ოქტომბერი 26th, 2010
სამიზნე მოწყობილობები, წინა (კორა) და უკანა (თარაზო) წარმოადგენს თქვენი იარაღის დამიზნების ძირითად საშუალებებს. არსებობს მოსაზრება, რომ ახლო მანძილზე შეიარაღებულ შეტაკებაში მსროლელს არ ექნება დრო, რომ გამოიყონოს სამიზნე მოწყობილობები და ის უბრალო მიუშვერს მოწინააღმდეგეს იარაღს და ისე განახორციელებს გასროლებს. ასე გაჩნდა ტერმინი მიშვერით სროლა (point shooting). ალბათ შესაბამის ფორუმებზე და იარაღის მოყვარულთა სფეროში არ არის უფრო გაცხარებული კამათების საგანი ვიდრე მიშვერით და დამიზნებით სროლის ტექნიკის შედარებები. ფაქტია, რომ შეიარაღებული პროფესიონალების საზოგადოებაში პრონციპში ეს საკამათო თემა დიდი ხანია აღარ არის. პროფესიონალები, მათ შორის ყველაზე ხმამაღალი და ავტორიტეტული სახელები, თანხმდებიან რომ ე.წ. მიშვერით სროლა არის უპასუხისმგებლო და სახიფათო. ნებისმიერი სერიოზული სასროლოსნო სკოლა ასწავლის სწრაფ და ეფექტურ სროლას და სწავლების ერთ-ერთ მთავარ ნაწილს ყოველთვის წარმოდგენს დამიზნების ილეთები, როგორიცაა flash sighting (ამ ტერმინის ავტორი და ტექნიკის დამფუძნებელი ჯეფ კუპერია) ან ე.წ. out-of-the-notch shooting (ამ ტექნიკის პიონერი ტოდ ჯარეტი) და კიდევ სხვა ტექნიკებს, მაგრამ მათ ყველას აერთიანებს ერთი საერთო რამ, სამიზნე მოწყობილობების აუცილებელი გამოყენება.
მიშვერით სროლას ჩემი აზრით აქვს თავისი ადგილი, მაგრამ ის ეფექტურია უკიდურესად ახლო მანძლებზე ანუ დანით ან მუშტებით ჩხუბის მანძილებზე. იმის დასადასტურებლად, რომ სამიზნე მოწყობილობები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამდენიმე ცნობილამა ავტორმა ჩაატარა დამოუკიდებელი და ვრცელი გამოკითხვები, მათ შორის ვინც იმყოფებოდნენ რეალურ შეტაკებებში და გამოვიდნენ გამარჯვებულები. გამოკითხულების აბსოლუტური უმეტესობა ადსატურებდა, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავდნენ თავისი იარაღის სამიზნე მოწყობილობებს, ისე მკაფიოდ რომ ციტატა: კორაზე რკინის დამუშავების ყველა წვრილმანი დეფექტის იყო შესამჩნევი. აქედან დასკვნა: თავდაცვის ან საბრძოლო მოკლელულიან იარაღს უნდა ქონდეს ეფექტური და მოსახერხებელი სამიზნე მოწყობილობები.
რა უნივერსალური მოთხოვნების წაყენება შეიძლება სამიზნე მოწყობილობებისადმი? პირველ რიგში გამძლეობა და მყარი, საიმედო კონსტრქუცია. სამიზნეები უნდა უძლებდნენ დაუნდობელ ექსპლუატაციას და სტრესებს, რომლებიც განპირობებულია საბრძოლო და თავდაცვის იარაღის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენებისას ან რეალისტური სწავლებების დროს. ყველაფერი დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი. ამავე დროს სამიზნე მოწყობილობების კონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს მოთხიოვნებს , რომლებსაც კარნახობს იარაღის გამოყენების კონკრეტული სპეციფიკა. დღეს იარაღის მწარმოებლები აყენებენ სხვადასხვა ტიპის სამიზნე მოწყობილობებს მათ მიერ წარმოებულ იარაღებზე, ხოლო უამრავი კომპანია დამატებით სთავაზობს ნაირ-ნაირი ტიპის სამიზნე მოწყობილობების ფართო არჩევანს. ამ სტატიაში იქნება განხილული ყველა ძირითადი კონსტრუქციის სამიზნე მოწყობილობა, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს.
