყველა ეს ტექნიკა არის რთული ასათვისებელი და მოითხოვს ბევრ დროს და ვარჯიშს და ასე თუ ისე იყენებს ისევ კორასა და თარაზოს, თუმცა ასე თუ ისე მაინც ამცირებს დამიზნების დროს. მოკლედ, როგორც ჩანს, “რკინები” მინუსების მიუხედავათ კვლავ რჩება ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ სამიზნე მოწყობილობებად პისტოლეტებში. მაგრამ იქნება ასე ყოველთვის თუ რამე შეიცვლება?

ასე უნდა გამოიყურებოიდეს სწორი სამიზნე სურათი
როგორ უპასუხეს ყველა ამ გამოწვევას სფეროში სადაც სწრაფი და ზუსტი სროლა არის აუცილებელი საჭიროება. ლაპარაკი მაქვს პირველ რიგში ტაქტიკურ დანაყოფებზე, რომლებსაც უწევთ ხშირად ბრძოლის წარმოება ახლო მანძილებზე და მათთან ერთად სპორტსმენ მსროლელებზე, რომლებიც იბრძვიან მაღალი სპორტული შედეგების მისაღებად? პასუხი მარტივია. ბოლო დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ამ “პუბლიკაში” დომინირებენ ოპტიკური და ლაზერული სამიზნე მოწყობილობები. მათი ყველაზე დიდი პლიუსი? წითელი წერტილი კოლიმატორში და ლაზერშიც პროეცირდება პირდაპირ სამიზნეზე, ერთ სიბრტყეში. შედეგად ვიღებთ სწრაფ და იოლ დამიზნებას მათ შორის ცუდი განათების პირობებშიც.
მაგალითად 2001 წელს ერაყში, ოპტიკური სამიზნე სტანდარტულ M-16/4-ზე იყო ეკზოტიკა, ხოლო ასეთის არსებობა მიუთითებდა, რომ ჯარისკაცი ამ იარაღით მიეკუთვნებოდა, რომელიმე ელიტურ სპეცდანიშნულების რაზმს. ცხადია ოპტიკური სამზინეები და მათი კვების წყაროები 20 წლის წინ და დღეს ასევე საკამოდ განსხვავებული რამეებია. დღეს M4 აღჭურვილი Trijicon–ის ან Eotech–ის კოლიმატორით უკვე ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა ოპტიკას გააჩნია მინუსები. ესენია დამოკიდებულება კვების წყაროებზე (Red Dot ტიპის კოლიმატორები), მათ კონსტრუქციაში შუშის ელემენტების არსებობა, რომლებიც შეიძლება გატყდეს. თვითონ ოპტიკური სამიზნის კონსტრუქცია წარმოადგენს პრეციზიულ მექანიზმის, რომელიც ცუდათ იტანს დიდ დატვირთვებს. დღეს ინდუსტრიამ ადეკვატურად უპასუხა ყველ ამ გამოწვევას, რამაც განაპირობა ოპტიკური სამიზნეების ფართო გავრცელება და წარამტებული საბრძოლო კარიერა. პრაქტიკულად ოპტიკური სამიზნე დამხმარე მოწყობილობიდან გახდა ძირითადი დამიზნების სისტემა, ხოლო რკინის სამიზმე მოწყობილობებმა გადაინაცვლეს მეორე პლანზე და ძალიან ბევრ ახალ კარაბინში ან შაშხანაში ისინი შესრულებულია, როგროც დასაკეცი ელემენტები. კითხვა ისმის ასე, მოხდება თუ არა ანალოგიური პროცესი პისტოლეტებშიც?

