თურქული Akdal Ghost, მიმოხილვა პაკისტანიდან

არც ისე დიდიხანია, რაც თბილისში გამოჩნდა თურქული წარმოების 9მმ–ნი პისტოლეტები Akdal Ghost.  ფასის და შედარებით თანამედროვე დიზაინის გამო ამ იარაღის გამოჩენამ გარკვეული აჟიოტაჟიც კი გამოიწვია. წარმოიდგინეთ გლოკის თურქული ასლი სულ რაღაც 850 ლარად.  მოგეხსენებათ დღეს ამ ფასში 9მმ–ნი პისტოლეტი საქართველოში არ იყიდება თუ არ ჩავთვლით ჩინურ 9მმ–ან ТТ-ს კლონებს. აქ კიდე გვაქვს ყველაფერი,  რაც უნდა იყოს თანამედროვე პისტოლეტში, პოლიმერის რესივერი , ორ რიგიანი მჭიდი, კარგი ერგონომიკა. იარაღთან გასაცნობად მე ვეწვიე მაღაზიას და პრინციპში გაცნობა ვერ შევძლე. იარაღის საკეტის გახსნა იყო აკრძალული, ასევე დამაფიქრა იმან, რომ იარაღს მოყვებოდა მხოლოდ ერთი მჭიდი.  ინტერნეტში სურათების გაცნობის შემდეგ გახდა ცხადი, რომ აკდალი არის გლოკის თითქმის პირდაპირი კოპია, თუმცა ზომების დაცვის გარეშე, რის გამოც ნაწილები ურთიერთ ცვლადი არ არის, ისევე როგორ მჭიდები არ არის თავსებადიგლოკთან.  არც დაფარვა არ ტოვებდა კარგ შთაბეჭდილებას. თურქული ნაგავი – დავასკვენი მე და გავაგრძელე ცხოვრება.  მაგრამ ცოტახანში ჩემთვის ხელმსაწვდომი გახდა ერთ-ერთ პაკისტანურ ფორუმზე განთავსებული ამ პისტოლეტის ტესტირების რეზულტატები. პრინციპში არ გამიკვირდა, მაგრამ როგორც ჩანს პაკისტანი ბევრად უფრო მდიდარი სასროლოსნო ცხოვრებით ცხოვრობს ვიდრე ნომერ პირველი რაღაც სადღაც საქართველო.  აქვთ იარაღიც, ვაზნებიც და ტირებიც.  მე დავუკავშირდი ფორუმ   pakguns.com-ის ადმინისტრატორს, ვისაც ეკუთვნოდა თემა  აკდალის ტესტირებაზე და ვთხოვე მას ნებართვა გამომეყენებინა სურათები და მისი შეფასებები. ამასთანავე მასთან დავაზუსტე გარკვეული დეტალები

აბასის კუთვნილი გლოკ17 და აკდალი

ჩემი ბლოგის ერთ ერთი მიზანი არის იარაღის მოყვარულებისთვის ზუსტი და აქტუალური ინფორმაციის მიწოდება, ამიტომაც მე ვთვლი, რომ მიუხედავათ შინაარსობრივად ნეგატიური კონტენტისა, მაინც შეიძლება ორი სიტყვის დაწერა და პოტენციური მყიდველების გაფრთხილება შესაძლო შედეგებზე. საქმე ეხება პირადი თავდაცვის იარაღს და არა ასანთის კოლოფს.  თვითონ ტესტის ავტორს უჩნდება ლოგიკური კითხვა, როგორ იძლევა თურქეთის სახელმწიფო ასეთი იარაღის ექსპორტის ნებართვას. როგორც უკვე ვხვდებით იარაღმა დაიმსახურა ძალიან დაბალი შეფასება, მაგრამ მოდით მივყვეთ ყველაფერს რიგითობით.

მაშ ასე, რა დაადგინა ბატონმა აბასმამა, ყველაზე დიდი პაკისტანური ონლაინ რესურსის მოდერატორმა და დამფუძნებელმა? მინდა გითხრათ მე აქამდე არ მსმენია არც ერთ იარაღზე ასეთი ნეგატიური შეფასებები და ტესტირების ასეთი ცუდი შედეგების შესახებ.

სულ ტესტირებისას გასროლილ იქნა 75 ვაზნა და თითქმის არც ერთხელ არ მოხდა მათი უპრობლემო ექსტრაქცია. 5 რუსული წარმოების ვაზნა გასროლილ იქნა უპრობლემოდ და ამს შემდეგ ორი გასროლა არ მომხდარა ისე რომ დაბრკოლება არ მომხდარიყო მე ასეთი რამის შესახებ ახალ ქარნხნული წარმოების პისტოლეტზე არ მსმენია არასდროს.  მიუხედავად იმისა, რომ 7 სხვა და სხვა მწარმოებლის ვაზნები იყო გამოყენებული, არც ერთ მათგანთან იარაღი არ მუშაობდა საიმედოდ.

მჭიდის უცნაური ფორმა და აშკარა სხვაობა ხარისხში. შუაში აკდალის მჭიდი, გვერდებიდან გლოკის მჭიდები. 

ამის გარდა აბასის სიტყვებით:

1) საშინელი სასხლეტი, და გამოუსადეგარი მიზანში ზუსტი სროლისთვის.