სანამ მიმოხილვას დავიწყებდი მინდა ავღნიშნო. რომ ის სამიზნე მოწყობილობები, რომლებითაც აღჭურვილია ძველი იარაღები (სტანდარტული საარმიო კოლტი 1911, მაკაროვი, ტტ) არანაირად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებსაც აყენებს თანამედროვე რეალიები. მასად აიუბი თავის წიგნში Combat Handgunnery წერს, რომ საბრძოლო/თავდაცვის იარაღზე სამიზნეები უნდა იყოს დიდი, დაკუთხული, ადვილად შესამჩნევი სტრესულ პირობებში, საიმედო და გამძლე. აღნიშნული ძველი გამოშვების იარაღების სამიზნე მოწყობილობები არ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნილებებს. წვრილი კორა და დაბალი პატარა თარაზო ცუდათ ჩანს ან საერთოდ არ ჩანს დაბნელების პირობებში, წვრილი კორა ადვიალდ ზიანდება (იღუნება) იარაღის დავარდნისას. უმეტესობა მომხმარებლების, რომლებიც ირჩევენ ძველ იარაღს პირველ რიგში ცვლიან ძველი ტიპის სამიზნე მოწყობილობებს ახლებით, თუ აპირებენ ამ იარაღების გამოყენებას მათი პირდაპირი დანიშნულებით და არა როგორც კოლექციის საგანს. ასევე მიუხედავად იმისა, რომ დღეს უმრაველსობა საბრძოლო და თავდაცვის პისტოლეტების უკვე ქარხნიდან გამოდის სავსებით ადეკვატური სამიზნე მოწყობილობებით, მაინც შეიარაღებული პროფესიონალები აყენებენ მათზე ისეთ მოწყობილობებს, რომლებიც 100% პასუხობენ მათ სპეციფიურ მოთხოვნებს. ქარხნული თანამდეროვე სამიზნეების უმეტესობა წარმოადგენს კლასიკურ რკინის სამიზნე მოწყობილობებს, რომლებსაც დამატებით გააჩნიად თეთრი ზოლები/წერტილები ადვილი დაზმინებისათვის. მაგრამ მათი უმეტესობა არის მარტივი და იაფი ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აპრიორი არასკამრისად გამძლე, როგორიცაა მაგალითად გლოკის სტანდარტული პლასტმასის სამიზნე მოწყობილობები. ზოგი კომპანია თავიდანვე აყენებს კარგი მწარმოებლის საბრძოლო სამიზნე მოწყობილობებს, მაგრამ ეს ცხადია ზრდის იარაღის საბოლოო ფასს.

სურათზე ჩანს სტანდარტული სამიზნე მოწყობილობების ფორმების და შესრულების მრავალფეროვნება სხვადასვხა იარაღის მწარმოებლებს შორის.
დამატებით არსებობს მოსაზრება, რომ ზოგადად ფიქსირებული სამიზნე მოწყობილობების უფრო გამძლეა ვიდრე რეგულირებადი. ეს ძირითადში ასეა, თუმცა არსებობს უკიდურესად გამძლე რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები, რომლებსაც უშვებენ მაგალითად კომპანიები Bo-Mar ან MMC. რეგულირებადი სამზინე მოწყობილობების პლიუსი არის ის, რომ შესაძლებელია უფრო ზუსტი მისროლა ვიდრე არარეგულირებადი სამზინე მოწყობილობებით. ვერტიკალური გაფანტვის პირობებში, გამოსაცვლელი იქნება მთლიანი კორა, ხოლო რეგულირებადი თარაზოს შემთხვევაში, საკმარისია შესაბამისი შესწორების შეტანა, ნაწილების გამოცვლის გარეშე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობაა მაგრამ არა გადამწყვეტი.

უკიდურესად გამძლე და საიმედო რეგულირებადი თარაზოს მაგალითი. ამ შემთხვევაში MMC “Combat Adjustables” დაყენებული ზიგ–ზაუერზე. ორივე მხრიდან თარაზო დაცულია მასიური ფოლადის “ყურებით”, როგორც მაგალითად პისტოლეტ–ტყვიამრქვევ უზის შემთხვევაში.