ოპტიკის ტრიუმფი, კომბინირებული სამიზნე მოწყობილობა Trijicon ACOG + Docter Red Dot. ასეთი კომბინაცია უზრუნველყოფს იარაღის (M4) გამოყენებას ყველა ეფექტურ მანძილებზე, მიბჯენით სროლიდან 500 მეტრამდე, სწრაფად და ზუსტად.
იგივე ეხება ლაზერულ სამიზნეებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში მათი ზომა და წონა შემცირდა 300–400%. ასევე რამოდენიმეჯერ გაიზარდა მათი უწყვეტი მუშაობის დრო, ყველაზე კომპაქტურ მოდელებშიც კი, ის არ შეადგენს 4 საათზე ნაკლებს. გაიზარდა, ზოგადად კონსტრუქცის საიმედოობაც. იმის გამო, რომ ლაზერული სამიზნეს დაყენება არ ცვლის პისტოლეტის კონვეცნიონალურ სამიზნე მოწყობილობებს, ლაზერული სამიზნეები პისტოლეტში უფრი გავრცელებულია ვიდრე მაგალითად კოლიმატორები. თუ ლაზერი გამოვიდა მწყობრიდან, ყოველთვის შეიძლება კვლავ რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენება. ლაზერი ადვილად ყენდება იარაღის გადაკეთების გარეშე, არსებობს მოდლეები, რომლებიც არ საჭიორებენ იარაღის ბუდის შეცვლასაც და გაბარიტებს უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ ზრდიან, მაგალითად LaserMax ან Crimson Trace Laser Grips.

სცენა ფილმიდან ტანგო და კეში (1989 წელი), დეტექტივ კეშს(კურტ რასსელი) უყენია Ruger GP100-ზე იმ დროისთვის ტიპიური ზომის ლაზერული სამიზნე….
…დაპოპულარულიდღეს Laser Max–ი, რომელიცწარმოადგენსამშემთხვევაში Glock 26-ისდამაბრუნებელიზამბარისღერძს.
თუ გრძელ იარაღში ოპტიკამ დაიკავა თავისი ადგილი და დომინირებს, პისტოლეტებში ოპტიკური სამიზნეები დღემდე რჩება ეკზოტიკად. ამას აქვს გარკვეული მიზეზები. პისტოლეტის, როგორც იარაღის მთავარი უპირატესობა არის მისი კომპაქტურობა. თუ იკარგება კომპაქტურობა, პისტოლეტი კარგავს თავის აზრს. გარდა ამისა ყველა დღეს არსებული ოპტიკური სამზინე პისტოლეტისთვის საჭიროებს პისტოელტის კონსტრუქციის გადაკეთებას კვალიფიციური ოსტატის მიერ.

პასუხი მოთხოვნაზე სპორტული სამყაროდან. სურათზე არის STI Grand Master აღჭურვილი C-More კოლიმატორით. იდეალური სპორტში, აბსოლუტურად გამოუყენებელი, როგორც თავდაცვის იარაღი, რომელიც მუდამ თან უნდა იქონიო. ასევე მიუღებელია ფასიც– 3300 – 3700 დოლარი.
ამ სტატიაში მე ვერ დავასახელებ ყველა გზას, რომელიც შესაძლბელია, რომ არჩეულ იქნეს, მაგრამ გამოვყოფ ჩემის აზრით რამოდენიემ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. კოლიმატორების და ლაზერების უპირატესობები იმდენად აშკარაა, რომ ადრე თუ გვიან ინდუტრია გადაწყვიტავს ამ საკითხს და ოპტიკური სამიზნეები იქნება ისეთივე ჩვეულებივი ამბავი პისტოელტებზე, როგროც დღეს Trijicon–ი M4-ზე.
პისტოლეტი არის ბოლო შანსის იარაღი, შესაბამისად ყველა მისი კომპონენტი უნდა იყოს 100% საიმედო. პისტოლეტების მომხმარებლების უმეტესობა არის დაბალი კვალიფიკაციის მქონე მსროლელები შესაბამისად სამიზნე მოწყობილობები უნდა იყოს მარტივი და ადვილი ექსპლუატაციაში. ოპტიკური სამიზნის პატარა ზომა განაპირობებს კვების წყატროს პატარა ზომას. 4 საათი უწყვეტი მუშაობა როგორც ლაზერულ სამიზნეში არის მიუღებელი. კარგი იქნება თუ რკინის სამიზნე მოწყობილობები დარჩება იარაღზე, როგორც რეზერვი. ბოლოს, რაც მთავარია ასეთი სამიზნე მოწყობილობა უნდა იყოს იაფი და ხელმისაწვდომი. სასურველია, რომ ის ყენდებოდს იარაღზე ხელოსნის ჩარევის გარეშე.
პირველ რიგში მიმაჩნია, რომ პისტოლეტებზე უახლოეს მომავალში გაჩნდება (უნდა გაჩნდეს) საკეტზე უნივერსალური სტანდარტული ოპტიკის სამაგრები. ისევე როგროც უივერის პლანკა გრძელლუალიან იარაღზე. ის უნდა წარმოადგენდეს საკეტის განუყოფელ ნაწილს და არ უნდა ზრდიდეს მის გაბარიტებს. ასეთი სამაგრის არსებობა გახდის შესაძლებელს საჭიროების შემთხვევში მასზე დაყენდეს და მოიხსნას ოპტიკური სამიზნეები ”ნოლის” დაკარგვის გარეშე. კომპაქტური და საიმედო პისტოლეტის კოლიმატორები უკვე ერსებობენ და საკამოდ დიდიხანიც. ზოგ მოდელზე შეასძლებელია მათი დაყენება და გამოყენება რკინის სამიზნე მიწყობილობების მოხსნის გარეშეც. სავარაუდოთ შესძლებელი გახდება ძირითადი ოპტიკური სამზინის დუბლირება კორათი და თარაზოთი, რომელიც განთავსდება იარაღის საკეტის გვერდიდან.

