პროექტის შესახებ

Shooterstales არის ჩემი პირველი ბლოგის — Shooterscentral-ის — ახალი ვერსია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძველი ბლოგპოსტების ეტაპობრივი გადმოტანა ახალ პლატფორმაზე; ეს პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება.

Shooterscentral იყო პირველი და ყველაზე დიდი ქართულენოვანი ბლოგი, რომელიც იარაღსა და სროლას ეძღვნებოდა. თავდაპირველად მისი შექმნის მიზანი იყო ქართველი მკითხველისთვის უცხო, ნაკლებად ხელმისაწვდომი წყაროების გაცნობა და, ამავე დროს, იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც იარაღით პროფესიონალურად იყვნენ დაკავებული, რათა გამოსულიყვნენ ჩრდილიდან და მსგავსი პროექტები წამოეწყოთ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ბლოგი დარჩა დამოუკიდებელ, ალბათ უნიკალურ პროექტად, რომელიც უკვე მეორე ათწლეულია არსებობს — ამჯერად კი სრულიად ახალი ფორმით.

მე არაფერს არ ვყიდი, არ ვფლობ და არ ვმართავ არც ერთ ბიზნესს, რომელიც სამოქალაქო იარაღთან არის დაკავშირებული. არ მყავს სპონსორები და არ ვემსახურები არავის ინტერესებს. ეს პროექტი 100%-ით დამოუკიდებელია და განკუთვნილია ჩემნაირი, უბრალო ადამიანებისთვის — მათთვის, ვისაც აინტერესებს ცეცხლსასროლი იარაღი და სროლის ხელოვნება.

Shooterstales, ადგილი სადაც თავმოყრილია ჩემი 20 წელზე მეტ დროში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, არის ჩემი უსასყიდლო საჩუქარი ქართულენოვანი მკითხველისთვის და ერთგვარი ექსკურსია საქართველოში სამოქალაქო იარაღის ისტორიის სამყაროში.

მადლობა ყველას ვინც ამ დროის განმავლობაში, თუნდაც ერთხელ და მცირედით მაგრამ უანგაროდ დამეხმარა. მადლობა ყველა ჩემ მკითხველს და მაყურებელს

პატივისცემით,

ლევანი ფხაკაძე (shooter)

2013

Scroll to Top