ღამის სამიზნე მოწყობილობები
მათი ისტორია იწყება 1970–ნი წლებიდან, როდესაც ხულიო სანტიაგომ პირველად შექმნა Bar-Dot-ი, თარაზო ტრიტიუმის ელემენტებით, რომლებიც ანათებდა სიბნელეში. ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობების ნათების “სიმძლავრე” საკმაოდ დიდია ხოლო ნათების ხანგრძლივობა 10–15 წელი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ვინაიდან სამიზნეები შეიცავდა რადიოაქტიურ ნივთიერებას, მათი დამზადების და გაყიდვისთვის იყო საჭირო სპეციალური ნებართვა აშშ–ს ენერგეტიკის დეპარტამენტისგან. მიუხედავად იმისა, რომ ტრიტიუმი რადიოაქტიური ნივთიოერებაა ( და შესაბამისად მას არ ჭირდება მზის შუქი რომ ანათოს ან დაიტენოს), მისი რაოდენობა სამიზნე მოწყობილობებში იმდენად მცირეა, რომ რომც გადაყლაფოთ შიგ მოთავსებული ტრიტიუმი, მიიღებთ ისეთივე დოზით რადიაცას, როგორც ერთ გარეთ გატარებულ მზიან დღეს. ასეთი სამიზნე მოწყობილობები შედარებით ძვირი ღირს, 80–150 დოალრი, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ რკინის დეტალი ზედ “დაწვეთებული” ტრტიტუმით. პირიქით, ეს არის საკმაოდ რთული და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი. ტრტიუმი გაზის ფორმით არის წნევით დატუმბული გამჭირვალე პოლიმერის კოლბაში (რადიატორში), რომელიც თავსდება თარაზოში და დამატებით ამორტიზაციისთვის და უკუცემის ენერგიის შთანთქვისთვის არის მოთავსებული რეზინის ამორტიზატორში. გარედან კოლბა შეიძლება იყოს დამატებით დაცული საფირის შუშის ფირფიტით, რომელიც დაიცავს კოლბას დაზიანებისგან. ასევე კოლბას შეიძლება გააჩნდეს, თეთრი რკალი რაც აადვილებს მათ გამოყენებას დღისით. სხვადასხვა დიზაინები და ფერების კომბინაციები არის ხელმისაწვდომი. მაგალითად ყვითელი ორი წერტილი თარაზოზე და მწვანე კორა. განსხვავებული ფერები პირველად გამოიყენა კომპანია IWI-იმ. ასევე არის მაგალითად მეიარაღე დიკ ჰეინის მიერ მოგონილი ერთი მეორეს ზევით მოთავსებული ორი მწვანე წერტილი, ე.წ. “straight eight”. ზოგი ირჩევს მხოლოდ ტრიტიუმის კორას, ხოლო თარაზო არის კონვენციონალური “რკინის”. ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობებს უშვებენ: Trijicon, IWI, Meprolight, AmeriGlo და სხვა მწარმოებლები.
ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ღამის სამიზნე მოწყობილობები სინამდვილეში გამოუსადეგარია, ვინაიდან ღამით ისედაც სამიზნე არ ჩანს და შესბამისად მისი იდენტიფიცირებაც და ცეცხლის გახსნაც შეუძლებელია. მე (და ჩემთან ერთად ექსპერტების უმეტესობა) ვთვლით, რომ ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. ტრიტიუმი კარგად ანათებს უმნიშვნელო დაბნელების პირობებშიც, როდესაც უკვე რთულია “რკინის” სამიზნე მოწყობილობების გარჩევა მაგრამ საფრთხის იდენტიფიცირება შესაძლებელია. გარდა ამისა თუ თქვენ ღამით თქვენ ეზოში ხედავთ სიბნელეში სილუეტს და თქვენ ბრძანბეაზე: სდეგ! ან რომელი ხარ! ისმის დედის გინება და გასროლა, სამიზნე წარმატებით იდენტიცირებულია და ცეცხლის გახსნაც შესაძლებელია. ტრიტიუმი იძლევა საშუალებას არა მხოლოდ დაუმიზნოთ სიბნელეში იდენტიფიცირებულ სამიზნეს არამედ მაგალითად სიბნელეში სწარაფდ იპოვოთ დავარდნილი იარაღი.