კოლიმატორი Trijicon RM02 დაყენებული Glock 17-ზე.
კოლიმატორი უნდა ირთვებოდეს ავტომატურად იარაღის ხელში აღებისთანავე. უნდა ქონდეს ჰიბრიდული კვება, ანუ დღისით იყენებდეს ბუნებრივ განათებას ხოლო ღამით იკვებებოდეს ელემენტებისგან, რაც გაზრდის მუშაობის დროს.
სავარაუდოდ გაიზრდება ეკზოტიკური სამიზნე მოწყობილობების რაოდენიობა, რომლის დაყენება არ მოითხოვს ხელოსნის ჩარევას, ანუ ისინი დაყენდება “მერცხალის კუდის” ტიპის სამაგრის გამოყენებით. მაგრამ ეს იქნება დროებითი მოვლენა სანამ არ გაჩნდება ახალი ტიპის უნიფიცირებული სამაგრი.

უდაოდ ორიგინალური და ინოვაციური კონსტრუქცია– კორა და თარაზო და ლაზერული სამიზნის ჰიბრიდი LaserLyte RSL
ყველაზე მთავარი, რამაც უნდა ხელი შეუწყოს ოპტიკური და ლაზერულის სამიზნეების გავრცელებას პისტოლტებში იქნება ხელმისაწვდომობა, ანუ დაბალი ფასი და ხელოსნის ჩარევის გარეშე დაყენების ოფცია და ასევე მათ დასაყენებლად სამაგრი სისტემების უნიფიკაცია სხვადასხვა მწარმიოებლებს შორის. მას მერე რაც პირველად Heckler&Koch–მა თავის USP სერიის პისტოლეტებში გამოიყენა სპეციალური სამაგრი განლაგებული რესივრზე გავიდა 17 წელი და დღეს ასეთის სამაგრის უნივერსალური ვერსია არის სტანარტული ელემენტი უმრავლესობა პისტოლეტის მოდელზე, და შესაბამისად არსებობს ზღვა აქსესუარებუის, რომელიც ამ სამაგრზე ყენდება. იგივე მოხდება თუ ასეთივე სამაგრი მაგრამ ოპტიკისთვის პისტოლეტებზე, ბოლო-ბოლო ეს ინდუსტრიას დამატებით მოგებას მოიტანს, რაც უკვე საკამრისია, რომ ამაზე დაიწყონ ფიქრი უკვე დღეს. ჯერ-ჯერობით დღეს ისევე, როგორც ადრე 50 წლის წინ გრძელლულაინ იარაღში , პისტოლეტზე კოლიმატორის დასაყენებლად საჭიროა ოსტატის მუშაობა და იარაღის გადაკეთება. შეიცვლება თუ არა ეს მდგომარეობა, ეგრევე ოპტიკური სამიზნე გახდება ჩვეულებრივი ამბავი პისტოლეტზე ისევე, როგორც დღეს გრძელლულიან იარაღზე.
თავდაპირველად გამოქვეყნდა 2010 წლის ნოემბერში