2) საკეტის ღილაკი ურტყავს დიდ თითს ყოველი გასროლისას.

3) იარაღი არ მუშაობდა არც ერთ ვაზნასთან (არ ხდებოდა ცარიელი მასრების ამოგდება)

4) ცალი გასროლის რეჟიმის მიუხედავათ სიზუსტე იყო ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, საშუალო.

აბასის კუთვნილი პისტოლეტი, ტესტირების წინ

დავუშვათ ეს კონკრეტული პისტოლეტი იყო დეფექტური, ყველა მწარმოებელს შეუძლია ასეთი რამე მოუვიდეს. მაგრამ იმავე თემაში ვკითხულობთ შემდეგს. ტესტირებისას გასროლილ იქნა 30 ვაზნა აქიდან 3 დაბრკოლება. ორი არ ამოგდებული მასრა და  ერთი არ მიწოდება.  ასევე აბსოლუტურად მიუღებელი შედეგი. იქვე სხვა ფორუმის წევრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დადებითი შეფასებები სროლსიგან ამ იარაღს არასდროს არ მიუღია. ეს უკვე არ არის ცალკეული შემთხვევა, ეს უკვე ტენდენციაზე მეტყველებს.

10 მეტრის მანძილზე ნასროლი ჯგუფი.  იარაღი აშკარად არ არის მისროლილი ხოლო სიზუსტე არადამაკმაყოფილებელი ასეთი მანძილისთვის.

საინტერესოდ მომეჩვენა კომენტარი სადაც მიუხედავად თითქმის ერთნაირი ლულის გეომეტრიული ზომებისა აღინიშნა, რომ თურქული პისტოლეტის ლულა იყო ძალიან მსუბუქი, რაც კიდევ ერთხელ აყენებს ავადსახსენებელ თურქული იარაღის ფოლადის მარკის და ხარისხის საკითხს.

მასრის ექსტრაქცია არ მოხდა.  ჩემი დაკვირვებით იარაღს აშკარად აქვს არასწორი ვაზნების მიწოდების გეომეტრია.  თუმცა ტესტირებისას მიწოდების პრობლემა არ ყოფილა.

რა დასკვნების გამოტანა შესაძლებელია ამ ყველაფრიდან?  პირველ რიგში საინტერესოა ექსტრაქციის პრობლემის მიზეზები. ხშირად ავტომატურ პისტოლეტბში მასრის ექსტრაქცია არ ხდება სწორედ იმის გამო, რომ ზედმეტად რბილია ექსტრაქტორის ზამბარა, რის გამოც გასროლის მომენტში ის საიმედოდ ვერ აფიქსირებს მასრას.  ცუდი სიზუსტე არის პირველ რიგში იმის ბრალი, რომ იარაღი არ იქნა მისროლილი ქარხანაში, და სავარაუდოდ დეტალების ცუდი მორგებაზეც ან ლულის ცუდ ხარისხზე მეტყველებს, თუმცა შეიძლება იყოს ჩაკეტვის სისტემის დეტალების არასწორი გეომეტრიის ბრალიც, რიოს გამოც ლულა იწყებს მოძრაობას მანამ სანამ ტყვია დატოვებს მას. მეტი სპეკულირება ამ თემაზე არ ღირს, ტესტირებამ აჩვენა, რომ Akdal Ghost არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სერიოზული თავდცავითი იარაღი.   

გარდა ამისა, არის რაღაც კანონები, რომლების მიხედვითაც იგება კარგი პისტოლეტი. ანუ ასე ვთქვათ თანამედროვე და აქტუალური ტრენდები. არ შეიძლება, რომ იარაღს მოყვებოდეს მხოლოდ ერთი მჭიდი.  იარაღის წინა ნაწილს თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ მას აქვს ბასრი კუთხეები, ეს უეჭველი შექმნის პრობლემებს იარაღის ბუდეში მოთავსებისას, მაშინ როდესაც უმეტესობა თანამედროვე პისტოლეტებს, რომლებიც დღეს გამოდის აქვთ გლუვი კუთხეები.  წვრილმანი დეტალები იტყვით თქვენ, მაგრამ ასეთი დეტალები ქმნიან მართლა კარგ იარაღს.

გამომდინარე იქიდან, რომ უხარსხო თურქული იარაღი არც ისეთი იშვიათობაა, პატიოსანი თურქული მწარმოებელი უნდა მაქსიმალურად შეეცადოს რომ მოახდინოს მყიდველის ინფორმირება გამოყენებული მასალების შესახებ და არსებული ხარსხის კონტროლის პროცედურების შესახებ, რომ დაარწმუნოს პროდუქტის ხარისხში.  თუ ასე გაგრძელდა მე არ მგონია, რომ თურქული იარაღი ახლო მომავალში ვინმემ სერიოზულად განიხილოს.  არა და არის გამონაკლისებიც.  მაგალითად  Stoeger–ის,  Hatsan–ის Huglu–ს წარმოებული იარაღი. დადებითი გამოხმაურებები არსებობს Armsan-ის იარაღებზეც.

თავდაპირველად გამოქვეყნდა 2010 წლის 1 დეკემბერს

Scroll to Top