საიტის ავტორის კუთვნილი.45 კალიბრის Cz97BD აღჭურვილი Meprolight Tru Dot ტიპის ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობებით. დიდწილად ამ პისტოელტის BD მოდიფიკაციის არჩევის მიზეზი იყო ის რომ მის კომპლექტაციაში თავიდანვე იყო გათვალისწინებული აღნინული სამიზნე მოწობილობები.
ექსპრეს ტიპის სამიზნე მოწყობილობები
აღნიშნული დიზაინის ავტორი არის ეშლი ემერსონი, კომპანია Eshley Outdoors–ის დამფუძნებელი. კონსტრუქციულად ის წარმოადგენს დიზაინის მოდიფიკაციას, რომელიც უკვე ერთი საუკუნეა ცნობილი, და რომელიც ყენდებოდა მსხვილკალიბრიან ხრახნილულიან თოფებზე – ექსპრესებზე. ეშლი ემერსონმა გამოიყენა ეს დიზაინი და მცირე შესწორებების შეტანით შექმნა ძალიან ეფექტური სამიზნე მოწყობილობების ტიპი. ის წარმოადგენ V ფორმის თარაზოს, რომელსაც შუაში აქვს თეთრი ხაზე, ხოლო კორა არის მრგვალი ფორმის, რომელიც დამიზნებისას ამ V-s შიგნით “თავსდება”. კორა შეიძლება იყოს ტრიტიუმის ელემენტით. ამ ტიპის სამიზნე მოწყობილობა არის ძალიან მოსახერხებელი ხალხისთვის, რომელიც ახლოს ცუდად ხედავს, დიდი ზომების და ადვილად აღთქმადი ფორმების გამო მისი გამოყენება სწრაფია და ადვილი. მინუსი? 25 მეტრზე და ზევით ძნელია ზუსტი სროლა. ბოლო-ბოლო ექსპრეს ტიპის თოფები იყო განკუთვნილი ახლო მანძილზე სწრაფი სროლისთვის საშიშ ნადირზე ნადირობისას. იგივე პრინციპი შენარჩუნებულია პისტოლეტის ექსპრეს ტიპის სამიზნე მოწყობილობებში. სისწრაფე და სიზუსტე ახლო მანძილზე, მხოლოდ.

ექსპრეს ტიპის სამიზნე მოწყობილობები, კომპნია XS Sight Systems მიერ წარმოებული. ამ შემთხვევაში დაყენებული Smith & Wesson–ის M&P სერიის პისტოლეტზე.
ოპტიკურ ბოჩკოვანი სამიზნე მოწყობილობები
ერთ ერთი ყველაზე უკანასკნელი მატება სამიზნე მოწყობილობების რიგებში გახლავთ ე.წ. ოპტიკურ ბოჩკოვანი (Fiber-optic) სამიზნე მოწყობილობები. კონსტრქუციის ძირითად ელემენტს წარმოადგენს ე.წ. “შუქის მილი”, გამჭირვალე ცილინდრი რკინის ან პლასტმასის ჩარჩოში, რომელიც აგროვებს დღის შუქს, ატარებს მას მილში და ფოკუსიებას უკეთებს მილის ბოლოებში. შესაბამისად იქმენა ილუმინაციის ეფექტი, რომელსაც მსროლელი ხედავს, როგორც მანათობელ წერტილს, რომელიც ცოტათი უფრო კაშკაშაა ვიდრე გარშემო ობიექტები. ჯეფ კუპერმა თავის დროზე თქვა: თუ აპირებთ გამოიყენოთ კონტრასტული სამიზნე მოწყობილობები აირჩიეთ ის ფერი, რომელიც ბუნებაში იშვიათად გხვდებათ. მისაღებია ღია წითელი, ნარინჯის ფერი, კაშკასა ცისფერი და ასე შემდეგ. ფიბერ ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები გამოუსადეგარია ღამით, მაგრამ ზომიერი დაბნელების პირობებში ის საკმოდ ადვილად ხილვადია. მისი გამოყენება საბრძოლო და თავდაცვის იარაღში საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ სპორტში და ნადირობაში ის ეხლა დომინირებს. კონსტრუქციის მინუსია, რომ “შუქის მილი” უნდა იყოს ღია, რომ შუქს ეფექტურად აგროვებდეს. ღია დიზაინი განაპირობებს მილის დაზიანების ალბათობას. ამავე დროს ასეთი კონსტრქუციის ერთ ერთი უპირატესობა არის მათი მარავალფეროვნება და ასევე დაბალი ფასი. ფიბერ ოპტიკურ სამიზნე მოწყობილობებს უშვებენ AmeriGlo, Hi-Viz (ძირითადად პლასტმასის ჩარჩოებით დამზადებული) და სხვა კომპანიები.

სურათზე ჩანს ფიბერ ოპტიკური კორების ნაირსახეობები, ზოგი უფრო კაშკაშაა ზოგი უფრო ნაკლებად. დიზაინი თავიდანვე არ არის გათვლილი ინტენსიურ ექსპლუატაციაზე და ცუდად იტანს დარტყმებს.
როდესაც ეს სტატია უკვე მზად იყო, ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ კომპანია Hi-Viz–მა გამოუშვა ახალი ტიპის ფიბეროპტიკური კორა , რომელიც ფოკუსირებას უკეთებს შუქს პირდაპირ მსროლელის დომინანტი თვალისთვის, და მეორე თვალისთვის ის უხულავი რჩება. როგორც ჩანს ფიბეროპტიკურ სამიზნეებში კიდევ ყველაფერი მოგონილი არ არის.
Ghost Ring
აღნიშნული ტერმინის ავტორი არის ჯეფ კუპერი. ასე მან დაარქვა ილეთს, რომელსაც იყენებდნენ მე–19 საუკუნის ამერიკელი ირმებზე მონადირეები. ისინი ხსნიდნენ აპერტურული სამიზნი მოწყობილობებიდან დისკებს და იყენებდნენ იმ რგოლებს, რომელშიც ეს დისკები ეყენა. მიზეზი იყო მარტვივი. ცნობილია, რომ აპერტურული, დიოპტრიული სამიზნეები ძალიან ზუსტია, მაგრამ ხვრელის ზომა რომელშიც იხედება თვალი იყო მცირე. რაც უფრო მცირე, მით უფრო ზუსტი, მაგრამ მცირე ხვრელი ატარებს ნაკლებ შუქს ხოლო უმნიშვნელო დაბნლებას დაყავდა დიოპტრიული სამზინის ეფექტურობა ნოლამდე. უნდა ვაღიარო, რომ იგივე ილეთამდე მე მივედი დამოუკიდებლად, ჩემი სპორტული ტოზ–8–ის ქსპლუატაციის დროს. როდესაც მე აღმოვაჩინე, რომ დიოპტრი უმნიშვნლო დაბნელებაში კარაგვს თავის ეფქტურობას ანუ მასში უბრალოდ არაფერი არ ჩანს, მე ავიღე და მოვხსენი დისკი ხვრელით და დავიწყე იმ რგოლის გამოყენება, რომელშიც ყენდებოდა დისკი. 50 მეტრამდე მანძილზე სიზუსტის შემცირება იყო უმნიშველო. იგივე პრინციპით მუშაობენ პისტოლეტის Ghost Ring–ებიც. მათი პოპულარობა არ არის დიდი ბუნებრივი მიზეზების გამო. რგოლი შორსაა თვალებისგან, ის მაინც ატარებს ნაკლებ შუქს, სიბნელეში ის გამოუყენებელია. დაქვეითებული მხედველობის პატრონებს მოეწონებათ ასეთი ტიპის სამიზნე მოწყობილობები, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ის ნაკლებად ეფექტურია და შესაბამისად ნაკლებად პოპულარულია.
ნაკლებად ცნობილია Ghost Ring–ის მოდიფიკაცია, რომელიც წამროადგინა იარაღის ექსპერტმა გარი პოლ ჯონსტონმა. მან უბრალოდ გადაჭრა Ghost Ring–ი შუაზე. დიზაინი მოიწონა და გაუშვა სერიაში უეინ ნოვაკმა (ცნობილი სახელი სამიზნე მოწყობილობების წარმოებაში).

Smith & Wesson 686–ზედაყენებული Ghost Ring–ი…

…და“გადაჭრილი“ Ghost Ring–ის მოდოფოკაცია Novak Tritium Ghost Sight დაყენებული M1911 A1-ზე
ჯერ ჯერობით Novak რჩება ერთადერთი მწარმოებელი ასეთი ტიპის სამიზნე მოწყობილობის, მაგრამ სავარაუდოდ ამ იდეას მალე სხვა მწარმოებლებიც აიტაცებენ.
ოპტიკური სამიზნეები
ოპტიკური სამიზნეების პისტოლეტებში გამოყენების პიონერი იყო მსოფლიო ჩემპიონი ჯერი ბარნჰარტი, მან პირველად აღმოაჩინა 1980–ან წლებში, რომ “წითელი წერტილის” ტიპის სამზინე მოწყობილობა იყო ბევარდ უფრო სწრაფი და მოსახერხებელი დამიზნებაში ვიდრე ნებისნმიერი სხვა. ამ აღმოჩენის შემდეგ პრაქტიკული სროლის ღია კლასში ოპტიკური სამიზნეები პისტოლეტზე არის ნორმა. ყველაზე დიდი უპირატესობა ასეტი ტიპის მოწყობილობის არის ის, რომ დამიზნების ელემენტი – წერტილი მხოლოდ ერთია, და ის პროეცირებულია პირდაპირ სამზინეზე, რაც გამორიცხავს სიტუაციას, როგორიცაა კორა ფოკუსში –სამიზნე ფოკუსი გარეთ. ეს კი ძალიან სერიოზლული უპირატესობაა. პრაქტიკული სროლის სამყაროში “წითელმა წერტილებმა” ეგრევე ფეხი მოიკიდეს, მაგრამ პრაქტიკული სროლა არის სპორტი, სპორტულ ინვენტარზე გაბარიტული ოპტიკური სამზინეების დაყენება არ წარმოადგენდა პრობლემას. ხოლო ოპტიკური საზმინის საბრძოლო პისტოლეტზე დაყენება საკამოდ რთული ტექნიკური დავალებაა. ძალიან ბევრი რამე რაც ახასიათებს ოპტიკურ სამიზნეებს არის მიუღებელი, როდესაც ვსაუბრობთ საბრძოლო პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობებზე. ესენია პირველ რიგში: გაბარიტები, დამოკიდებულება კვების ელემენტებზე, კონსტრუქციის გამძლეობა და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რაც იყო შეუძლებელი 20 წლის წინ გახდა შესაძლებელი დღეს. პრინციპში პირველმა კომპანიამ, რომელმაც შეძლო მართლაც კარგი, საბრძოლო პისტოელტის ოპტკური სამოზინის შექმნა იყო Tasco. მათი კოლიმატორი Tasco Optima 2000, იყო გამძლე, მსუბუქი და მოსახერხებელი. მისი დიზაინი იძლეოდა საშუალებას გამოყენებულიყო ჩვეულებრივი რკინის სამზინე მოწყობილობებთან ერთად, რაც ელემენტების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში იარაღი მიანც მწყობრში რჩებოდა. კომპანია დაიხურა და შესაბამისად ოპტიმა 2000 უკვე ხელმიუწვდომელია. ერთ-ერთ კარგ დიზაინს ასევე წარმოადგენს J Point-ის კოლიმატორი. მისმა შემქნელმა ჯონ პოლმა თავდაპირველად შექმნს ის როგორც სპორტული კოლიმატორი, მაგრამ ის მალე გახდა პოპულარული პოლიციელებში და სამხედროებში. პოპულარობის მიზეზი ისევ და ისევ იყო მისი კომპაქტურობა, საიმედოობა და გამძლე კონსტრუქცია.

პირველი მერცხალი საბრძოლო პისტოლეტების ოპტიკაში, Tasco Optima 2000 დაყენებული Glock 26-ზე…..

…და უახლესი J point დაყენებული“მძიმედ” მოდიფირებულ Smith&Wesson M&P 9-ზე
კოლიმატორებს გათვლილებს საბრძოლო და თავდაცვის იარაღზე ასევე უშვებენ Docter, Trijicon და Burris
როგორც ხედავთ, უამრავი ტიპის და დიზაინის სამზინე მოწყობილობებია ხელმისაწვდომი. მათი შეკვეთა და ჩამოტანა შესაძლებელია. რომელი გჭირდებათ კონკრეტულად თქვენ, თქვენი გადასაწყვეტია, მე შევეცადე მოკლედ და გასაგებ ფორმაში მეამბო, როგორც მათ კონსტრუქციაზე ასევ მათ სუსტ და ძლიერ მხარეებზე.
თავდაპირველად გამოქვეყნდა 2010 წლის 26 ოქტომბერს


